პელუზო : ” ბედნიერი ვარ ”
Tuttosport – ის ინფორმაციით , ფედერიკო პელუზო ტურინის ” იუვენტუსსთან ” 2017 წლამდე გააფორმებს ხელშეკრულებას , ეს კი იმას ნიშნავს , რომ ზაფხულში ტურინელებმა აუცილებლად უნდა გამოისყიდონ იგი სრულად ბერგამოს ” ატალანტადან ” : ” ბედნიერი ვარ რადგან ” იუვენტუსი ” – ეს მართლაც რომ ბრწყინვალე შანსია ჩემს კარიერაში . თუმცა , ბერგამოდან აბარგების საკითხი ნამდვილად მწყვიტავს გულს , რადგან აქ თავს ისე ვგრძნობდი , როგორც საკუთარ სახლში . დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ” ატალანტას ” , რაც მან ამ დროის განმავლობაში გააკეთა ჩემთვის “ . პელუზოში არა ერთ სპეციალისტს , მისი უნივერსალიზმი მოსწონს . მარცხნივ სამ მცველიან ტაქტიკაში , ოთხ კაციან დაცვით სქემაში ცენტრალური მცველის პოზიციაზე და მარცხნივაც . შეუძლია მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაც დაიკავოს .
წყარო : Tuttojuve
:shock:აბა შენ იცი ) იმედი მაქვს ფორმაშია)
წარმატებები, ფედ !
რახან კონტეს უნდოდა ეს ტრანსფერი ესეგი ხედავს ამ ბიჭში რაგაც ისეთს წარმატებები პელუზოო იტალიელიაა და პატივისცემას იმსახურებს სუ რო ვერ გამართლოს

geნაცვალეთ იუვენტინებო და ჩემო მეგობრებო პირველ რიგში გილოცავთ შობა ახალ წელს სიხარულის, სიყვარულის მატების მრაველიბს და ყველაფერის საუკეთესოს მომტანი ყოფილიყოს ეს წელი ჩემო მეგობრებო თქვენთვის!!!
პ.ს რაც შეეხება ამ მცველს წარმატებებს ვუსურვებ იუვეს მაისურით!!!

გაიხარე დავითააა შენც ასევე ბრატ მრავალს დაესწარი ბრატან

წარმატებები და კარგი შედეგების დადება