ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : ” გუნდს ძალუძს მომდევნო ეტაპზე ასპარეზობა ”

ბიანკონერის გენერალური დირექტორი იყო სტუმარი ტელეარხ Sky TG24 ზე , სადაც მან საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა , რომელიც რა თქმა უნდა მის კლუბს ეხება …

ურთიერთობა სხვა კლუბებთან …

” მილანსა ” და ” იუვენტუსს ” შორის ყოველთვის კარგი ურთიერთობა არსებობდა , თუმცა მოედანზე ბუნებრივია რომ თითოეული გამარჯვების მოსაპოვებლად ასპარეზობს . უნდა აღინიშნოს , რომ მოედნის გარეთ საერთო ხედვები გვაქვს გამარჯვების სტრატეგიასთან დაკავშირებით ” .

ვალდებულება სკუდეტოსთვის საბრძოლველად …

” გასულ სეზონში წარმატებას იმის ხარჯზე მივაღწიეთ , რომ არასოდეს ვნებდებოდით . ვაგრძელებთ იგივე პოზიტივით კურს და ვრჩებით გათამაშების ლიდერებად . პატივს ვცემთ თითოეულ მეტოქეს , თუმცა გამარჯვების მოპოვება გვსურს რადგან ეს ჩვენი მეორე სახელია ” .

” ნაპოლი ” კარგ ფორმაშია …

” ნაპოლი ბრწყინვალე გუნდია , რომელიც ყოველთვის არის მოწადინებული პრესპექტიული მოთამაშეების დასამატებლად . ყველაფერთან ერთად მათ სათავეში ისეთი მწვრთნელი უდგათ , რომელმაც კარგად იცის ის ფილოსოფია რაც ნეაპოლიტანელებს გააჩნიათ , რადგან უკვე მუშაობდა წლების წინ იქ . გუნდის დღევანდელი დონის და ისტორიის გათვალისწინებით , თავისუფლად უნდა მივიჩნიოთ ისინი  გამარჯვების პრედენტენტებად ” .

კონტე

ყველანი კონტესთან ვართ . არსებული სიტუაციის გამო მას ბევრი რამის გადატანა მოუხდა ბოლო პერიოდში , რომელიც სრულებითაც არ არის დაკავშირებული მის უშუალო პროფესიას . აბსურდულ სიტუაციაში აღმოჩნდა და სხვის გამო მოუხდა პასუხის გაცემა . ისეთ სასამართლო პროცესში იღებდა მონაწილეობას , სადაც ადვოკატებისგან რაიმე ხეირის ნახვა რთული იქნებოდა და იძულებული იყო აღიარებითი ჩვენება მიეცა ” .

” იუვენტუსში ” არსებული სიტუაცია

არანაირი პრობლემა მარკიზიოსა და ბონუჩის შორის არ არსებობს . კუალიარელა კი მხოლოდ მას შემდეგ დაჯარიმდა როდესაც მასთან წყნარ და მშვიდ გარემოში მოხერხდა დალაპარაკება . იგი ძალზედ იყო იმ ფაქტით გაღიზიანებული , რომ შეცვალეს რადგან მაქსიმალურად სურდა გუნდისთვის სარგებელი მოეტანა . ეს იყო ბრაზი , რომელიც მალევე გაქრა .

ყველაზე პროდუქტიული შეტევა

” გასულ სეზონსა და წლევანდელის ნახევარს თუ მივუმატებთ , ფაქტია , რომ ყველაზე პროდუქტიული შემტევი ხაზი გაგვაჩნია . მეტოქის კარში 94 ჯერ მოვახერხეთ გოლის გატანას და არასოდეს გვქონია რეალიზაციასთან პრობლემა . განსხვავებული სტილის ფორვარდები ირიცხებიან გუნდში , თუმცა მწვრთნელის ფილოსოფიიდან გამომდინარე , ბურთები მარტო ფორვარდებმა არ უნდა გაიტანონ . არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე უკანა ხაზის საიმედო თამაში . შარშანდელ სეზონში ყველაზე ცოტა ბურთი გვქონდა გაშვებული . ვიცით , რომ სრულყოფილებისკენ არის სწრაფვა აუცილებელი , თუმცა იანვარში არ მოგვეცემა სავარაუდოდ იმის საშუალება რომ პროდუქტიულად შევცვალეთ საერთო სურათი” .

ჩემპიონთა ლიგა

” ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის გამორჩეულ დაპირისპირებად რჩება . სურვილი ნათელია , გვსურს პლეი ოფში ასპარეზობა , თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია . დარწმუნებული ვარ , რომ გუნდი ჯეროვნად არის დაბალნსებული რათა მიაღწიოს ამ შედეგს ” .

 

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი  

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

16 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
11 years ago

სამსუუნგზე დადეთ რა დაასამოაზე :forza: :juvee:

juveboy-leo
11 years ago

:blin:

juveboy-leo
11 years ago

:forza:

giorgi sidiani
11 years ago

სამსუნგი რამდენს უხდის იუვეს მაგრად მაინტერესებს.ასამოას შვილი შეძენია:)

juveboy-leo
11 years ago

აფსუს ნორშელანთან განიავებული 2ქულა,ახლა 11 ქულით თავი ქუდში გვექნებოდა,მარა მაინც გავალთ :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

juveboy-leo
11 years ago

ისე პირველ კალათში უფრო ნიტო გუნდებია,მამენტ მეორეზე გასვლა ჯობია :lool:

juveboy-leo
11 years ago

“Порту” “ПСЖ”
“Шальке” “Арсенал”
“Малага” “Милан”
“Боруссия” Дортмунд” “Реал”
“Шахтер” “Ювентус”
“Бавария” “Валенсия”
“Барселона” “Селтик”
“Манчестер Юнайтед” “Галатасарай”
იუვე.სელტიკი და გალათასარაი/ეს სამი გუნდი დაემატება დანარჩენ 13ს

Juventino17
11 years ago

სათაფლიის ნაკრძალშია ეგ სურათი გადაღებული ხო?:mrgreen:

ლაშა ცხვარაძე

Iuventusi shaxtari rodisaa mitxarit ra kacurad ? :forza:

juveboy-leo
11 years ago

5 დეკემბერს 23:45 ზე :forza:

ლაშა ცხვარაძე
Reply to  juveboy-leo

სპასიბა ძმა :forza:

juveboy-leo
11 years ago

გაიხარე,ვანგრევთ შახტარს :juvee:

giorgi mchedlishvili
11 years ago

დაუკვირდით რეებს ‘ბაზრობს’ მაროტა შეტევის ხაზზე?მისი აზრით საუკეთესო შეტევა გვყავს,მომენტების რეალიზაციასთანაც არ გვაქვს პრობლემა და სავარაუდოდ არც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს იგეგმება ტოპ ფორვარდის მოყვანა.
აქედან გამომდინარე არავის დამატების იმედი არ უნდა გვქონდეს.

bacho kochlashvili
11 years ago

აუ დავაი რა არც იანვარში და სანამ ეს აქააა არასდროს წესიერი შევსება არ გვეღირსება

Di Francesco # 1
11 years ago

იგი ძალზედ იყო იმ ფაქტით გაღიზიანებული , რომ შეცვალეს რადგან მაქსიმალურად სურდა გუნდისთვის სარგებელი მოეტანა

giorgi macharashvili
11 years ago

ისე მაგრად ავირიეთ ჯერ მარკიზიო და ბონუჩიო მერე კვალია და ვუჩინიჩიო ასე არ გამოვე ჩემი აზრით. არაა სასიამოვნო

| Newsphere by AF themes.
16
0
Would love your thoughts, please comment.x