ბუფონი : ” დარჩენილ მატჩებში გამარჯვება აუცილებელია ”
დაბრუნდე შინ ერთი ქულით , ისეთ მატჩში სადაც უამრავი მომენტი გაქვს არა ერთი გოლის გასატანად , ყოველთვის რთულია ფსიქოლოგიური კუთხით : ” გაბრაზებული ვარ ანგარიშით და იმით თუ რა ხერხით იყო ის მოპოვებული . მეტოქეს საჯარიმო დარტყმის თავისუფლად შესრულების უფლება მივეცით . ეს ის ეპოზიდო იყო სადაც შეგვეძლო მშვიდად გამოვსულიყავით დაძაბული სიტუაციიდან , თუმცა ამის ნაცვლად მეტოქის გამარჯვების იმედი ჩავუსახეთ . დარტყმა გენიალური იყო და ვერაფერი ვერ მოვახერხე სამწუხაროდ . პირველ ნახევარში თანაბარი თამაში იყო , მაგრამ შესვენების შემდეგ მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო . ჩემპიონთა ლიგა და სერია ა ? ის რაც საკმარისია კალჩოში , არ არის საკმაირისი ევროპაში . აქ უბრალოდ ფიზიკურად არ არსებობენ სუსტი მეტოქეები . იგივე ” ნორდშელანდი ” ჩელსისთან 75 წუთის მანძილზე თანაბრად იბრძოდა . ეხლა კი აუცილებელია დარჩენილ მატჩებში გამარჯვების მოპოვება ” .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
ეჰ ის იუვე აღარ არის