მარკიზიო: ” არანაირი შიში “
ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი, კლაუდიო მარკიზიო, კარგად აანალიზებს მიუნხენის “ბაიერნის” სიძლიერეს, რომელიც იტალიის მოქმედ ჩემპიონს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დაუპირისპირდება, თუმცა აღნიშნავს, რომ გუნდს არანაირი შიშის ფაქტორი არ აქვს და “იუვე” ეცდება საკუთარი სიძლიერე ბოლომდე გამოიყენოს:” “ბაიერნი” “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალთან” ერთად ევროპაში უძლიერესი კლუბია, თუმცა, ჩვენ ჩვენი მხრივ ვცდით საკუთარ თავს ჩემპიონთა ლიგაზე და ამავე დროს ვიღებთ დიდ სიამოვნებას. ჯგუფური ეტაპი დამაჯერებლად მოვიგეთ და ვეცდებით “ბაიერნთან” რაც შეიძლება კარგი თამაში ვაჩვენოთ. მათი სიძლიერის შესახებ კარგად მოგვეხსენება, მაგრამ “იუვენტუსი” გერმანიაში შიშის გარეშე ჩავა.” – აცხადებს მარკიზიო.
წყარო: Football-Italia
იუვენტუსი თუკი გავა ყველას გაგვიხარდება მარა სხვა გუნდის გინება რა შუაშია? რატო უნდა ვაგინოთ სხვა გუნდს ვერ გამიგია.
ვიდალი გაუტანს ბავარიას უეჭველი და კლაუდიომაც მინდა შეუგდოს ფორცაა იუვეეეე

მაგრად ველი იუვეე იუვენტუს

მაგარი თამაშია გრანდე იტალიანე გრანდე იუვენტუ დახოცავენ ერთმანეთს
Forza Juve ! Forza Bianconero !
ბაიერნ მოემზადე, მოვდივართ

წინ იუვე!
