ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” ” იუვენტუსის ” ძალა მის მენტალიტეტშია ”

” მიმდინარე გათამაშებაში , სამპდორია ერთადერთი გუნდია , რომელმაც ორივე დაპირისპირებაში მოახერხა ჩვენი დამარცხება და ბუნებრივია ეს გვიტოვებს სინანულის საბაბს . დღევანდელ შეხვედრაში , მიუხედავად იმისა , რომ როტაცია განვახორციელეთ , საკმაოდ ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით მეტოქის კართან , მაგრამ დასკვნით ფაზაში არ გვიმართლებდა . მარცხი სასიამოვნო არასოდეს არის თუმცა დღევანდელზე იმის თქმა , რომ რთულად გადასატანი იქნება გავაზვიადებ ალბათ . მეორეს მხრივ იგი წაგვადგება , რადგან შემდეგ სეზონში უფრო მეტი ქულის დაგროვება მოგვიწევს შედეგის გასაუმჯობესებლად “ – საუბრობს ჟურნალისტებთან მატჩის დასრულების შემდეგ ანტონიო კონტე .

” იუვენტუსის ძალა იმალება მის მენტალიტეტში . გასულ სეზონში მაგალითად , ჩემპიონატს მესამე ადგილზე ფიქრით ვიწყებდით , მაგრამ უდრეკი ხასიათის გამომჟღავნების შემდეგ გავუწიეთ კონკურენცია გაცილებით ძლიერ კლუბებს იმ პერიოდისთვის . წლევანდელ სეზონში კი უკვე შემდგარ კოლექტივს , პოგბა , ასამოა და ჯიოვინკო დაემატნენ . ისინი იმიტომ გამოვყავი , რომ სხვებზე ვინც ახლად ჩარიცხული იყო კლუბში , უფრო მეტი დრო გაატარეს მოედანზე . შევძელით და გავუმკლავდით ზეწოლას , რომელიც მხოლოდ ძლიერთა ხვედრია . შარშანდელ სეზონშიც როდესაც მილანი რამდენიმე ქულით გაიქცა წინ , მოვახერხეთ კონცენტრირება და ჩამორჩენის აღმოფხვრა ” .

ჩემპიონატი დასრულდა და ეხლა მთელი ყურადღება სატრანსფერო ბატალიებზე იქნება გადატანილი ..

” პირველ რიგში თითოეულ მათგანს მადლობა უნდა გადავუხადოთ მაქსიმალური თავგანწირვისთვის . დღეს ამ კუთხით საუბარი მათამი უპატივცემლობას ნიშნავს . უკვე ხვალიდან კი ხელმძღვანელობა გუნდის გაძლიერებაზე დაიწყებს ზრუნვას ” .

დასასრულს ანტონიომ ნიკალას ბენდტნერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც გააკეთა კომენტარი …

” ძალზედ სამწუხაროა , რადგან მას პირველივე დღიდანვე არ უმართლებდა . პირველ წრეში მიღებულმა მძიმე დაზიანებამ არ მისცა დანიელს საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის საშუალება . ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს რადგან , ბენდტნერი კარგი ფეხბურთელი და ბრწყინვალე პიროვნებაა ” .

 

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
svani
11 years ago

ტოპ ფორვარდი რომ მოიყვანონ თავდასხმის პრობლემა არ იჭრება ამით. ერთი ტრავმა და ისევ ჯოვინკოს საცოდაობას უნდა ვუყუროთ. ამიტომ მინიმუმ 2 მაღალი დონის ფორვარდი გვინდა.სანჩესი სუარესი ზლატანი ტევესი ჯეკო იგუაინი აქედან რომელიმე

arseni
11 years ago

სუნიგაზე იყო საუბარი და დიდი შანსია შეიძინონ მით უფრო როცა ნაპოლის არმერო ჰყავს … პირველ რიგში ალბათ ვუჩინიჩის გასხვისებაზე უნდა იფიქრონ სანამ მთლად არ გამოუვლენია საკუთარი თავი და ფასი ადევს … 15-18 მილიონს გადაიხდიან ალბათ ვუჩინიჩში/ მით უფრო რომ მისი მანიუ ინტერესდებოდა … და ტევესის შეძენა შეიძლება ამ ფულით … ლორენტე არის მაგრამ კიდევ ერთი ფორვარდი აუციელებელია/ აი ალექსის სანჩისი კარგი ვარიანტია და თუ ჩილელი მოიყვანეს ალბათ კვალის გაყიდიან ინტერში ან ფიორეში … მატრიმ თუ რამის თავის აქვს გაუწიოს მერე მაგათ კონკურენცია …ისლას გაუშვებენ, ისევე როგორც ბენტნერს და ალბათ ანელკასაც / მაგრამ პადოინს კონტე ვერ შეელევა

nika gogoberidze
11 years ago

დასანანი წაგება იყო :blin: :blin: :blin: . აუცილებლად უნდა გაიყაროს პადოინი, ისლა, დეჩელია, ანელკა, ბენტნერი, მატრი, + კვალი-ჯიო-ვუჩინიჩიდან ერთ-ერთი. ალბათ უფრო ვუჩინიჩი (შედარებით მაღალი სატრანსფერო ფასის გათვალისწინებით, დარჩენილი ორი სკამს გააძლიერებს). უნდა დავიმატოთ პოლი სკამის გასაძლიერებლად, ერთი კარგი მარცხენა ფლანგელი და მთელი ყურადღება უნდა მიიმარტოს იუვეს ბოლო ორი წლის ტკივილის, თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად. ლორენტე უკვე ჩვენია, + ერთი ახალგაზრდა პრიმავერადან და ბოლოს ჩვენი აუხდენელი ოცნება ტოპ ფორვარდი!

11 years ago

კიი დასანანი წაგება იყო, მე მაგალითად ის ტკიცინა 5 ლარიანი დამენანა რო წავაგე.. ლოგიკურია, ვინც ფული წავაგეთ ყველას დაგვენანა : ))

პიერო 10
11 years ago

ჩემპიონთა ლიგას რო მოიგებთ მერე ილაპარაკეთ ძალაზე და არა ახლა :blin:

11 years ago

:blin: :blin: :blin: დათკა გეთანხმები

MAXSIMUS
11 years ago

მაგრად გამიტყდა რა! არ უნდა წაეგოთ და საერთოდ ამ ბოლო ხანს რას გავს იუვე? მერე რა რომ ჩემპიონები გავხდით? რას თამაშობენ ეს რა არის?!

arseni
11 years ago

თუ შემადგენლობას არ გააძლიერებთ მენტალიტეტი ვერაფერს გიშველის

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x