ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი : ” საკუთარი თამაში მთელს მსოფლიოს უნდა მოვახვიოთ თავს ”

” 49 მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ და ვიხსენებ თუ როგორი იყო ბიანკონერი წელიწად ნახევრის წინ , ყველაფრის წამის მეასედში შეცვლის სურვილი მიჩნდება . ” იუვენტუსი ” საკუთარ თამაშს მთელს მსოფლიოს შესთავაზებს და მოახვევს თავს . ინტერი ? 20 წუთიანი დომინირების შემდგომ ვიგრძენით , რომ ჩვენ ის იუვე არ ვიყავით . წინ საერთოდ აღარ მივდიოდით და შემდგომ ცალკეული ეპიზოდების გამო საერთოდ დავისაჯეთ . აუცილებელია პროგრესირება შემტევ ფაზაში , არ უნდა ვკარგავდეთ მეტოქის საჯარიმოსთან უაზროდ ბურთს , რადგან ამან შესაძლოა მომენტალურად მოგვიტანოს დიდი თავსატეხი კონტრ იერიშის ფორმით . ინტერისტების პროტესტი მსაჯის მიმართ ? მიუხედავად რამდენიმე შეცდომისა , ვთვლი რომ ევროპაში საუკეთესო არბიტრები სწორედ აპენინებზე არიან . უბრალოდ აქ განსხვავებული საკითხი და ფილოსოფიაა . იუვენტუსი რაც არ უნდა იგი კუთხეში იყოს მოქცეული , არასოდეს გააკეთებს ამ თემაზე კომენტარს , როგორსაც თავის მხრივ ინტერი აძლევდა საკუთარ თავს . ჩემპიონთა ლიგა ? ისევე როგორც ყოველთვის , მოედანზე გამარჯვების მოსაპოვებლად გავალთ . სწორედ ეს არის მიზანი , რადგან წარუმატებლობის შემთხვევაში დავიმსახურებთ ან ევროპა ლიგას , ანაც საერთოდ ორივე გათამაშების მიღმა ყოფნას . ამიტომაც მოედანზე ვიასპარეზებთ პლეიოფის ბილეთის მოსაპოვებლად . ” იუვენტუსს ” ადანაშაულებენ , რომ მან დაკარგა გამარჯვების წყურვილი . სიმართლეა თუ არა ეს ? დიახ . იმედი ვიქონიოთ , რომ შაბათს განცდილი მარცხი დადებითად იმოქმედებს გუნდზე და კიდევ უფრო გრანდიოზულს გახდის ჩვენს შედეგებს “ – განაცხადა ლეონარდო ბონუჩიმ .

წყარო : Сalcionews24

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakla1001 horbenadze
11 years ago

დღეს რო ჩელსიმ ფრე ითამაშოს დაქმე ერთი ორად გაგვიადვილდება

11 years ago

ჩელსის მოგება არ გვაწყობს ჩვენ…

nika gogoberidze
11 years ago

გადამწყვეტი მე-5 ტური იქნება.ჩელსის თუ მოვუგებთ იუვე არენაზე ცალი ფეხით პლეი-ოფში ვართ. მერე შახტართან ფრეც გვაწყობს. ურთიერთშეხვედრებში ვუგებთ ჩელსის. თან შახტარიც გასული იქნება და არა მგონია ბოლო თამაში რომელიმე გუნდმა თავი გაიგიჟოს. 20 ნოემბერს ფინალის დარი თამაში გვექნება ჩელსისთან :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

nika gogoberidze
11 years ago

” იუვენტუსს ” ადანაშაულებენ , რომ მან დაკარგა გამარჯვების წყურვილი . სიმართლეა თუ არა ეს ? დიახ

რამდენი ხანია ამას გავიძახი, უკვე იმ დონემდე იყო გუნდი მისული ლიჟბი თამაში არ წაეგო და მოგებაზე თითქოს არც ფიქრობდა. მემგონი კარგიც არის რო წავაგეთ, ბიჭებს წნეხი მოეხსნებათ, პროსტა ინტერთან რო წავაგეთ ამან გატეხა :euf: :euf:

lasha naxucrishvili
11 years ago

იუვემ უნდა მოიგოს აუცილებლად ერთი 3 გოლი უნდა ვტენოთ :forza: ჩელსი შახტარი ნიჩია მგონია

TATO asanidze
11 years ago

JUVENTUSS 6 I EQNEBA CHELSEAS DA SHAXTARS 7-7 I AMITOM XVAL CHVEN GVIRCHEVNIA SHELSEAM AN FRE AN MOGEBA AN WAGEBA ITAMASHOS SHAXTARTAN FRIS SHEMTXVEVASHI CHELISI EQNEBA 5I SHAXTARS 8 JUVENTUS6 TU WAAGO CHESEAM ORI QULIT METI GVEQNEBA MOKLED YVELAFERI MAINC CHELSISTAN TAMASHSHI GADAWYDEBA BOLOS

Vecchia_Signora
11 years ago
Reply to  TATO asanidze

“SHELSEAM AN FRE AN MOGEBA AN WAGEBA ITAMASHOS SHAXTARTAN”

ნეტა სხვა რამე არ ითამაშონ :no

irakla1001 horbenadze
11 years ago

ნეტა თამაში არ გადაიდოს :lool: :lool: :lool: აბა სხვა რამე აღარ დარჩა

zviadi basilaia
11 years ago

ე.ი ხვალ ჩელსი უგებს შახტარს !
იუვე უგებს ნორდსიელანდს !
ჯამში ქულათა რაოდენობა გადანაწილდება ისე რომ სამივე გუნდს: იუვე ჩელსი და შახტარს 7 ქულა ექნებათ.
ჯერ არაფერია აქ გადაწყვეტილი

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x