ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბიანკონერები ნაკრებებში – სრული მიმოხილვა

ორი გოლი, ორი გამარჯვება და იმედგამაცრუებელი შედეგები სამხრეთ ამერიკაში.გუშინ, მსოფლიო ჩემპიონატისა და ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპების მატჩებში ერთბაშად 14 – მა ბიანკონერომ მიიღო მონაწილეობა, დღეს კი საქმეში კვადვო ასამოას განა ( მალავის წინააღმდეგ ) ჩაერთვება, თავის შეხვედრას მირკო ვუჩინიჩის მონტენეგრო 16 ოქტომბერს გამართავს.

ჩეზარე პრანდელის გუნდში მყოფმა იტალიელმა ბიანკონერებმა ერევანში, ადგილობრივი სომხეთის ნაკრები 1-3 დაამარცხეს.ანგარიში პენალტის ნიშნულიდან ანდრეა პირლომ გახსნა, მასპინძლების გამთანაბრებელი გოლის შემდეგ კი აძურებმა დანიელე დე როსისა და პაბლო ოსვალდოს წყალობით შესძლეს სამი ქულის აღება.ჯანლუიჯი ბუფონი, ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი, ანდრეა პირლო, კლაუდიო მარკიზიო და სებასტიან ჯიოვინკო ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდნენ, სათადარიგოთა სკამიდან შეხვედრაში ჩაერთო ემანუელე ჯიაკერინი, ჯორჯო კიელინის დასვენება კი მთავარმა მწვრთნელმა გადაწყვიტა.აპენინელები შემდეგ შეხვედრას სამშაბათს, 16 სექტემბერს დანიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ, მილანში.

იტალიის U21 ნაკრებმა, რომელშიც ლუკა მარონე ირიცხება, შვედეთის დამარცხება მინიმალური სხვაობით მოახერხა.გატანილი გოლის ავტორი ასევე ბიანკონერების ექს-წევრი, ჩირო იმობილე გახდა.ლუკა ძირითად შემადგენლობაში იყო და მინდორზე სრული 90 წუთი გაატარა.შემდეგ შეხვედრას ახალგაზრდა აძურები სამშაბათს, ისევ შვედეთდან გასვლაზე ჩაატარებენ.

სკუადრა აძურას ჯგუფში მყოფი დანიის ეროვნული ნაკრები ბულგარელებს სოფიაში დაუზავდა.მეშვიდე წუთზე გაშვებული გოლის შემდეგ წონასწორობის აღდგენა დანიელთა ლიდერმა და ამავდროულად ბიანკონერების ახალწვეულმა, ნიკლას ბენდტნერმა შესძლო.როგორც ვთქვით, სამშაბათს ბენდტნერი აპენინელებს დაუპირისპირდება.

ქულას დასჯერდა შვეიცარიის ეროვნული ნაკრებიც, რომელშიც შტეფან ლიხტშტაინერი გამოდის.ნორვეგიასთან მატჩი 1-1 დასრულდა.მარჯვენა მცველმა 90 წუთი ითამაშა და მსაჯს ყვითელი ბარათიც “გამოსტყუა”.შვეიცარია სამშაბათს ისლანდიას, გასვლაზე დაუპირისპირდება.

ოკეანეთსგაღმა ტურინელთა გამოსვლა გაცილებით წარუმატებელი აღმოჩნდა.მაურისიო ისლასა და არტურო ვიდალის მარცხზე მოგახსენეთ, მარტინ კასერესის ურუგვაი კი ბუენოს აირესში, არგენტინის ეროვნულ გუნდთან 3-0 განადგურდა.ვიდალის გარეშე დარჩენილი ისლა შემდეგ შეხვედრას სამშაბათს, არგენტინის წინააღმდეგ ჩაატარებს, ურუგვაის კი ბოლივიის ნაკრებთან მოუწევს დაპირისპირდება.

