ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

საკი : ” ხელები შორს კონტესგან ”

ლეგენდარული არიკო საკი ანტონიო კონტეს უჭერს მხარს და საკმაოდ მკვეთრად გამოხატავს საკუთარ პოზიციას იმ ადამიანების მიმართ , რომლებიც ნეგატიურად არიან განწყობილნი იტალიის 30 გზის ჩემპიონის მთავარი მწვრთნელის მიმართ … : ” იუვენტუსი ლიდერობს სერია ა-ში და მაღლა აწეული თავით ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში . მისი ფეხბურთით ყველა მოხიბლულია და ქება დიდებას არ იშურებენ ანტონიო კონტეს მიმართ . ბიანკონერის მატჩებს მარტო გუნდის ტიფოზერია არ უყურებს და აქედან გამომდინარე საინტერესოა ამხელა აგრესია რატომ ხორციელდება მათ მიმართ … ისინი ხომ იტალიის ღირსებას მარტონი იცავენ ? …

” ერთხელ ენცო ფერარიმ თქვა , რომ იტალიელები ყველაფერს გაპატიებენ წარმატების გარდა . საინტერესოა როდის შეიცვლება ეს კულტურა ჩვენში , როდესაც არ ვიქნებით დაბოღმილნი და გაბრაზებულები ერთმანეთზე მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცას გაუმართლა და წარმატებას მიაღწია ? როდის წავალთ სტადიონზე არა შერაწყოფის მისაყენებლად არამედ სიამოვნების მისაღებად ? რატომ ვესხმით თავს ადამიანს , რომელიც საკუთარ გულშემატკივართან ერთად ზეიმობდა გამარჯვებას ? ეს ხომ ამაზრზენი საქციელია ? “

” სწორედ ანტონიოა დღევანდელი ” იუვენტუსის ” სულის ჩამდგმელი : გუნდისა რომელიც გეომეტრიული პროგრესით მიიწევს წინ , თამაშობს ეფექტურ და აგრესიულ ფეხბურთს . ისინი ყველა ჩვენთაგანში არსებულ სტერეოტიპს ანგრევენ : იტანენ ბევრ გოლს და იგებენ ჩემპიონატს ! ამასთან ერთად მათ რიგებში გამოკვეთილი ბომბარდირი არ ასპარეზობს . ტურინელები დომინირებენ მოედანზე ისე , რომ ტოპ ფეხბურთელს არ ყიდულობენ . გუნდის თამაში მთლიანად არის გამოგონებული ანტონიოს მიერ , რომელიც ბრწყინვალედ იყენებს საკუთარი შეგირდის თითოეულ მახასიათებელს . კონტეს ძალუძს სრულებით შეცვალოს საუკეთესო მხრივ ფეხბურთელი და ამასთან ერთად ეფექტური გახადოს გუნდის თამაში : ეს ეხებათ ჯიაკერინისაც , ასამოასაც , პირლოსაც და სხვებსაც … რომლებიც ყველაფერს დებენ მოედანზე საერთო მიზნისთვის , რომ გუნდის თამაში იყოს მრავალფეროვანი და ლამაზი . ეს ყოველივე კი ერთი ადამიანის , ანტონიო კონტეს დამსახურებაა , რომელიც მილიმეტრული სიზუსტით იყენებს რეზერვს , იცის რა თუ როგორ უნდა მიიღოს ფეხბურთელისგან მაქსიმუმი კონკრეტულ ეპიზოდში … მაღალი დონის ფეხბურთელებისგან , რომლებიც გამოირჩევიან პროფესიონალურობით , ადამიანურობით და ეთიკურობით . კონტეს განკარგულებაში მსოფლიო სახელები არ არიან , მაგრამ არიან განსხვავებული სტილის და საფეხბურთო აზროვნების მქონე მოთამაშეები . ყველაზე დიდი კრიტიკები აღიარებენ – გამდებაობას , სულისკვეთებას , ენერგიას , საჭირო კომპონენტებს , რომლებიც არ ეყოფა იმის ასახნელად თუ როგორი ჰარმონიული და ერთიანი ატმოსფეროა ” იუვენტუსში ” . ასევე ძნელი იქნება ყველა იმ თვისების ჩამოთვლა რაც ახალგაზრდა სპეციალისტს გააჩნია . ანტონიოს მარტო სულისკვეთება , ენთუაზიზმი და საუკეთესოს მიღწევის სურვილი და მახასიათებელი არ გააჩნია , მას კარგი ინტუიციაც აქვს და ტალანტიც , რაც მხოლოდ გამორჩეულებს აქვთ . ეს გუნდი ორკესტრი რომ იყოს ალბათ როკ მუსიკიდან დაწყებული სიმფონიით დამთავრებული ყველაფერს შეასრულებდა . ფეხბურთელების მოქმედება მოედანზე ისეთი შეხმატკბილებულია , რომ ერთი სიამოვნებაა მათი ცქერა . მათ მარტო გუნდური სულისკვეთება არ გააჩნიათ , ეს უფრო მეტი ცოდნაა რაც მათ ანტონიომ გადასცა . მასწავლებლის დიდი ნიჭი გააჩნია – ვფიქრობ , ის იმსახურებს პატივისცემას ყოველი იმ ადამიანისგან , რომელსაც რეალურად უყვარს ფეხბურთი ” .

წყარო : Gazzetta

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

12 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
alexandre intskirveli
11 years ago

სუპერმენი ხარ ბრატ გაიხარე

valeri tokhadze
11 years ago

ეს ყველგან როგორ არის

d a v i d
11 years ago

:up:

dato_juventino
11 years ago

:mda: ვა საღოლ საკი არ მეგონა ასე თუ ილაპარაკებდა იუვეზე და კონტეზე ტიპი სისხლი და ხორცით მილანელოა.

david david
11 years ago
Reply to  dato_juventino

კი მილანელოა მარა გავიხსენოთ რა ხალხი თამაშობდა ამის მილანში, იმენა სპორცმენები რომლებიც აფასებდნენ ყველა მოწინააღმდეგეს, ამას კაცები ყავდა გუნდში, ისეთივეები როგორიც ვითინ არის და რომ ხედავს რა ხდება პროტესტის ნიშანი უჩნდება

snuff-juve
11 years ago

:up: :up:

levani gordadze
11 years ago

კარგი სტატიაა :forza:

Nodari gogaladze
11 years ago

ეგრე რა, ერთი საღად მოაზროვნე კაცი ძლივს არ გამოჩნდა :up: :juventus:

11 years ago

ყოჩაღ არიგო საკი :juventus:

და

რა თქმა უნდა ყოჩაღ დათკა :up:

FeNoMeNo-9
11 years ago

ეპოქალური გუნდის დიადი მწვრთნელი იყო და არამგონია ამაზე უკეთ პიოლის ან რომელიმე იტალიელ სპეციალისტს ფებბურთი ესმოდეთ. ხედავს არიგო თუ რა გზით მიყავს კონტეს იუვენტუსი და ამას ღიადაც აფიქსირებს! “ერთხელ ენცო ფერარიმ თქვა , რომ იტალიელები ყველაფერს გაპატიებენ წარმატების გარდა” აი აიი ცვეტში ეგრეა რა. ზუსტად ამ თემაზე მქონდა ერთერთ სტატიაზე საუბარი 1იუვესთან. :)

ალეკო კოკაია

:up: :up: :up: ქება და დიდება საკის :forza: :forza: :forza:

zaza kvashilava
11 years ago

სღ. კარგი სტატიაა :davliot:

| Newsphere by AF themes.
12
0
Would love your thoughts, please comment.x