მპასინკატუ : ” ” იუვენტუსი ” მზად არის ახალი ჰიტის განსახორციელებლად ”
მალუ მპასინკატუ – პოპულარული ჟურნალისტი ამავე დროს სპორტული დირექტორი , გახლდათ სტუმარი “Calciomercato Speciale 2012” Sportitalia – ზე , სადაც ბიანკონერის მხრიდან შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა : ” ასამოაზე არანაირი ზედმეტი კითხვა არ გამჩენია . როდესაც ის ისლასთან ერთად ჩაირიცხა კლუბში , მასმედიაში გაცილებით მეტს მაურისიოზე საუბრობდნენ და არა კვადვოზე . ჩილელს ჯერ კიდევ არ უჩვენებია არაფერი გამორჩეული , რომელიც მისი უკანასკნელი ტრავმის გამოა გამოწვეული . მეორეს მხრივ ასამოამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და ასპარეზობს გენიალურად , არ დაგვავიწყდეს ამასთანავე რომ განსხვავებულ პოზიციაზე . უდინეში ცენტრალური ნახევარმცველის ადგილი ეკავა , მაშინ როდესაც კონტეს ტაქტიკაში მარცხენა ფლანგს ამაგრებს . პოგბა კი ის მოთამაშეა , რომელსაც თვალი მაროტამ და პარატიჩიმ დაადგეს . ვფიქრობ , იუვე უკვე მზად არის კიდევ ერთი ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად 0 მილიონ ევროდ . ეს გახლავთ ” ტულუზას ” ნახევარმცველი მუსა სისოკო , რომელიც დარწმუნებული ვარ მაროტა/პარატიჩის დუეტის მორიგი ჰიტი გახდება სატრანსფერო ბაზარზე . ტურინელები დღეისათვის არა ჩვეულებრივად მიიწევენ წინ , მათ ყველანაირი პრობლემა უკან ჩამოიტოვეს და დიდებულად ასპარეზობენ “ .
წყარო : Tuttojuve
eseni ris myidvelebi ariaan :S peluzoebit bevrs movigebt bln
ამის გვარს რა დაიმახსოვრებს და მერე გოლს რო გაიტანს რანაირად უნდა ვთქვა )))))))))))))
სისოკოა გვარად
23 წლისაა ჯერ კაცი და მგელია უნდა აიყვანონ
ეს უფასოდ იმენა გიჟია მაგრამ თავდასხმას მიხედე მაროტა თავსასხმას დოს სანტოსი იყიდე რა გახდა რა
ეს მართლა ძლიერი ნახევარმცველია თან ახალგაზრდაა და იმედია იყიდიან