ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პაველ ნედვედის და ნილ ლენონის კომენტარები წილისყრის შემდეგ …

ნიონში გამართული წილისყრის შემდეგ , პაველ ნედვედმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და შემდეგი კომენტარი გააკეთა : ” ” სელტიკი ” ბუნებრივია იმ კლუბთა რიცხვშია , რომლებიც იმსახურებენ პატივისცემას . მათ წინააღმდეგ მომეცა ასპარეზობის საშუალება და ვიცი თუ რას წარმოადგენენ . არ დაგვავიწყდეს , რომ მხოლოდ შოტლანდიელებმა შესძლეს წლევანდელ სეზონში ” ბარსელონას ” დამარცხება . ბუნერივია ჩვენს რიგებში ირიცხებიან ფეხბურთელები , რომელთაც არა აქვს ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე ასპარეზობის გამოცდილება , თუმცა თამაშიდან თამაშამდე მათი რწმენა საკუთარ თავში იზრდება , ასე რომ უმჯობესია თუ დროს მივცეთ იმისთვის , რომ გაცილებით ოპტიმალური შედეგები აჩვენონ ევროპაში . ” სელტიკის ” მოთამაშეებზე კი რა შემიძლია ვთქვა , ისინი მაღალი დონის პროფესიონალები არიან და იმსახურებენ პატივისცემას . გამოცდილებაც სათანადო დონეზე აქვთ და ერთი სიტყვით საკმაოდ მძიმე ბრძოლა გველის ”  .

BBC – ს კი ინტერვიუ თავის მხრივ ” სელტიკის ” თავკაცმა ნილ ლენონმა მისცა : ” წილისყრამ ნამდვილად არა სასიამოვნო სიურპრიზი შემოგვთავაზა . მაგრამ ამაზე ნერვიულობას არ ვაპირებთ და მივიღებთ იმ რეალობას რაც არის . ბიანკონერის რიგებში მსოფლიო დონის შემსრულებლები ირიცხებიან . მიუხედავად ყველაფრისა , დარწმუნებულნი ვართ საკუთარ ძალებში . არავინ იცის , რამდენიმე თვეში თუ როგორ ფორმაში იქნება ერთი ან მეორე კლუბი ” .

 

წყარო : tuttojuve.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Samtrediel90
11 years ago

ვიცი რო გლაზგოში არ გვექნება იოლი ტამაში მარა საერთო ჯამში ვიძახი,იმენაა გავაფარჩაკოთ უნდა,ამაზე ადვილ მეტოქეს ვერც ვინატრებდი….
ყველაზე სუსტი გუნდია,სად ამათი გაიქეცი ჩააწოდე ხე ფეხბურთელები და სად თუნდაც პორტუს ტექნიკურები,კაით რაა,გააავხეეევთ

d a v i d
11 years ago
Reply to  Samtrediel90

საერთო ჯამში თავისტავად უნდა გავძუყნოთ ესენი, მარა მე ვამბობ გაზგოში თამაშია ძნელი… ნეტა სელტიკის მერე სავარაუდო მეტოქე ვინ იქნება? :forza:

Samtrediel90
11 years ago
Reply to  d a v i d

სელტიკის მერე
შალკე-გალათასარაი
შახტარი-დორტმუნდი
პორტუ-მალაგა
ამ სამი წყვილიდან რო შეგვხვდეს ვინმე იფ იფ… ნახევარფინალსაც გამოვკრავთ ხელს თითქმის ზედმეტი დაძაბვის გარეშე,სხვებთან ცოტა გაგვიჭირდება

Samtrediel90
11 years ago

ამათთან თუ გაგვიჭირდა საერთოდ რაზე გაქვთ პრეტენზია და რა გვინდა ლიგაზე,ყველაზე ადვილი მეტოქეა
აბა ვისთან არ გავიჭირდებოდა? გალასთან?? გალას თუ გგონიათ რო სელტიკზე ნაკლები ფანობა ყავთ ზაან ცდებით,+ მაგარი იგროკებიც ყავთ
და სხვები ხო საერთოდ მაგარი გუნდები იყვნენ

d a v i d
11 years ago
Reply to  Samtrediel90

ძმა გლაზგოში ვინც ითამაშა ყველამ აღნიშნა რო ძნელია სელტიკის დამარცხებაო და თუ შენ იოლ გასეირნებას ელი რიავიცი რიავიცი, მარა იმაში გეთანხმები რომ იუვემ უნდა გადალახოს ეს ბარიერი თუ რამის თქმა უნდა ევროპაში, რაშიც მე და შენც დიდი იმედით ვართ განწყობილი და ყველა იუვენტინო :forza: :forza: :forza:

11 years ago

ნედვედი მოკრძალებულად და პატივისცემით საუბრობს სელტიკზე..
შიტლანდიაშიუ მართლა დიდი ბრძოლის გადატანა მოგვიწევს, მაგრამ ჩვენთან რომ ჩამოვლენ კატაკლიზმები უნდა დავატეხოთ თავზე : DDD

valeri tokhadze
11 years ago

გაგვიჭირდება ჩემი აზრით ამათან მაგრამ გავალთ

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x