ტევესი : ” იტალიაში უფრო მეტი შრომა მომიწევს ”
კარლოს ტევესმა უკვე გააცნობიერა , თუ რამდენად გაუჭირდება სერია ა-ში ასპარეზობა : ” აქ გაცილებით ბევრი სირბილი მომიწევს ვიდრე ინგლისში . გუნდი რეალურად არის მზად , არა მარტო მესამე სკუდეტოს მოსაპოვებლად , არამედ ჩემპიონთა ლიგაში წარმატებული ასპარეზობისთვის . რას ვიტყვი წვრთნის პირველ დღეზე ? ნუ როგორც ვთქვი , სირბილი უფრო მეტი მომიწევს ვიდრე ნისლიან ალბიონზე . ვგრძნობ რაც მთავარია ტიფოზების მხარდაჭერას , რაც ასეთ დროს მნიშვნელოვანია . სიმართლე გითხრათ აქ მოსვლისთანავე ვიცოდი , რომ მძიმე სამუშაო მიწევდა და ეს ყოველივე პირველივე დღეს დამტკიცდა ” .
წყარო : Football-Italia
აპაა შენ იცი კარლოს! მინიმუმ 30 გოლი უნდა დადო მთლიან სეზონში. :*
არა ბიჯო ჩვენთან არ დარბიან, იარე ვუჩინიჩივით, კონტე მაგას მოგთხოვს
ჯერ სად ხარ