კონტე : ” ” იუვენტუსი ” სხვა ფეხბურთს ითამაშებს ”
ანტონიო კონტე არწმუნებს ყველას იმაში , რომ : ” ” იუვენტუსი ” სრულიად სხვა ფეხბურთს ითამაშებს , ვიდრე ეს მიუნჰენში იყო “ . უკვე დღეს საღამოს გუნდები ერთმანეთის წინაშე წარსდგებიან და გაარკვევენ საბოლოოდ , თუ რომელი მათგანი იასპარეზებს ნახევარფინალში …
” სერიოზული კლუბი გვიპირსპირდება , თუმცა მოწყურებულნი ვართ გამარჯვებებს და სრულებით მშვიდად მოვემზადებით შეხვედრისთვის . დარწმუნებული ვარ , სრულიად სხვა ფეხბურთს ვითამაშებთ , ვიდრე პირველ მატჩში . ბაიერნზე კიდევ რაიმე ახალი ნამდვილად არ შეგვიტყია , უბრალოდ რეალურად დავრწმუნდით თუ რამდენად სწრაფი კოლექტივი ჰყავს ჰაინკეს . მთელი ამ წლების მანძილზე ისინი შრომობდნენ , რომ გამდარიყვნენ ასეთი კონკურენტუნარიანები . უკანასკნელი სამი წლის მანძილზე , გერმანელებმა ორჯერ იასპარეზეს ლიგის ფინალში , ხოლო მათი მოთამაშეები უმაღლეს დონეზე ასარეზობენ როგორც კლუბში , ასევე ეროვნულ ნაკრებებში ” .
” რამდენიმე რთული სეზონის შემდეგ , ჩვენი გზა სულ ცოტახნის წინ დაიწყო . თვალში საცემია , რომ ჯერ ჯერობით ერთი თავით მაღლა არიან , რადგან მათი პროექტი გაცილებით ადრე დაიწყო ვიდრე ჩვენი . რამდენიმე მიზეზის გამო აუცილებელი იყო რეკონსტრუქციის ჩატარება . ” ბაიერნი ” ცათამბჯენია , მაშინ როცა ჩვენ სამშენებლო მოედანი ვართ ” .
” მიუხედავად ამისა არ ვთვლი , რომ ჩვენს შორის ასეთი დიდი სხვაობაა , როგორც ეს პირველმა მატჩმა დაანახა საზოგადოებას . შეშფოთებულნი ვართ , მაგრამ გვსურს სხვა ფეხბურთის დემონსტრირება . ჩემს მოთამაშეებს იმის ჩვენება სურთ , რისი გაკეთებაც გერმანიაში ვერ მოახერხეს . შევხედოთ რა იქნება ” .
2006 წელს გუნდი დაუმსახურებლად გააძევეს სერია ბ-ში , რის გამოც კლუბს წამყვანი მოთამაშეების გაყიდვა მოუხდა . შემდგომ პერიოდში კი ბიანკონერიმ ზედიზედ ორი სეზონი მეშვიდე პოზიციაზე დაასრულა …
” მშვენიერია კვლავინდებურად ასეთი რანგის დაპირისპირებებში მონაწილეობის მიღება . ენთუზიაზმი ამით კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს , რომელიც გულშემატკივრებმა ისედაც პიკზე აიყვანეს . ჩვენთვისაც და ტიფოზერიისთვისაც ეს იქნება უდიდესი დღესასწაული . ისინი კვლავინდებურად იგრძნობენ იმ ატმოსფეროს , რაც ასე აკლდათ . პრობლემები მაშინ შეგვექმნება , თუ რომელიმეს ეს დაავიწყდა . რამდენიმე წყაროდან მოვისმინე , რომ ეს უსაშინლესი მატჩი იყო , უკანასკნელი რამდენიმე წლიდან . რომელ წლებზეა საუბარი ? საქმეს მხოლოდ 18 თვის წინ მოვკიდეთ ხელი . ადამიანებს ყველაფერი ადვილი ჰგონიათ შორიდან , საქმეში კი ამის მიღწევა არცთუ ისე იოლია . ორი სამი წლის წინ საერთოდ არც კი ვმონაწილეობდით ევროპულ ასპარეზზე ” .
” ისევე უნდა ვითამაშოთ , როგორც პირველ შეხვედრაში ” ბაიერნმა ” , შევინარჩუნოთ კოცნეტრაცია და საფეხბურთო აგრესია . უნდა დავწიოთ ხელის მუხრუჭი , რომელმაც მიუნჰენში ხელი შეგვიშალა . მოედანზე იმისთვის უნდა გავიდეთ , როგორც ” იუვენტუსმა ” ისე ვიასპარეზოთ ” .
” რაც შეეხება შემთხვევითობას , იმედი მაქვს იღბალი ჩვენს მხარეს იქნება . ყურადღებას თამაშგარედან გატანილ ბურთზე ვაკეთებ და რიბერის არ გაძევებაზე . მადლობა მინდა გადავუხადო ჰაინკეს ჩვენი მისამართით გამოთქმული თბილი სიტყვებისთვის . იმედი მაქვს თამაშის მერე ის იტყვის : ხომ ვამბობდი ! ” .
