ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იოვეტიჩი, კავანი & ვერატი: რა მოხდა სინამდვილეში

“იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ, Gazzetta dello Sport – თან საუბარში საკმაოდ ბევრ თემაზე გააკეთა კომენტარი და რამდენიმე ფეხბურთელის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზიც ახსნა. გთავაზობთ მის ვრცელ ინტერვიუს…

“სტევან იოვეტიჩის თაობაზე “ფიორენტინას” წარმომადგენლებთან, სტეფანო კონინისა და დანიელე პრადესთან ვმართავდით მოლაპარაკებებს. დღეისათვის, მონტენეგროელი ფეხბურთელის გაფორმება უკვე ჩვენს ინტერესებში აღარ შედის. რაც შეეხება კავანის, მიმდინარე ზაფხულს ჩვენ აღარ განვაგრძეთ ბრძოლა ამ ფორვარდისთვის, რადგან უკვე ვიცოდით, რონ “ნაპოლი” მას ტურინში არ გამოუშვებდა. ვერატი? “იუვენტუსმა” თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმა პოლ პოგბა. ამასთან ერთად, ჩვენ გვყავს ლუკა მარონე. ორი საუცხოო ტალანტი, რომელთა შესაძლებლობებისაც გვწამს. სამწუხაროდ, არ შეგვეძლო 12 მილიონი ევროს გადახდა მარკო ვერატის სანაცვლოდ, ამ შემთხვევაში საქმე ეხება ფინანსურ შეზღუდვებს და ეს უკვე დიდი ხნის თემაა.”

“თავდასხმის გაძლიერება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. დღევანდელი სიტუაციის მიხედვით, ტოპ-კლასის ფორვარდის ფასი 40 მილიონი ევროდან იწყება, ამას ემატება ხელფასი, რომელსაც ისინი წელიწადში 10 მილიონი ევროს ოდენობით იღებენ. ამ ეტაპზე ასეთი კადრები ჩვენს სამიზნეში ვერ მოექცევიან. ესპანური და ინგლისური ფეხბურთის გრანდები გამოიმუშავებენ ორმაგს ჩვენთან შედარებით. შედეგად, გვიწევს სხვა ჭკვიანური შესაძლებლობების ძიება. “

“ყველაზე რთულია, როცა შემადგენლობა უკვე ანგარიშგასაწევი გყავს და ცდილობ, კიდევ გააძლიერო ის. ამ ეტაპზე ჩვენი პროექტის 60% გვაქვს შესრულებული. წინა სეზონში განხორციელებულმა ინვესტიციებმა შედეგი მოგვცა, მაგრამ “იუვენტუსს” ერთ ადგილზე გაჩერება არ შეუძლია, გაზრდა კიდევ გვჭირდება. რაც შეეხებათ კონტეს და მაცარის, ორივე მწვრთნელი დიდ ზეგავლენას ახდენს საკუთარი გუნდის ასპარეზობაზე. კონტემ უკვე შეძლო გამარჯვება, თან იგი ჯერ საკმაოდ ახალგაზრდაა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის უკვე ერთი ნაბიჯით წინაა.  ანტონიო დიდი დანაკლისია, 8 დეკემბრამდე მას მხოლოდ ჟესტებით შეუძლია თამაშში კორექტივების შეტანა. თუმცა ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის.”

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

26 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha dolidze
11 years ago

მართალია ეს კაცი, ტოპ ფეხბურთელი სერია აში არ წამოვა როცა შემოთავაზება აქვს ინგლისიდან ან ესპანეთიდან, ძაან დაეცა სერია ას დონე… მაგრამ მე მაინც ყველა ჩემპიონატს მირჩევნია :forza:

Ako m)
11 years ago

juventino 1897 მე თუ არ ვუყურებ ფეხბურთს და აბა შენ უყურებ ? არ გამოადგება იუვეს ეგენი და მაგათზე მაგარი პეპეა სერია ა ში იტალიურს ეგენი ვერ ითამაშებენ როგორც ელიამ ვერ გაუქაჩა ელიას გერმანიაში და ჰოლანდიაში სივრცეები ქონდა და იტალიაში ეგრე არარი რო იცოდე

bacho kochlashvili
11 years ago
Reply to  Ako m)