აქვე გეტყვით, რომ სამშაბათს მონტენეგროს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, მირკო ვუჩინიჩი უკრაინასთან მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

წყარო : Juventus.com

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

42 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
11 years ago

სებას რა კაი შანსი ქონდა.. მომენტების გამოყენება რომ დაამუღამოს გაცილებით ეფექტური იქნება

JuventinoToko
11 years ago
Di Francesco # 1
11 years ago
Reply to  JuventinoToko

არამგონია რამე მნიშვნელოვანი ეწეროს, ორივე კაი გუნდიაო

Di Francesco # 1
11 years ago

ბორიალა ნაკრებში :chuvak:
ძან მაგარია შეიძლებოდა მატრის მაგივრად მაგის დატოვება მარა მატრის ეკუთვნოდა ლიგაზე თამაში და უნამუსობა იქნებოდა მაგის გაშვება
წელს თუ უსაქმურად იქნე მერე უეჭველი გაუშვენენ

11 years ago

ა მატრის ეკუთვნოდა? და დელ პიერო?

Di Francesco # 1
11 years ago
Reply to 

დელპიეროს თუ ეკუთვნოდა კიც ითამაშა
მატრის ეკუთვნოდა იმის გამო რაც შარშან გააკეთა, 30 % მაინც იყო მისი დამსახურება, მილანში ის გოლი იყო გადამწყვეტ ჩემი აზრით
მატრი კაი ფეხბურთელია უბრალოდ ნდობა უნდა და დრო ჭირდება რასაც იუვეში ვერ მიიღებს უდინზე ლაციო უფრო ასეთ გუნდებში გაქაჩავს

პიერო 10
11 years ago

მაშინ კრასიჩს რატო არ ეკუთნოდა ძმა

DeL_PieRoOo
11 years ago

დელ პიეროს გოლი სიდნეიშიი ბრატციიიიიიიიიი ჩვენიი მგელი კიდო ბუგაობსს მიყვარსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

delpieronedved
11 years ago

რა ხდება აქ?

marchisio8
11 years ago
Reply to  JuventinoToko

:lool:

dato_juventino
11 years ago

ელ შარავვი ბრაო ამ ბიჭმა მაგარ პროგრესშიაა ასე თუ გაგძელაა მგონი ნაკრებში ძან ხშირად ითანაშებს :italy:

Di Francesco # 1
11 years ago

მონტოლივო მილანში ცენტრიდან ურტყამს და გუშინც 2 მეტრიდან არ დაარტყა კარში და მარკიზიოს მიცა უაზრო პასი

11 years ago

ჩამკვდარია საიტი მაგრად :(

პიერო 10
11 years ago
Reply to  Gio Darja

მართალი ხარ … ფაქტიურად თავდახსმის გარდა არაფერი უვარგათ … სკუდერო მოიგებს ბოას რა გოლები გაქონდა პირი ღიამ მრჩებოდა ერთი ჩვენს მაგარი შეგვიგდო

პიერო 10
11 years ago
Reply to  Gio Darja

მეც არ გავყიდდი მის ადგილას

Di Francesco # 1
11 years ago

კი ვუყურე, 1-2 კაი მომენტი ქონდა მის მერე
ძან საუსტი გუნდია დაცვა არ ცუდი ბონუჩი – რანოკიასავით :chuvak:

პიერო 10
11 years ago

დაცვა რო ნორმალული ყავდეთ შეუძლია 3-4 ადგილისთვის ბრძოლა .. მარა მთავარია დელპიმ ყაროს გოლები თორე სიდნეის :lool: :lool: :lool:

Di Francesco # 1
11 years ago

პასი თუ არ მიეცი და ბურთი თუ არ გაქ ისე რას გაიტანს
ფაქტიურად ცენტრიდან თამაშობდა

პიერო 10
11 years ago

დაცვაშიც იყო დაჯე ბევრჯერ წაართვა ….

Di Francesco # 1
11 years ago

კაი გუნდში უნდა წასულიყო, მაგას სიონი და ვიღაცეები ჯობდა ევროპიდან
ევროპა ლიგაზე მაინც ითამაშებდა

პიერო 10
11 years ago

მე მინდოდა ამერიკაში წასული აუსტრალიაში კენგურუ აინტერებდა ალბათ ან კრაკადილ დანგო თუ ვიგაცა როა :lool: :lool: დელპი :love: :love: :love:

11 years ago

დელპომ საოცარი ჯარიმა გაიტანა! მილანს გვარდიოლა უნდა და თან მგონი ყიდიან არაბებზე გუნდს… გაივსება ფულით