კონტემ ხუმრობით ” წამოარტყა ” ხელი ვუჩინიჩს , რომელმაც პესკარასთან შეხვედრაში დუბლის გაფორმება მოახერხა …
” მას უნდა სჯეროდეს საკუთარი თავის . ჩერგნოგორიელი იმ ტიპის ფორვარდია , რომელსაც ძალუძს სეზონში 20 გოლის გატანა . ყოველი მათგანი გვესაჭიროება , რადგან სწორედ ასე მიიღწევა ინდივიდუალური ოსტატობის მაქსიმუმი ” .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
Schweinsteiger ბაიერნის ფანი სხვას რას იტყვი. ერთი რამ მაინტერესებს უკეთეს ფორმაში არის კი წელს ბაიერნი მაგრამ გაცილებით ძლიერი რის მიხედვითაა>? ორივე რო სხვადასხვა ადგილას იყოს კიდე ხო მაგრამ ორივე ჩემპიონი გახდა იუვენტუსი ვაფშე წუგებლად და ძალიან გთხპბ ეხლა რაც არ უნდა ცუდ ფორმაში იყოს იტალია აინტრახტი შტუტგჰარდებათ გამხდარ ჩემპიონობას სერია A ს ჩემპიონობას ნუ შემიდარებ ორივე ლიგაზეა და იუვენტუსმა გაცილებით რთული ჯგუფი გაიარა ასევე ვიდრე ბაიერნმა . და კონკრეტულ თამაშს უკეთესად თუ შეხვდა ერთი ეგააა გაცილებით სიძლიერე? წინა ლიგაზე ჩელსიმ რო დაგიციცილაკა ბაიერნი ჩელსი უკეთესი გუნდი იყო ამიტო ბაიერნზე?
უბრალოდ დღეს ბაიერნი უფრო ძლიერია… საერთოდ იტალიის სერია ა-ს დონემ დაიწია ეს მაფიოზების ბრალია, ფეხბურთი პარსად გადააქციეს, დგესაც რომ დააკვირდეთ რამდენ გუნდს აქვს დაკლებული კულა თამაშის გაყიდვისთვის… ერთადერთი ნათელი წერტილი ალბატ იუვეა მაგრამ ეხლა ბაიერნი ბევრათ ძლიერია
არ გეწკინოთ ბიჭებო მაგრამ დღეს იუვეს შანსი 0-ის ტოლია
ეს ღადაობა როგორ მიუვა აბა იუვეს: “მომდევნო ეტაპზე მხოლოდ კაი ბიჭები გადიან”
gio-83 შენ ის გიო ხარ ვორლდსპორტზე
კი ის ვარ მარა იქ დაპოსტვას აქ მირჩევნია, უფრო ობიექტური ხალხი ხარტ იუვენტინოები ვიდრე რეალის და ბარსას მოგულშემატკივრო ელემენტები, თანაც ის დიზაინი ისე წაახდინეს მეზარება წერა იქ:)
თვალებს მატკივებს იმათი დიზაინი
gaixare bro. aravis shemosvlis winaagdemebi vart mtavaria rogor mova. iyvnen aq shemoavdrnilebi tamashis mere baiernis sxva fanebic bavshvuri gamowvevebit da msgavsi komentarebit
მაგარი გემოვნება აქ მაგ დიზაინის დამყენებელს ნამდვილად
ITDC-მ თავი გაიბანძა მაგ დიზაინით
იმედია მარკიოზიო მაგრად ითამაშებს და პირლოც გერმანიაში მარკიზიო იყო საოცრად საშინელება არ ვიცი კიდე რა შეიძლება დაერქვას ამ ყველაფერს სტადიონზე არ არსებობდა. დღეს ყველაზე დიდი კოზირი სტანდარტულები იქნება იუვესთვის. ცოტა სტილი უნდა შეცვალონ ეს გრძელი გადაცემები პასები არაფრის მომტანია უმეტეს შემთხვევაში,აი წინა თამაში ეგრე ჩალიჩობდა იუვე მარა თავდასხმამდე ბურთი არ მიდიოდა.
აბა ტქვენ იციტ, მილანის ფანი ვარ მარა დგეს იუვეს,ენ ვარ. მარტო თქვეღა დარჩით იტალიიდან და იმედია ასახელებთ.
გაიხარე ბრო
gio_83 მე მახსოვს ბრატ ეგ თამაში კიევში . ინძაგის ჰეთრიკი ზიდანმა რა პასი გაუჭრა პირველ გოლზე და დელპიეროს ბოლო გოლი . პერუცი შეცდა მანდ პირველ გოლზე არც ეგ უნდა გაეშვათ რებოვმა რო გაიტანა წინ რო დაუგდო . მარა ბრატ მაგ დროს იუვენტუს მონტერო ტორიჩელი ზიდანი ინძაგი იულიანო და ასე შემდეგ ყავდა და გაცილებით სხვა დონე იყო ვიდრე ეხლა .