რავიცი აბა ნანი ვოლკოტზე რო მაგას იტყვი რავიცი აბა , დაქცეულა მთელი იტალია შენ თუ მაგას უყურე , რო იცოდე კი არა ხო ხედავ რო ტავდასხმელის მოყვანა 0 ის ტოლია და სხვა გზა უნდა მოინახოს მაგ დროს და ნაყარ ნუყარი თავდასხმელებით თამასს წესიეირი ვინგერებით თამაში ჯობია და მეტი პრობლემები არანაკლები ინგლისშიცააა და ნუ გგონიათ ეს იტალია რაღაც საოცრება სათამაშო ეგ ადრე იყო

bacho kochlashvili
11 years ago

კი ვუყურებ 14 წელია

11 years ago

ნანიც და ვოლკოტიც ორივე ვინგერებია და ვინგერებიტ იუვე არ თამაშობს და იმაზე ნუ ვიკამათებთ რომ ორივე ტლუ ფეხბურთელია!

Di Francesco # 1
11 years ago

juventino 1897
არსად არ წავა, ჟერვინიო უკლებს ნელნელა და ვოლკოტი ჩაჯდება სასტავში

bacho kochlashvili
11 years ago

ჟერვინიო უკლებს კი არა უმატებს პირიქით , კონტრაქტს არ უდებს არსენალი ახალი პირობებით და ვნახოთ, ისე თუ თავდახმელი ვერ მოყავდათ ელია რატო გაუშვეს არაფით ნაკლები იყო არც ვოლკოტზე და არც ნანიზე წინ ითამაშებდა ტვენტეში და ჰამბურგში მეორე ფორვარდს ყომარობდა თავისუფლად ეგეთი გვინდოდსა ეხა ძალა ქონდა ტექნიკა სუპერი და შეტევაში ფანტაზია ქონდა საოცარი

Di Francesco # 1
11 years ago

juventino 1897
ვინ თქვა ვოკოტის წასვლა უნდაო?
ანრი უნდა შევცვალოო თვითონ იძახის

bacho kochlashvili
11 years ago

ანრი არა პლატინი უნდ ა შეცვალოს კიდე რა ანრი ახალ კონნტრაქტს ითხოვს უკეთესი ხელფასით და არსენალი არ აძლევს ძირითადიც დაკარგული აქ რა ანრი უნდა შეცვალოს თავში ტვინი თუ აქ წავა ვენგერს ეტყობა აღარ უნდა ეგ

Di Francesco # 1
11 years ago

juventino 1897
ნანი და ვოლკოტი ძან მაგარია მარა რა განსხვავებაა ნანის და ვანპერსის შორის? ან ვოლკოტის და კავანის შორის?
შენ გგონია რომელიმეს 20 მილიონზე ნაკლებად გამოგატნევენ?

bacho kochlashvili
11 years ago

რა განსხვავებააა და არცერთი ცენტრალური თავდახმელი არააა ეს ერთი მეორე ორივეს პრობლემები აქ გუნდში და არცერთს აღარ ენდობიან მანჩესტერსაც და ვოლკოტსაც წასვლა უნდათ და კლუბებსაც გაყვიდვა უნდათ ვოლკოტს ვაფშე ძირითადო აქ დაკარგული ახალ კონნტრაქტს არ უდებს არსენალი გაცილებით ნაკლებს სთავაზობს ვიდრე ადრე ქონდა ხელფასი ასე რომ

bacho kochlashvili
11 years ago

aba ძმაო ისე ამბობთ 20 მილიონიო აბა 1ლარად ფეხბურთელი არ იყიდება მაროტას კი გონია მარა არააა ეგრე 20 მილიონი ჯერ არა მაგათი ფასი იმ მიზეზების გამო რაც ჩამოვთვალე 15 მილიონზე მერყეობს და უნდა დაებაზრო

