ვიდალის , ბარძალის და ბონუჩის მატჩისშემდგომი კომენტარები
ტურინელთაგან ერთადერთი ბურთი მილანის ” ინტერის ” კარში არტურო ვიდალმა გაიტანა . Sky – მ მოედანზევე მოახერხა ჩილელის გამოჭერა : ” ერთადერთი რაც მნიშვნელოვანია ეს არის გამარჯვების მოპოვება , ხოლო საკუთარი ასპარეზობით სანახევროდ ვარ კმაყოფილი . მსიამოვნებს ბუნებრივია გოლების გატანა , მაგრამ მოედნის ცენტრალურ ზონაში ასპარეზობა გაცილებით კომფორტულია ჩემთვის . დარტყმისას კი უნდა აღინიშნოს , რომ თავდაპირველად მეკარეს ვუყურებ და უკვე შემდგომ მომყავს ჩანაფიქრი სისრულეში . ეხლა კი წინ ჩემპიონთა ლიგაა და 100 % – ით მოგვიწევს დახარჯვა . შევეხე თუ არა ხელით ბურთს ? დიახ . მიუხედავად იმისა , რომ რეაგირება მოვახდინე და ჩავწიე , ის მაინც შემეხო ” …
მატჩის შემდგომ კომენტარი ანდრეა ბარძალიმაც გააკეთა : ” საბედნიეროდ არანაირი ნიშანი იმისა , რომ ტრავმის რეციდივი მქონოდა არ წარმოჩინდა . ასპარეზობისას მხოლოდ უმნიშვნელო სპაზმებს ვგრძნობდი , რაც ბუნებრივი იყო . ასე რომ ყველაფერი რიგზეა . რაც შეეხება უშუალოდ მატჩს , შედეგი ობიექტურია , რადგან ინტერს კარგი გუნდი ჰყავს . ჩემპიონთა ლიგის ტურნირში ასპარეზობა კი ყოველთვის დამატებით მოტივაციას სძენს გუნდს და იმედი ვიქონიოთ წარმატებულად დავიწყებთ გათამაშებას . დანიაში მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვების მოსაპოვებლად მივემგზავრებით ” .
” ინტენსიური დაპირისპირება გამოდგა “ – აგრძელებს ლეონარდო ბონუჩი . ” ორივე კლუბი ცდილობდა ეფექტური კონტრ იერიშის წარმოებას . ერთი სიტყვით ნამდვილად კარგი შეხვედრა გამოდგა . მიუხედავად გაშვებული ბურთისა , ვაჩვენეთ ყველას თუ რას წარმოვადგენთ და როგორ შეგვიძლია რეაგირების მოხდენა სიტუაციაზე . მაცარისთან ერთად ნერიაძური გაცილებით კომპაქტური გახდა . მაგრამ დღეს ისინი დიად ” იუვენტუსს ” გადააწყდნენ . ეხლა კი აუცილებელია ძალების აღდგენა , რადგან კოპენჰაგენში სამი ქულისთვის მივემგზავრებით ” .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
მოგება დანიაში,სხვა ალტერნატივა არ განიხილება.
კარგად უნდა გამოვტენოთ კოპენჰაგენი საშინელი გუნდია !
ლორენტეს რატო არ ატამასჰებს ეგ კაცი რა