ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი : “კონტეს განკარგულებაში ვარ”

“ლივერნოსთან” მატჩისთვის ანტონიო კონტეს დაცვის ცენტრში სერიოზული პრობლემები აქვს.შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ლეონარდო ბონუჩი და ანჯელო ოგბონა გამოტოვებენ, სათუოა ანდრეა ბარძალის თამაშიც, რომელმაც ტრავმა იტალიის ეროვნულ ნაკრებში მიიღო : “თუ ექიმები კატეგორიულად არ ამიკრძალავენ თამაშს, მოედანზე აუცილებლად გავალ.თავს კარგად ვგრძნობ და მწვრთნელს შეუძლია, მენდოს”, – სირთულეების დაძლევა საუკეთესოდ ბიანკონერების ერთ-ერთ ლიდერს, ჯიორჯიო კიელინის შეუძლია, რომელიც ცენტრში სავარაუდოდ მარტინ კასერესსა და ფედერიკო პელუზოს შეუწყვილდება : “ჩემთვის ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.ნებისმიერ მომენტში მისტერ კონტეს განკარგულებაში ვარ.სანაკრებო ბატალიების წინ ძალიან კარგ ფორმაში ვიყავით, ეხლა ვალდებულნი ვართ, წარმატებული გზა გავაგრძელოთ.რომა ? – პირველ ადგილზე არ ვფიქრობთ, ჯიალოროსი მის გეგმებს ასრულებს, ჩვენ ჩვენსას.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jibojuve
10 years ago

გაუმარჯოს ძმებო
რაგაც მინდა გკითხოთ იმდღეს წავიკითხე და რამდენად შეესაბამება სიმართლეს ხო არ იცით?
მიუხენ გლადბახის მეკარის M. ter Stegen შეძენას აპირებს იუვე ჯიჯის შემცვლელადო და რამე ხო არ გაგიგიათ

Giorgi kasrashvili
10 years ago

ამ პრობლემებიდან გამომდინარე… ისღა დაგვჩენია რომ 3 ქულა ვინატროთ…
კოპერჰაგენისთვის დასვენება არ გამაგონოს კონტემ ეხლა!!!
ისედაც პადოინს უწევს თამაში და ეს იმას ნიშნავს რომ 10 კაცით ვითამაშებთ…

——————-ბუფონი

——კასერესი——კიელინი——პელუზო

პადოინი———————————-ასამოა

—–პოგბა———-პირლო———მარკიზიო

———–კვალიარელა—–ტევესი

შეცვლაზე: ლორენტე-ჯოვინკო-დეჩელიე…
სკამზე ვინ დაგვრჩა კიდე? :chuvak: სტორარი-რუბინიო :lool:

levan karelidze
10 years ago

პადოინმა რო შეაგდოს გადამწყვეტი :lool: :lool: :lool: :lool:

JuventinoToko
10 years ago

“ჯიალოროსი მის გეგმებს ასრულებს, ჩვენ ჩვენსას.” თქვა რა ყველაფერი. რომას სამეული უნდა და ჩვენ პირველი ადგილიოოო :) :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x