ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიარენცა : ” კარგი წინადადების შემთხვევაში შეიძლება მარკიზიომ დატოვოს კლუბი ”

 

პრიმავერას ყოფილმა მწვრთნელმა და ამავდროულად მარკიზიოს, დე ჩელიეს და ჯოვინკოს აღმზრდელმა განაცხადა, რომ “იუვეს ” რვიანი შესაძლოა მანჩესტერ ” იუნაიტედში ” გადაბარგდეს კარგი ” ოფერის ” შემთხვევაში. უკვე რამოდენიმე წელია სერ ალექს ფერგიუსონი კლაუდიოს გადაბირებას ცდილობს, მაგრამ ყოველ ახალ წინადადებაზე მკაცრ უარს იღებს. ” წავა მარკიზიო უცხოეთში ძალების მოსასინჯად ? მე მგონია, რომ ყველაფერი ეკონომიკაზე იქნება დამოკიდებული. ” – აცხადებს კიარენცა Tuttomercatoweb-თან ინტერვიუში.  ” ვფიქრობ, რომ კარგი წინადადების შემთხვევაში ყველაფერია შესაძლებელი, ბოლოს და ბოლოს ასეთი შანსი ყოველ დღე არ გეძლევა. ვფიქრობ, რომ კლაუდიოს შავ-თეთრი სისხლი უჩქეფს და ასევე გული ” ბიანკონერისკენ ” მიუწევს, მაგრამ კარგი კონტრაქტის შეთავაზების შემთხვავაში მას გაუჭირდება უარის თქმა. ეს ყველაფერი ” იუვესთვისაც” მომგებიანი იქნება “ -დაამთავრა პრიმავირას ექს-მწვრთნელმა.

 

როგორც პრესა იტყობინება, ” წითელი ეშმაკუნები ” ნადირობას აცხადებენ ” იუვეს ” მომავალ კაპიტანზე. მაროტა და მისი კომპანია ასევე აკვირდება ” იუნაიტედის ” ნახევარმცველ ლუიშ ნანის, რომელსაც კონტრაქტი 2014 წელს ეწურება და მომავალ წელს მისი ფასი საგრძნობლად შემცირდება. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა ნანი – მარკიზიოს ბარტერი ვიხილოთ. სერ ალექსი 30 მილიონიან წინადადებას ამზადებს, თუ საქმეში ნანი ჩაირთო იგი იმედოვნებს, რომ ამ ფასს გაანახევრებს.

 

 წყარო : TuttoMercattoWeb, TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

19 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
MAXSIMUS
11 years ago

დადეთ რა რამე ნიუსი ეს რა არის ტოო :modee: :juventus: :yeah:

lasha naxucrishvili
11 years ago

არსად წავა არც არავინ გაუშვებს 1%-იც არ მჯერა

mishka berianidze
11 years ago

ჩემი აზრით 50 მილიონადაც არ უნდა გაუშვან რადგან იუვეს სული და ხორცია ბუფონი, კიელინის მერე და საერთოდაც
ბუფონი, კიელინი, ბონუჩი, მარკიზიო, პოგბა, ვიდალი, პირლო, ბარძალი, ლიხშტაინერი, მარონე, კასერესი, ასამოა ამატ გარდა ვინც უნდათ ის გაყიდონ ოღონდ ამ ხალხს ნუ შეეხებიან.

Lasha chachava
11 years ago

მეგრელი აფერისტი :D

MAXSIMUS
11 years ago

ეს არ უნდა გაიყიდოს! :achuu: :bicho: :modee: :mad: :yeah: :oldman: :juventus: :forza: :italy:

chabukaa1
11 years ago

სისულელეა კლაუდიო იუვეს არ დატოვებს იუვეს გულია ეს კაცი :juvee: :juvee: :juvee: :love: :love:

lasha dolidze
11 years ago

და ისე,სანტონის მოყვანაზე რა აზრის ხართ? ასამოას კი აჯობებს,თან იტალიელია,არამგონია თვითონაც იყოს წინააღმდეგი. ყველა ფორვარდზე ვლაპარაკობთ და მარცხენა ფლანგიც რო გასაძლიერებელია ფაქტია

arseni
11 years ago
Reply to  lasha dolidze

სანტონი რატომღაც იგნორირებულია ამ იტალიური კლუბებისგან .. ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული მარცხენაფლანგელია .. არანაირად არ არის დასაკარგავი

arseni
11 years ago

მარკიზიოს შეცვლიან რამენაირად .. კვადვო ასამოა გადაინაცვლებს ცენტრში / მთავარია წინა ხაზის გაძლიერება .. საერთოდ ამ სატრანსფერო ჭორების სმენა არ ღირს / ხომ მოვალ 1 სექტემბერი .. ადგები ნახავ და იქ გამოჩნდება ვინ დაიმატეს და ვინ გაასხვისეს და ვინ რისი მაქნისი იქნება მომავალ სეზონში .. P.S. იგუაინი / ბენზემა და ესეთი “ძალით ტოპ კლასებისთვის” ფულის გადაყრა არ ღირს …

lasha dolidze
11 years ago
Reply to  arseni

ასამოა შეცვლის მარკიზიოს ცენტრში? :)))

11 years ago
Reply to  lasha dolidze

მარკიზიო უნდა დარჩეს! doLLa ძმა, სოფელ დოლასქედიდან ხომ არ ხარ შემთხვევით?

lasha dolidze
11 years ago
Reply to 

არა ძმა ;)

arseni
11 years ago
Reply to  lasha dolidze

კი .. კვადვო ასამოა არ არის მარცხენა ვინგერი .. უდინეზეშიც და განის ნაკრებშიც ცენტრალური ნახევარმცველი იყო …

LasHa janelidze
11 years ago

თუ ძმები ხართ რა ეს კი არა დელ პიერო ცავიდა და ეს ტუ ცავა მაგის გამო ეხლა თავს არ მოვიკლავ დელ პიერომ შემაყვარა ფეხბურთი და იუვე და მაგას დგემდე ვერ ვეგუები მარა მარკიზიოს შევეგუები კაი ფასად :forza: :forza: :forza: ვნახოთ ვნახოდ მოვლენებს წინ ნუ უსწრეფთ

PIto
11 years ago

თუ წინადადება სარფიანი აღმოჩნდა იუვენტინო დატოვებს იუვენტუსს.. სამარცხვინოა..

Goga
11 years ago

როგორ ვერ აფასებთ ამ ფეხბურთელს…

JUVENTUS-10
11 years ago

ჩემი აზრით უნდა წავიდეს.
იქ ფერგიუსონი კონტეზე არანაკლებად გახედნის, ასწავლის რაღაც რუღაცეებს და მერე თავის თავს გამოადგება და იტალიას მსოფლიოზე :)
აი იუვენტუსში კი ძველებურ შედეგს ვერ აჩვენებს ამ ბოლო დროს. იქნებ ინგლისში მაინც აჩვენოს კარგი შედეგი.
წარმატებები და იმედია წავა გუნდიდან და ამაზე უკეთესს მოიყვანენ ვინმეს. თუ ასე არ იქნა და მაროტას დედაც ვატირე.

nika gogoberidze
11 years ago

იმედია არსად არ წავა :no :no

| Newsphere by AF themes.
19
0
Would love your thoughts, please comment.x