კარერა : ” მომწონს ის საქმე რასაც ვაკეთებ ”
ანჟელო ალესიო დისკვალიფიკაციის ვადის შემცირების შემდეგ , დაუბრუნდა კლუბს სათადარიგოთა სკამზე , თუმცა პრესსკონფერენცია მასიმო კარერამ გამართა : ” ანჟელო დაუბრუნდება ძველ საქმიანობას , ისევე როგორც კონტეს მუშაობის პერიოდში . ჩემის მხრივ კი ბედნიერი ვარ , რომ მომეცემა იმის კეთების საშუალება კვლავინდებურად რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს . სამწვრთნელო კარიერა ჯერ ჯერობით სრულებით არ მაინტერესებს . მოხარული ვარ სამწვრთნელო შტაბთან მუშაობით და მაქსიმალურად ვარ კონცენტრირებული საკუთარ საქმეზე . კმაყოფილი ვარ იმით რასაც ვაკეთებ . ყოველ კლუბს გააჩნია გარკვეული სირთულეები სანაკრებო პაუზის შემდგომ , იუვენტუსი ამ მხრივ გამონაკლისი არ არის . თუმცა , წუწუნს ნამდვილად არ დავიწყებთ . ტრავმირებულები ? ბუფონი თავად გვეტყვის შეუძლია თუ არა მას ასპარეზობა ( პრესსკონფერენცია გუშინ გაიმართა , ბუფონი კი როგორც იცით ვერ მიიღებს დღევანდელ დაპირისპირებაში მონაწილეობას ) , რაც შეეხება ვუჩინიჩს იგი ჯიჯიზე გაცილებით ცუდად გრძნობს თავს . მეტოქე ? თავდაპირველად უნდა აღინიშნოს , რომ ორივე კლუბი 3-5-2 ტაქტიკურ წყობას იყენებს , თუმცა ჩვენგან განსხვავებით ნეაპოლიტანელები სწრაფ კონტრ იერიშებზე აკეთებენ აქცენტს . ისინი სკუდეტოს უმიზნიბენ და მის მოსაპოვებლად ფაქტიურად ყველაფერი გააჩნიათ . შევძლებ თუ არა ხელის ჩამორმევას მაცარისთან ? დიახ , რა თქმა უნდა ” .
წყარო : Football-Italia
ალემ ისევ შეაგდო :)
კარერას მადლობა ყველაფრისთვის.. ნამდვილად ღირსეულად ითავა ის საქმე რასაც ამხელა გუნდის მწვრთნელობა ქვია.. და კიდევ მადლობა იმისთვის რომ ამხელა ზეწოლას გაუძლო მთელი იტალიის მხრიდან….
es axar იქნება კონტეს ადგილას?
ალესიო