პიერო 10
11 years ago
Reply to 

მე გვარდიოლა არ მიმაჩნია დიდ მჭვრთნელად არ მგონია მაგან რამე ქნას .. რაიკარდის აშენებულ ბარსაში მივიდა სადაც ვარსკვლავებით იყო გადაჭედილი და მოიგო ყველაფერი .. ისით არდაგვავიწყდეს რო მსაჯის დახმარებით .. ერთხელ მილანტან შევას რო გოლი არ ჩაუთვალეს , მერე ჩელსთან არსენალტანაც ფინალში . რეალთანაც ალვესმა რო დრამა დადგა :lool: :lool: :lool:

პიერო 10
11 years ago
Reply to 

ისე გაასწორებს არაბებმა რო იყიდოს იუვე გვეღირსება ტოპ თავდამსხმელი :lool: :lool: :lool: მარა მაროტა ჩობანის ამბავი რო ვიცი 1 მილიონის გამო გამოიღებს ბეწვებს ..

Di Francesco # 1
11 years ago

Mario Balotelli <3
შენზე არ მითქვია :chuvak:
მაგის გამო დაგბლოკეს? :lool:

Di Francesco # 1
11 years ago

ვიღაცა სხვამ მომწერა რაღაცა მის მერე არ გამოჩენილა :chuvak:

პიერო 10
11 years ago

ტრიაპკას შევაგინე და 2 თუ 3 დღე ვერ შემოვდიოდი :lool:

Di Francesco # 1
11 years ago

მეტი უნდა გაეკეთებიათ 2 დღე ცოტაა :chuvak:

პიერო 10
11 years ago

დელპიეროს ჯარიმა ნახე ? ძაან ფარჩაკი გუნდში წავიდა რა :blin:

Di Francesco # 1
11 years ago

იტალია დანიაა ამ თამაშში გამოჩნდება რა შაუძლია ბენტნერს ჩვენ დაცვას რო დაეჯახება, არამგონია რამე გამოუვიდეს

პიერო 10
11 years ago

არანკლებ ნაკრებებზე აქ გატანილი ბენტოს სხვათაშორის :lool: ტრიაპკა რას იზამს მაინტერესებს სავარაუდოდ ირბენს თოხარიკი ცხენივით უაზროდ :lool:

Di Francesco # 1
11 years ago

Mario Balotelli <3
რატო იყავი დაბლოკილი?

Di Francesco # 1
11 years ago

მაგას ნაკრებში სულ გაქონდა აარფერი არ დაუმტკიცებია, იუვეში არ ათამაშებს კონტე და მე კონტეს უფრო ვენდობი

პიერო 10
11 years ago

შენ არ ითხოვდი დაბლოლეთო წელიწადში ერთეხლ შემოდისო :lool: :lool: არა და ყოველდღე შემოვდივარ მაგრამ კომენტარს არ ვწერ ხშირად .. მაგრამ შენ რო იწყებ ლაპარაკს ფეხბურთზე ლილიპუტზე სურვილი მიჩნდება გამოგეხმაურო :lool: :bicho:

Giorgi kasrashvili
11 years ago

ეხლა ჯოვინკო-პირლო-მარკიზიო არ ათამაშო რა ჩეზარე, ნაპოლისთან გვაქვს მატჩი და მიდი აყომარე ეგ რომაელები :lool: ბონუჩი ათამაშე იქნებ მიხვდეს რომ ფეხბურთს თამაშობს :lool: მაოცებს ლეო რა, ხან ისეთ სისულელეებს გააკეთებს რო :chuvak: ჩემი ძმაა ბონუჩი :love:

პიერო 10
11 years ago

ჯოვინკო მაინც იტრიაპკა გუშინ :D შემოვიდა ხალხი და გაგუდეს … ისე ოსვალდო დღითი დღე მაოცებს . ელ შაარავიზე არაფერს ვამბობ … პირლო უკომენტაროდ .. ბონუჩიმ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა ერთი კინაღამ გოლი გაგვიტანეს მაჯო რო არაა .. ისე მხიტარიანი რა დღეშია ყველა თამაშში გოლს ყრის ……

ერთს დავამატებ 1juvem იცის :lool: არ გაგირყდეს ბრატ დაბლოკილი ვიყავი და შენს კომენტარებს ვკითხულობდი :lool: :lool: ბენტომ დაამტკიცა რო იმსახურებს ერთხელ მაინც ძირითადში თამაშს …

გიორგი ნეფარიძე

დელპიეროს ჯარიმა დადეთ რა სიდნეიში გაიტანა

| Newsphere by AF themes.
42
0
Would love your thoughts, please comment.x