ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოგბა : ” კონტეს შეუძლია გაიმეოროს ფერგიუსონის წარმატება ”

 პოლ პოგბას მოსაზრებით ანტონიო კონტეს ყველა ის თვისება გააჩნია , რითაც შეუძლია სერ ალექს ფერგიუსონის მსგავსად არა ერთ წარმატებას მიაღწიოს . იმის გათვალისწინებით , რომ ფრანგი მანჩესტერში ასპარეზობდა , ის კარგად იცნობს შოტლანდიელს , თუმცა ტურინში გადაბარგების შემდეგ მალევე დააფასა კონტეს შესაძლებლობები : ” ძალუძს თუ არა კონტეს იასპარეზოს ევროპაში ისეთივე წარმატებით , როგორც ფერგიუსონს ? რა თქმა უნდა . დიდი მწვრთნელი და ხელმძღვანელია . მე ვესაუბრე მას და მან მითხრა , რომ აუცილებელი იყო მომემატებინა , რაშიც სრულად ვეთანხმები . წვრთნები ? ისინი ნამდვილად არ არის რთულად შესასრულებელი , ყოველ შემთხვევაში , რომ შევადაროთ ” მანჩესტერის ” სამწვრთნელო სესიას . ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი , სწორედ ეს არის წარმატების მიღწევის გარანტი . ისევე როგორც სხვა ფეხბურთელებს , ბუნებრივია ხშირად მსურს მოედანზე გასვლა . ნამდვილად არ ვიცი რამდენად გავუწევ კონკურენციას კლაუდიო მარკიზიოს და არტურო ვიდალს , მაგრამ ეს უკვე ჩემი პრობლემა არ არის , ეს კონტეს გადასაწყვეტი საკითხია ” . 

წყარო : Football Italia 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Nodari gogaladze
11 years ago

მაგარია

ალეკო კოკაია

ძაან მაგარი კაცია და მაგარი ფეხბურთელი,რაღაცით ვიეირას მაგონებს :forza: :forza: :forza:

dato_juventino
11 years ago

პოგბაა ესკაცი ჩვენ მომავალს წარმნოდგენს უდაოა რო ერთერთი საუკეთესო ახალგაზდაა ამას მოსვლისდგიდან მჯეროდაა მიდიი პოლ :love: :love: :love: :love: :forza: :forza: :forza:

gag100
11 years ago

:forza:

Di Francesco # 1
11 years ago

ასეთი ხალხი ძან მომწონს მანჩესტერიდან რო იუვეში გადახვალ ესეიგი იცი რასაც აკეთებ, ჯერჯერობით სკამიდან მარა მერე ერთერთი ლეგენდა გახდება გუნდის, პირლოს მარკიზიოს და ვითალთან ერთად

Di Francesco # 1
11 years ago

თვითონ პოგბას მაინც დაუჯერეთ, მე რო გეუბნებოდით პირლო უკონკურენტოათქვა არ გჯეროდათ
ეს უფრო ვიდალის სტილია მარა ვიდალი უფრო მაღალი დონეა

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x