ბონუჩი : ” კონტე არსად არ წავა ”
ბიანკონერის ცენტრალური მცველი ლეონარდო ბონუჩი დარწმუნებულია , რომ ანტონიო კონტე არასოდეს გაცვლის ” იუვენტუსს ” სხვა ევროპულ გრანდში : ” ის ნამდვილი იუვენტინოა და არა ერთხელ უთქვამს , რომ რაც შეიძლება დიდხანს სურს აქ დარჩენა . იდენტური სურვილი გამაჩნია მეც , აქ თავს უბედნიერეს ადამიანად მივიჩნევ . ” იუვენტუსში ” ასპარეზობა არის ყველაზე საოცარი რამ რაც კი შეიძლებოდა ჩემს ცხოვრებაში რომ მომხდარიყო და დიახ , სწორედ აქ მსურს კარიერის დასრულება . მეტზე უბრალოდ ვერც გავბედავ რომ ვიოცნებო , რადგან ასეთ კლუბში ვირიცხები . ვისთან ვისურვებდი 1/4 ფინალში ასპარეზობას ? ეს ის ეტაპია სადაც ყველა თანასწორია , თუმცა რომ გადავხედოთ გალათასარაის , შალკეს , მალაგას და პორტოს , შესაძლოა მათზე ძლიერებიც აღმოვაჩინოთ , მაგრამ ამ ყოველივემ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს არავინ . არცერთი ზემოთჩამოთვლილი კლუბი არაფერს არ დათმობს ” .
წყარო : Football-Italia, Calcionews24
სად რანოკია და სად ლეო, არადა ერთი პერიოდი მაგარი ჩავარდნა ჰქონდა )) მოკლედ კონტემ გამოაცოცხლა ეს ფეხბურთელი, ნამდვილი იუვენტინოა..
ყველაზე ტეხნიკური მცველია ევროპაში და კონტე ნაღდად არ წავა იუვედან
ამას ბევრი შეცდომები აქ დაშვებული მარა ეხლა ძაან მაგარი გახდა !
არა უშავს შეცდომებზე სწავლობენ :) აგერ პელუზო თავიდან იყო კატასტროფა ეხლა ძალიან კარგად თამაშობს
ბონუჩი ძაან მაგარი მცველი გახდა და კიდევ მოუმატებს, ისე აზრზე ხართ ძაფხულში კინაღამ ბრუნო ალვესში გაცვალაეს.
რანოკიაზე უფრო დიდ იმედებს ამყარებდნენ ვიდრე ლეოზე.. მაგრამ ჩვენმა ფალავანმა გაიბრწყინა, ინტერისამ მოზგანა : DDD