ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯირაუდოს 20 თვიანი პატიმრობა მიესაჯა

ნეაპოლიტანურმა სააპელაციო სასამართლომ ბიანკონერის ყოფილ გენერალურ დირექტორს , ანტონიო ჯირაუდოს 1 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა . პირველი ინსტაციის სასამართლომ სამ წელი მიუსაჯა , თავის მხრივ პროკურატურა 4 წელს ითხოვდა , რადგან თვლიდა , რომ ჯირაუდო მოჯისთან ერთად მონაწილეობდა გარიგებულ მატჩებში და უფრო მეტიც მათი უშუალო მმართველობით შეიქმნა ის ჯგუფი , რომელიც ეფექტურად ახორციელებდა საკუთარ საქმიანობას წლების მანძილზე . თუმცა , ჯირაუდო რეალურად მხოლოდ ერთი მატჩის გამო : ” იუვენტუსი ” 2-1 ” უდინეზეს ” შეხვედრისთვის დაისაჯა . დანარჩენი მასალები კი რაც პროკურატურამ წარუდგინა სასამართლოს , არ იქნა განხილული . გენერალური პროკურორის თანაშემწის , კარმინე ესპოზიტოს განცხადებით : ” სასამართლომ დაადგინა ჯირაუდოს დანაშაული მხოლოდ ერთ მატჩში ” . ჯირაუდოს ადვოკატები კი ფრიად უკმაყოფილონი დარჩნენ გამოტანილი ვერდიქტის გამო .

წყარო : La Stampa

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x