ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანიელი : ” ძნელია ადამიანებს სიმშვიდისკენ მოუწოდო ამის შემდეგ ”

ანდრეა ანიელი სრულებით იზიარებს ანტონიო კონტეს და ჯუზეპე მაროტას პოზიციას და მიიჩნევს , რომ სამსაჯო კორპუსმა აღარ უნდა დანიშნოს იუვეს მატჩებზე ნეაპოლიტანელი არბიტრი : ” გუნდმა მნიშვნელოვანი მატჩები გამართა და ჩვენს შემადგენლობაში არა ერთი გმირი ირიცხება , რომლებიც ცხოვრობენ ფეხბურთით . ძნელია მოთხოვა მათ მოიქცნენ როგორც ინგლისელი ლორდები და ეს მაშინ როდესაც ასეთ სულელურ გადაწყვეტილებებს იღებენ . საფეხბურთო სამყაროში ყოველთვის იარსებებს საპასუხო რეაქცია . მაროტას განცხადება არ გასცდენია ჩარჩოებს და დარწმუნებული ვარ საჭირო ხალხი ამას ზუსტად გაიგებს . ექნება თუ არა უახლოეს პერიოდში რაიმე შედეგი ამ ყოველივეს ? ამას მალე შევიტყობთ . მაშინვე ავღნიშნე , რომ წინ უნდა გაგვეგრძელებინა მოძრაობა და თუ ვინ იყო მართალი მომავალში გავიგებთ . კარგად გვესმის , რომ წარმატების შენარჩუნება უფრო რთულია ვიდრე მიაღწიო ამას პირველად . კლუბები , რომლებიც ჩვენს უკან იმყოფებიან , სერიოზული ამბიციები გააჩნიათ , იგივე ” ნაპოლი ” , რომელიც რეალურად არის დღეისათვის სკუდეტოს პრეტენდენტი . მათ შემადგენლობაში არა ერთი მაღალი დონის შემსრულებელი ირიცხება ” .

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Juventino17
11 years ago

აუუუუუუუუუ, დროგბა გალათასარაიში გადადის!!!!

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x