ალესიო : ” მეტოქეს არანაირი შანსი არ მივეცით ”
” კიევომ მხოლოდ ერთი დარტყმა განახორციელა და გაიტანა , თუმცა საერთო ჯამში შეხვედრას ჩვენ ვაკონტროლებდით . მეორე ტაიმის საწყისი 10 წუთი ცუდ ტემპში დავიწყეთ , მაგრამ შემდგომ მეტოქეს ყველანაირი მანევრის საშუალება შევუზღუდეთ . ერთი სიტყვით , ვაკონტროლებდით მატჩის სადავეებს და მივაღწიეთ კიდევაც სასურველ შედეგს . გატანილი გოლები გახდა , მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი , რომელსაც ყოველდღიურად ვაკეთებთ . ფეხბურთელები ხშირად რჩებიან წვრთნების შემდეგ და კარში დარტყმას ხვეწავენ . დღეს კი ორმა მათგანმა ბოძებული შანსი მაქსიმალურად გამოიყენა . ყოველთვის საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაჩვენებდით . რამდენიმე მატჩი არ დასრულდა სასურველი შედეგით , მაგრამ ყოველ მათგანში საკუთარ რიტმს ვანახებდით . ნეაპოლიტანელები საოცარ ფორმაში შევიდნენ და ამასთანავე სერიოზული შევსება მიიღეს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში , მაგრამ ჩვენის მხრივ ვაგრძელებთ შრომას და დარწმუნებულნი ვართ საკუთარ ძალებში “ – განაცხადა ანტონიო კონტეს თანაშემწემ ანჟელო ალესიომ .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
მიყვარს ეს კაცი

ეტყობა ჯოვინკო ზარმაცობს და არ რჩება წვრთნების შემდეგ კარში დარტყმებზე სავარჯიშოდ
ალესიოო მთავარ მწვრთნელად !!!