პლატინი : ” არ ვეთანხმები ანიელის კალჩოს კრიზისის საკითხში ”
Corriere dello Sport – თან საუბარში , მიშელ პლატინიმ არ აუარა გვერდი იტალიურ ფეხბურთს და კონკრეტულად ” იუვენტუსს ” : ” იუვემ საოცარი პროგრესი განიცადა და მათი დომინირება იტალიაში არანაირ ეჭვებს არ ბადებს . დარწმუნებული ვარ განვითარება გაგრძელდება , რადგან ტურინელებს ევროპაშიც სურთ მოწინავე პოზიციებზე ყოფნა . უფრო მეტს გეტყვით , უკვე წლევანდელ სეზონში კონტეს გუნდმა ყველაზე მეტი თავისტკივილი გაუჩინა ჩემპიონთა ლიგის ამჟამინდელ მფლობელს “ . უეფას პრეზიდენტი ზოგადად იტალიურ ფეხბურთსაც შეეხო : ” მოხიბლული ვარ ახალგაზრდა ესპანელი და იტალიელი მოთამაშეებით , მათგან რამდენიმე ნამდვილად გახდება უახლოეს პერიოდში გამორჩეული ვარსკვლავი . პირველ რიგში ეს ისკოს და ინსინიეს ეხებათ . ჩემს პერიოდში კალჩო პირველ პოზიციაზე იდგა , დღეს კი სიმართლე გითხრათ არ ვიქნები ისეთივე კატეგორიული როგორც ანიელია , რომელიც სერია ა-ს ტოპ მოთამაშეების გარდამავალ გათამაშებად მიიჩნევს . ისე კი , რაც უეფას პრეზიდენტი გავხდი , უფრო მეტად იტალიელების დაჯილდოება მიწევს ვიდრე გერმანელების ” .
წყარო : Corriere dello Sport
ჩვენიანია ნამდვილი იუვენტინო
ჩვენი ძმა
პლატინი!
მაგარი იგროკი იყო და ნამდვილი იუვენტინო
კაროჰე ტიპებმა არ იყიდეს სუარესი რა გამისჰრენ სისხლი რა ნაგვად მინდა გომესი
ეს მაგარია, არ შეუძლია თუარა ყოველ წელიწადს იუვეს მოაგებიებდა ლიგას