მაშინ ისიც გემახსოვრება, კომენტატორი 3-1ზე რო დატყდა და მიაგდო მიკროფონი, მერე ბოლო 10 წუთი სხვამ წაიყვანა:):)მაგარი გუნდი იყო იუვე მაშინ, მაგრად ვბალეშიკობდი ფინალში, მიატოვიჩის სუყველაფერი მე
კი. ხო ფინალში ცუდად წავაგეთ / 66 წუთზე მიატოვიჩმა მცველისგამ მისული ბურთით რო გაიტანა . მცველისგამ მისული არ ითვლება თორე აფსაიდი გოლი იყო . იმსახურებდა მაგ წელს იუვენტუსი ლიგას ნამდვილად
1 ტაიმი გადაწყვეტს სამწუხაროდ ყველაფერს და აბა ვნახოთ
რა მაგარი ავატარია
რა სქემით გამოვლენ გუნდები საინტერესოა, ან რა ტაქტიკას აირჩევენ. ჰაინკესი შემტევს ითამაშებს თუ ჩაკეტავს თამაშს?ალბათ პირველ ტაიმში ბაიერნი ეცდება გატანას, მარა თუ ვერ გაიტანა პირველ ტაიმში მაშინ ძაან გაუჭირდება 2-0-ის შენარჩუნება
3-5-2ით იუვენტუსი
ხო თუ ვერ გაიტანა ბაიერნმა 1 გოლი მაინც აი მაშინ უკვე მართლა დაიძაბება სიტუაცია 90 წუთამდე. ( მე მგონია რო საქმე ექსტრა ტაიმამდე მივა)
აუ მაგარი თამაში კი იქნება, უკვე ვნერვიულობ:)სამსახურში ვარ და ვერაფერს ვერ ვაკეთებ სულ ამ თამაშზე ვფიქრობ, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იციან, იუვეს გარდა ნებისმიერი იყოს მეტოქე და არც ვინერვიულებდი, მაგრამ იუვემ იცის საშინელი იტუაციბიდან თავის დაძვრენა, ასაკით პატარა გულშემატკივრებს შეიძლება არ ახსოვდეთ და შეგახსენებთ, კიევის დინამომ ტურინში 1-1 ითამაშა 1998 წელს და ყველას ფინალში ეგონა გასული და კიევში 4-1 გადაურბინა იუვემ, ვისაც ის კიევის დინამო ახსოვს დამეთანხმება, რომ კიევში ამხელა ანგარიშით მოგება ფანტასტიკის სფერო იყო მაშინ
ხო ეს ის კიევის დინამოა შოვკოვსკი, ლუჟნი, გოლოვკო, ნესმაჩნი, კოსოვსკი, რებროვი, შევჩენკო რომ გამოდიოდნენ და ერთი წლით ადრე ამ გუნდმა ბარსელონას გასვლაზე 3-0 და სახლში 4-0 მოუგო.
წარმომიდგენია რა განწყობით გავლენ ჩვენი ჩემპიონები დღეს!!!
11 ტურინელი ლომი!!! 11 ტურინელი გლადიატორი!!! 11 ტურინელი მებრძოლი!!!
iuves da psgs gasvla miweria tkven icit aba :D:D
ramdeni dade?
იუვე
მე მჯერა ჩვენი გლადიატორების!!! storia di un grande amore !!!
დღეს იუვეს ერთზე და ბარსას 1 ზე ვწერ 10 ლარს
მე გასვლაზე დავდევი 6.5 გვაქ კუში
http://www.youtube.com/watch?v=kId6pPPBHbo&list=HL1365588577
სავარაუდოდ კონტე ასეთ სიტყვებს იყენებს, ლინკი არ წაშალოთ კაცურად, ეს ყველამ ნახეთ, ყველაზე ძლიერი მოტივატორია, დღეს ყველა იუვენტინო ფეხბურთელი თუ ფანი ასე იქნება განწყობილი გაუმარჯოს იუვენტუსს ბოლომდე იუვე
იმედია წესიერი მსაჯობა იქნება !
წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე მსაჯობაა 0 თითქმის ყველა თამაში.
დღეს რა მოხვდება ღმერთმა იცის, არაფერი საპანიკო გუნდი არ არის, ბოლომდე ბრძოლა, მშვიდად შიშის გარეშე კონტემ იცის მოტივირება, გული საღამოსკენ მიმიწევს, დროს ვითვლი, დაინგრევა მთელი ტურინი, დღეს შეაკვდნენ უნდა მთელი იტალიის სახელით, იმის სახელით თუ რა გაუკეთეს გუნდს ავადსახსენებელ წლებში არაადამიანებმა, ეს იუვეა ეს ფეხბურთია ყველაფერი შეიძლება მოხდეს
ბაიერნმა 1 გოლი რო ვერ გაიტანოს მგონი მაგრად დაერხევათ
ამოვიდა ყელში ბარსა რეალი
ვის რა უნდა არ ვიცი მარა ფაქტია რო 5-6 წელია ესპანელებს მთელი უეფა და ფიფა აძლევს ტიპებს რაც 100 წლის მანძილზე არ ქონდათ მოგებული ბოლო 5 წელში მოიგეს
კაი რა პლატინის უნდა ბარსა – რეალი?