ბუფონი : ” კონტეს წვლილი შეუფასებელია , თუმცა არც ჩვენი დავიწყება შეიძლება ”
” ეს ჩემი უკვე მეხუთე სუპერ თასია . ” იუვენტუსმა ” ამ საღამოს თავი ზუსტად ისე წარმოაჩინა , როგორც ეს დიდ კლუბს შეეფერება , რომლის რიგებშიც ნამდვილი ჩემპიონები ასპარეზობენ . საერთოდ არ გვიფიქრია ამხანაგურ შეხვედრებში დაფიქსირებულ შედეგებზე , ეს არ იყო ის რაც ჩვენს დემოტივირებას გამოიწვევდა მოახლოებული სეზონისადმი . ყველას დავანახეთ , რომ როდესაც კონკრეტული მიზნის მიღწევა აუცილებელია , ჩვენ მას ერთიანი ძალებით ვაღწევთ . კონტეს ყოფნა სათადარიგოთა სკამზე ბევრ რამეს ნიშნავს და ტრიუმფი , რომელსაც კლუბი ბოლო პერიოდში აღწევს მისი დამსახურებაა და აპლოდისმენტების უმრავლესობას სწორედ იგი იმსახურებს . თუმცა , არც ჩვენი – ფეხბურთელების დავიწყებაც შეიძლება “ – განაცხადა ბუფონმა .
წყარო : Football Italia