ბარძალი : ” დიდი მადლობა გულშემატკივრებს ”
” მართალია პირველ დაპირისპირებაზე უკეთესად გამოვიყურებოდით , მაგრამ ” ბაიერნმა ” კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი მაღალი საშემსრულებლო კლასი . პროგრესირების გაგრძელებაა აუცილებელი და შესაძლოა ამის შემდგომ უკვე მოვახერხოთ მათ დონეზე ასვლა . ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში , ” იუვენტუსისთვის ” ეს გახდა პირველი გამოცდილება ჩემპიონთა ლიგაში ასეთ დონეზე . მიუნჰენელები კი სტაბილურად ასპარეზობენ და ამას რეალურ შედეგსაც უთავსებენ წლიდან წლამდე . ჩვენი კი ჯერ ჯერობით უბრალოდ შევიგრძენით ეს ატმოსფერო . ტიფოზერიისგან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით , რის გამოც მადლობა ვუხდით მათ . ეხლა კი აუცილებელია სეზონის სათანადო დონეზე დასრულება . სირცხვილია ჩვენი მხრიდან , რომ ვერ მოვახერხეთ დღეს მათი გაბედნიერება , მაგრამ მარცხის შემდგომ აპლოდისმენტების მოსმენა დიდი სიამოვნება იყო “ – განაცხადა ანდრეა ბარძალიმ .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
ეს ძაან კაი ტიპია :)
მომავალ წელს უფრო უკეთესები იქნებიან ჩემი აზრით.
წინასწარ ბლატაობას ნაღდად არ დავიწყებ ლიგას მოვიგებთ და ასე შემდეგ ეგეთები არ მევასება :)