ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

” იუვენტუსი ” – ” ლაციო ” ( ფეხბურთელების შეფასებები )

გთავაზობთ , ტურინის ” იუვენტუსის ” ფეხბურთელების შეფასებებს , ” ლაციოსთან ” გამართული მატჩის შემდგომ …

 

ბუფონი – შეფასების გარეშე – ამინდის პროგნოზს , რომ გასცნობოდა წინასწარ , სავარაუდოდ თბილ საბანს და ტრენოჟარს წაიღებდა მოედანზე გასვლისას .

ბარძალი – 7 – იგებს ყველა საჰაერო ბრძოლას და როგორც ყოველთვის უშეცდომოა და უნაკლო .

ბონუჩი – 7 – მისი დამსახურებით კლოზე საერთოდ არ ჩანდა მოედანზე .

კიელინი – 7 – მარცხნივ ის იყო მბრძანებელი .

ისლა – 5.5 – სამწუხაროდ ,სირბილის ხარისხი არ არის ბურთზე განხორციელებული დარტყმის პროპორციული .

პეპე ( 70 წუთიდან )  – 6 – მისი სადებიუტო მატჩი მიმდინარე სეზონში . ცდილობდა შეეცვალა ანგარიში და გამარჯვება მოეტანა საკუთარი გუნდისთვის .

ვიდალი – 7.5 – მოედნის ცენტრში ლაციალეს ფეხბურთელებს ისეთი სიხშირით ართმევდა ბურთს თითქოს შავი ხვრელი ყოფილიყოს .

პოგბა – 5.5 – პირველად ალბათ როდესაც არ საიმედოდ გამოიყურება . უშვებს იმ შეცდომებს რომელიც 19 წლისთვის საპატიოა .

მარკიზიო – 6.5 – მართალია ხშირად არ ჩანდა , თუმცა თუ ლაციოს პრობლემების ექმნებოდა ამაში მისი ხელიც ერია .

ასამოა – 5.5 – დიდი სამუშაო გასწია , მაგრამ მისი მცდელობები წინასწარვე იყო გაშიფრული .

კუალიარელა – 5 – დარტყმა რომელიც კარს ასცდა , ეს იყო ერთადერთი მისი მონაგარი ამ საღამოს .

მატრი ( 66 წუთიდან ) – 6 –  კარგი გადაცემა ჯიოვინკოზე  .

ბენდტნერი ( 84 წუთიდან ) – შეფასების გარეშე .

ჯიოვინკო – 6 – პირველ ნახევარში ორ სახიფათო ეპიზოდში მოქმედებდა , სამწუხაროდ შესვენების შემდეგ გაუჩინარდა .

ალესიო – შეფასების გარეშე

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
გიორგი ნეფარიძე

ბუფონი – შეფასების გარეშე – ამინდის პროგნოზს , რომ გასცნობოდა წინასწარ , სავარაუდოდ თბილ საბანს და ტრენოჟარს წაიღებდა მოედანზე გასვლისას . :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

dato_juventino
11 years ago

გუნდა ძან მაგრად ითამაშა და საშინლადარ გაგვიმართლააა ბრაოო ბიჭები ასე უნდა ჩავატაროთ ჩელსთანაც ყველა მონაკვეთში ბძოლობდნენ ყვაელამ კარგად ითამაშა :forza: :forza: :forza:

11 years ago

სებამ მაგრად ითამაშა.. უეჭველად იმსახურებდა ერთ გოლს. პოგბასაც არაუშავდა მაგრამ აშკარად გამოჩნდა რომ ასეთი დონის მატჩებში საპასუხისმგებლო პოზიციაზე ცოტა ადრეა მისი დაყენება..

juveboy-leo
11 years ago

juve 4 ever :forza:

გიორგი ნეფარიძე

ჯოვინკო კიდე ბევრს მოუმატებს კარგ ცენტრფორვარდათან, მზარდი გუნდი გვყავს 3 წელში იუვე უძლიერესი იქნება მხოლოდ ერთი კარგი ფორვარდი გვინდა ბენზო იგუაინი კავანი ჯეკო ამათგან რომელიმე

გიორგი ნეფარიძე

ყველა მატჩში ძითადად ანალოგიური შეფასებებია დაცვა ნახევარდაცვა უმაგრესი შეტევა 0, სასწრაფოდ გვჭირდება მაღალი დონის ფორვარდი კვალი კარგი ზამენა იქნება

juventino3969
11 years ago

ალესიოს ისევ კარერა ჯობდა რა. :forza:

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x