შვაინშტაიგერი : “იუვენტუსი”? მათთან თამაში ყოველთვის რთულია”
ტურინის “იუვენტუსთან” მატჩამდე “ბაიერნის” ნახევარმცველი, გერმანელი ბასტიან შვაინშტაიგერი მომავალ მეტოქეზე საუბრობს. “იუვენტუსი” და “ბაიერნი” ერთმანეთს “ჩემპიონთა ლიგის” 1/4 ფინალებში დაუპირისპირდებიან. “იუვენტუსი” იდეალური კლუბია, მათთან თამაში ყოველთვის რთულია. ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით ისინი იდეალურად დაბრუნდნენ ევროტურნირებზე. ტურინელებს ჰყავთ ფიზიკური, სწრაფი, ტექნიკური, ინდივიდუალური ფეხბურთელები. უბრალოდ შეიძლება ითქვას, რომ მათ ანდრეა პირლო ჰყავთ, ის ჩემი კუმირია. პირლოს შეუძლია ნებისმიერი გუნდი წინ წაწიოს თავისი გადაცემებით, ტექნიკით, დარტყმით და სხვა.” – აცხადებს მიუნჰენელთა გერმანელი ნახევარმცველი.
წყარო : მიუნჰენის “ბაიერნის” ოფიციალური “იუთუბის” არხი
როგორც ფეხბურთელი და პიროვნრბა მართლა მაგარი კაცია!
შვაინა პატივისცემას იმსახურებს მაგარი კაცია
იასნაააა