მატრი : ” გოლი ანელკამ მიწინასწარმეტყველა ”
მთელი კვირის განმავლობაში იტალიური მასმედიის საშუალებები მხოლოდ და მხოლოდ ” ბაიერნთან ” მოახლოებულ დაპირისპირებაზე საუბრობდნენ , რამაც როგორც ჩანს დადებითად იმოქმედა კონტეზე და მის შეგირდებზე . როგორც ხედავთ ფეხბურთელები და მწვრთნელიც პირველ რიგში , სიმართლეს ამბობდნენ , როდესაც ნერიაძურისთან დაგეგმილ შეხვედრაზე სრულ კონცენტრაციას უსვავდნენ ხაზს . ამას სან სიროზე გატანილი მეორე ბურთის ავტორიც აცხადებდა : ” მნიშვნელოვანი შეხვედრა , რომელიც პირველივე წუთებიდან მაღალ ტემპში მიმდინარეობდა . გოლი ? ის მე ანელკამ მიწინასწარმეტყველა . სამი მნიშვნელოვანი ქულა ავიღეთ და უკვე ამ წამიდან ვფიქრობთ ” ბაიერნზე ” . მენტალიტეტის გათვალისწინებით , ბოლომდე დარწმუნებულები ვერ ვიქნებით ვერაფერში , ამიტომ თითოეულ მატჩზე ისე გამოვალთ თითქოს ის უკანასკნელი იყოს . ვფიქრობ , საკმაო ძალები დავხარჯეთ დღეს და გერმანიაში გაფრენამდე სრულად უნდა აღვიდგინოთ იგი . ხვალ მცირე მოთელვები გვექნება და უკვე ორშაბათიდან დავიწყებთ აქტიურ მომზადებას ” ბაიერნთან ” დაპირისპირებისთვის ” .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
ანელკამ ახალი პროფესია აითვისა?

არ გირს მგონი ფორვარდებში ბევრი ფულის გადაყრა ანელკას მაგიერ 1 ფორვარდი მოიყვანონ ახალგაზრდა პრიმავერადან და ლორენტემაც ერთი 8 გოლითაც რომ დაგვეხმაროს გაისად და ბიჩებმაც ეს შედეგი რომ გაიმეორონ ეგარი
ეს ანელკა კაკულიას რა არი ორივე ფორვარდს რო უწინასწარმეტყველა

წინა ხაზში არავის დამატება არ არის საჭირო რაა მაგრად თამაშობს ყველა
მიდით ყველამ შეყარეთ გოლები და ლორენტეც გვეყოფა ტოპ ფორვარდათ
მინხენში დღეს მიდიან თუ ხვალ? წესით დღეს უნდა წავიდნენ
მიტრამაც დაიწყო რააა გოლების ყრა უკვე კარგია ეს უკვე ყველას გაააქ გოლი წინა ხაზში რაა