ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ან ახლა, ან არასდროს – ნიკლას, შენი დროა !

ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდებს განსაკუთრებული პასიურობით გააქვთ გოლები, დროა ანტონიო კონტემ ფსონი ნიკლას ბენდტნერზე დადოს.თითოეული თქვენთაგანი დამეთანხმება, ზაფხულში საუბარი ტოპ-ფორვარდზე რომ მიდიოდა, დანიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე არცერთი ჩვენთაგანი არ ფიქრობდა, არცაა გასაკვირი, “სანდერლენდის” ყოფილ გოლეადორს კარიერულ 235 შეხვედრაში მხოლოდ 68 გოლი აქვს გატანილი – მოკრძალებული სტატისტიკაა.

10 – ეს ის ციფრია, რა რაოდენობის გოლებიც მირკო ვუჩინიჩს, სებასტიან ჯიოვინკოს, ფაბიო კვალიარელასა და ალესანდრო მატრის სერია A & ჩემპიონთა ლიგაზე მოუგროვდათ.ევროპის სხვა გრანდებთან შედარებით “სამარცხვინო” ციფრია, მხოლოდ ლევანდოვსკიმ და როისმა ერთად 12-ჯერ აიღეს მეტოქეთა კარი, კასანომ, მილიტომ, პალაციომ და კოუტინიომ კი იგივეს გაკეთება 15 – ჯერ მოახერხეს.

დასკვნა თქვენთვის მომინდია, რატომ არ ანდობს კონტე ნიკლას ბენდტნერს ძირითად შემადგენლობას კი, ჯერჯერობით გამოცანად რჩება.ეს სკანდინავიელი გიგანტია, მართალია, არა ჩემპიონი, მაგრამ პერსპექტიული წინახაზელი, რომელსაც შეუძლია “იუვენტუსს” დიდი სარგებელი მოუტანოს.

და რაც არ უნდა იყოს, დანიელი არ არის ის ფორვარდი, რომელიც ერთ შეხვედრაში ათიდან ათ მომენტს გაატანს ქარს, განსაკუთრებით სწორედ გოლის ალღოთი გამოირჩევა ნიკლასი.რა თქმა უნდა, მისგან ვერც დევიდ ტრეზეგეს მივიღებთ, რომელიც საოცარ დუეტს ქმნიდა ალესანდრო დელ პიეროსთან ერთად, მაგრამ ვინ თქვა, რომ დანიელს მირკო ვუჩინიჩთან შეწყვილება გაუჭირდება ?  – შესანიშნავად თამაშობს მეორე სართულზე, ძლიერია ფიზიკურად და მშვენივრად ხმარობს ფეხს, ფორვარდის პლიუსებია.

პარადოქსია, მაგრამ სწორედ ეხლაა დრო, ანტონიო კონტე რისკზე წავიდეს ( თუ შეიძლება ამას რისკი ეწოდოს ) და გახსნას კარტი, რომელსაც სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს განხორციელებული ტრანსფერი ჰქვია.ნიკლასი ახლა ყველაზე მეტად მოტივირებული და მონდომებულია, რამდენიმე დღის წინანდელი ინტერვიუ გაიხსენეთ : არენდით მოსული მოთამაშე მზადაა იბრძოლოს და ბიანკონერების ძირითადში დაიმკვიდროს ადგილი.ეს მონდომება შანსს იმსახურებს, შანსს, რომელიც აუცილებელია.

მოდით, “იუვენტუსის” წინახაზელები განვიხილოთ კონკრეტულად და ალესანდრო მატრი, ამ შემთხვევაში იდეალურ ფორვარდად მივიჩნიოთ.ალემ დაკარგა გზა, რომელიც თუნდაც გასულ სეზონში ფორმას ანარჩუნებინებდა და ძირითადისთვის ბრძოლის შანსს უბრუნებდა.რაც შეეხება ატომურ ჭიანჭველას, საუბარია ჯიოვინკოზე, მონდომება არც მას დაეწუნება.სება დამაჯერებლად თამაშობს, თუმცა გოლები ნამდვილად აკლია, არც ფიზიკურობით გამოირჩევა, რასაც თან სდევს გიგანტ მცველებთან თამაშის სირთულე.კვალიარელა არასტაბილურია, “ჩელსისთან” და “კიევოსთან” იგი საუცხოო იყო, “ნაპოლისთან” და “ფიორენტინასთან” არაფერი გამოუვიდა.

ჩვენ ფსონს, ნიკლას ბენდტნერზე ვდებთ.იმედია, კონტე ყველას დაანახებს, რომ ამ ბიჭისგან ნადვილი ფორვარდი შექმნა.მის პერსპექტიულობაში ეჭვის შეტანა არ ღირს, მას აქვს შანსი, დახმარების ხელი გაუწოდოს “იუვენტუსს” და ოდნავ მაინც გამოასწოროს ის შეცდომები, რომლებიც ბიანკონერების წინახაზში აშკარად არსებობს.

ვინჩენცო კურო

წყარო : Goal.com 

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

35 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
sandro giunashvili
11 years ago

ისე კონტესი ეს მიკვირს შარშან უაზრო ბორიალას მისცა ამდენი შანსი და წელს ცოტა ბენტოსაც მიცეს რა.კაკრას ეგეთი ტარანი ტიპის ფორვარდი გვჭირდება და შეიძლება უკვე 4-3-3 ის დროც მოვიდა სება და მირკო ფლანგებზე და ბენტო ცენტრში დამბოლოვებლად

david david
11 years ago

აგაშენა ღმერთმა, ზლივს არ ვნახე კაცი რომელიც ტარანის სტილის ფორვარდზე საუბრობს, ეს კაცი საჯარიმოში არის ვოლკი და უნდა მიეცეს შანსი, კრიტიკაც სრულიაზ უაზროდ მიმაჩნია მის მიმართ, რეალურად არ გვინახია მისი თამაში და რა პონტში ვაკრიტიკებთ ვერ ვხვდები რა

| Newsphere by AF themes.
35
0
Would love your thoughts, please comment.x