მაროტა მარკიზიოსა და იოვეტიჩის შესახებ
მას შემდეგ რაც გამოხატული იყო ინტერესი კლაუდიო მარკიზიოს მიმართ მანჩესტერ იუნაიტედისგან და მონაკოსგან , ბიანკონერის პირველმა პირებმა განაცხადეს , რომ ” მნიშვნელოვანი ეხლა უკვე თავად ფეხბურთელის სურვილია ” . ბოლო რამდენიმე დღეა , გამომდინარე იქიდან , რომ გასულ სეზონში პოლ პოგბამ ფანტასტიურად იასპარეზა , დაირხა ხმები იტალიელი ნახევარმცველის შესაძლო გასხვისებაზე . მარკიზიოს სავარაუდო სატრანსფერო ღირებულებად 25 მილიონი ევრო სახელდება : ” მარკიზიო ხელშეუხებელია ? ყოველთვის იმას ვამბობდით , რომ მის ძარღვებში შავ თეთრი სისხლი ჩქეფს და გადაწყვეტილებას მხოლოდ თავად თუ მიიღებს . უშუალოდ ჩვენი მხრიდან უნდა ითქვას , რომ არ ვაპირებთ მის გაყიდვას . არ უნდა დაგავიწყდეთ , რომ ტურინი ფეხბურთელებს ასე უბრალოდ არ ყიდის . მარკიზიო კი იქ არის სადაც უნდა იყოს . იოვეტიჩი ? იგი სატრანსფერო ბაზარზეა ამ წამისთვის . ეს იმას ნიშნავს , რომ ფლორენციელები მზად არიან მის გასაყიდად , ხოლო ვიღაც ვიღაცეები მის შესაძენად . მაგრამ 30 მილიონი ევრო არ შედის ჩვენს გეგმებში . უახლოეს პერიოდში შევიტყობთ მოვლენების განვითარებას ” .
წყარო : Football-Italia, Tuttojuve, Tuttosport, Calcionews24
სუარესს უნდა წასვლა ოფიციალურ შემოთავაზებას ელოდება და მაროტამ უნდა ქნას რამე
მარკიზიოზე თქვა, თვითონ რაც უნდა ის გააკეთოსო, გაშვებით ვერავინ ვერ გაუშებს და თუ წასვლას მოინდომებს არც ხელს არ შეუშლიან
ჯოვინკო კიდე რჩება, პირიქით კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მიდის ლაპარაკი, ათიანი და მსოფლიო ჩემპიონაი დამატებითი სტიმული იქნება სებასთვისო და მომავალი წლიდან სერიოზულად ათამაშდებაო
მარკიზოში 25 მილიონი ძალიან ცოტაა … მანიუ ხომ მზად იყო 33 გაეღო (ნუ მანიუ იუვეს პოტენციური კონკურენტია და ამ პონტში არ უნდათ დაუთმონ) …
რაც შეეხება იოვეტიჩს – 30 მილიონს ითხოვენ მაგრამ დააკლებენ …
“არ უნდა დაგავიწყდეთ , რომ ტურინი ფეხბურთელებს ასე უბრალოდ არ ყიდის”
იმდენი შენ რა გითხარი შე გოთვერანო
იდექი ეხლა და იფიქრე 2 თვე
იოვეტიჩი რომელიმე სხვა იტალიურმა გუნდმა რო აგვახიოს გავაფრენ :(
ხო შეპირდით კონტეს კაი ტრანსფერები ჟმოტო !