Ako m)
11 years ago

ra nani da volkoti wolkoti arari stabiluri pexburteli mitumetes italiur pexburtshi sheidzleab ver mmoikidos pexi mitumetes nanimac )) pepe cxoveli dabrunda da iyavit magis imedze kvaliarela iqneba wels mtavari porvardi me mase vpiqrob prosta erti ori golic unda exla ro sastavshi endnon

bacho kochlashvili
11 years ago
Reply to  Ako m)

xo ხედავ კარგად რო თავდახმელის მოყვანის შანსი 0 ია ასე რო ესე უნდა ითამაშოს იუვენტუსმა , ნანის და ვოლკოტის ნათამაშევი ფეხბურთი არ გინახია? ნამდვილად ფეხბურთს უყურებ? რა არ გინახია ან დღევანდელი სიტვაციიის შემყურე მაგ ორს როგორ იწუნებ ნანიც და ვოლკოტიც ცალ ცალკე ვინც ეხა გვყავს წინ ყველას ერთად აღებულს მირჩევნია

11 years ago

შეიძლება დაბრუნდნენ 4-3-3 ტაქტიკაზეო, უეჭველი დაბრუნდებიანო არ წერია, პეპეს დიდი ხანი არ უთამაშია და რა ფორმაში იქნება გააჩნია, შეიძლება ერთი თამაში ითამშონ 4-3-3 და შეხედონ გაამართლებს თუ არა, ნაპოლისთან რო ეგ არ მოხდება ფაქტია, ნორდსელანთან შეიძლება ეგრე ითმაშონ სტუმრად. მარა მე არამგონია შეცვალონ, მშვენიერია 3-5-2 ფლანგებს უფრო მეტი ფიზიკური მომზადება ჭირდებათ უბრალოდ რო მალე არ დაიღალონ, რაც ჯერ ჯერობით შეეტყო ყველას.

lasha naxucrishvili
11 years ago
Reply to 

ხანდახან რისკია საჭირო 3-5-2-დან 4-3-3ზე გადასვლა როდესაც თავდასხმა ვერაფერს აკეთებს :)

Di Francesco # 1
11 years ago

აქ რა წერია? მე რო მინდა ის? :chuvak:

seba
11 years ago

პეპემ ვარჯიში დაიწყო.

Di Francesco # 1
11 years ago
Reply to  seba

მაგი მეც გავიგე, ტაქტიკა იცვლება თუარა მაგი მაინტერესებს
4-3-3
პეპე—————კვალიარელა———–ჯოვინკო

irakla1001 horbenadze
11 years ago

თუ ეგრეა შე კაცო ახლგაზრდა თავდამსხმელებს მიეცი შანსი ეგერ გაბიადინი გყავს და იმობილე,, აბა ვარსკვლავად კვანიც არ დაბადებულა

Di Francesco # 1
11 years ago

მართალია მაროტა

seba
11 years ago

შეაგინებ და წაგიშლიან კომენტარს, არ შეაგინებ და არ გამოდის ისე არაფერი. :lool: :lool:

bacho kochlashvili
11 years ago

ესეიგი გამოდის რო იუვენტუსს ფორვარდი არ ეღირსება :X

bacho kochlashvili
11 years ago

თავდასხმელს თუ ვერ ყიდულობდით ელია რაზე გაუშვით წინ რო გეთამაშებინა ეხლა ვინც არიან სუყველას ერთად აღებეულზე მეტს იზავდა ტვენტეში ჰამბურგში ხშირად თამაშობდა წინ და საკმაოდ კარგადაც

bacho kochlashvili
11 years ago

აასეთ სიტვაციაში იუვენტუსმა უნდა ითამაშოს გამოკვეთილი ფორვარდის გარეშე როგორც ბარსელონა თამაშობს უნდა ვიყიდოთ უოლკოტი ან ნანი და ისინი უნდა შევიდნენ თავდასხმაში

| Newsphere by AF themes.
26
0
Would love your thoughts, please comment.x