ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” უახლოეს წლებში იტალიურ კლუბს ლიგის ფინალში ვერ ვიხილავთ ”

” ეს პირველი შემთხვევა ნამდვილად არ არის მიმდინარე სეზონში , როდესაც მოედანზე პრობლემებს განვიცდით მატჩის მიმდინარეობისას . იყო ასეთი სახის ჩავარდნა რეალთან დაპირისპირებისას და ფლორენციაში , როდესაც თითქოს ვფლობდით უპირატესობას , თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერი სავალალო შედეგით დასრულდა . მაგრამ საუბარი იმაზე , რომ კლუბმა კრახი განიცადა გაუგებარია . რა იგულისხმება ამაში ? ის რომ ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვება ვერ შევძელით ? იმ შემთხვევაში თუ კი სეზონის წინ გავაკეთებდით განცხადებას , რომ უმთავრესი მიზანი ამ ტიტულის მოპოვება იქნებოდა მაშინ რა თქმა უნდა დაგეთანხმებოდით . სიმართლე იმაში მდგომარეობს , რომ რეალურად შევძლებდით ოდნავ შორს გასვლას . არასოდეს გვითქვამს , რომ სამივე ტიტულს მოვიგებდით . თუ გგონიათ , რომ რამდენიმე დღეში შესაძლებელია დომინანტი გუნდის შექმნა , მაშინ შეგახსენებთ რომ ჩვენ უკვე მოვახდინეთ პატარა სასწაული და ზედიზედ ორჯერ მოვიგეთ სკუდეტო ” …

” გასულ სეზონში მეოთხედ ფინალში გავედით , სადაც მომავალ ჩემპიონთან დავთმეთ მატჩები . წლევანდელი ლიგა არ ჰგავს იმას , რომელშიდაც ვასპარეზობდი თავის დროზე … დღეისათვის არსებობს რამდენიმე ეკონომიკურად ძლიერი გუნდი რომლებთანაც ჭიდილი ძალზედ რთულია . არ ღირს თავის დამალვა ქვიშაში , ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას . ჩემი აზრით , უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში ვერცერთი იტალიური კლუბი ვერ შესძლებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას . ამისთვის საჭიროა ინვესტიციების მოძიება , რაზეც ორიოდე წლის წინ ვსაუბრობდი ” .

” როგორც უკვე ვთქვი გათამაშებას გამოვეთიშეთ არა სტანდარტულ პირობებში ასაპრეზობის გამო , მაგრამ სიტუაცია ჩვენ თავადვე მივიყვანეთ აქამდე , როდესაც შეგვეძლო მარტივად გადაგვეწყვიტა პირველ ორ დაპირისპირებაში ყოველივე . ამასთან დაკავშირებით შეგირდებს უკვე ვესაუბრე და გავანდე საკუთარი მოსაზრება რაში დაუშვეს კონკრეტული შეცდომები .

დღეისათვის მოგვიწევს სასუოლოზე ფიქრი , რომელმაც უკვე მოახერხა ისეთ გუნდებთან როგორებიც არიან რომა და ნაპოლი ქულების მოპოვება . ფრთხილად მოგვიწევს ყოფნა , რომ ერთგვარი ” ჰეთრიკი ” არ გაიფორმონ . მოედანზე 11 საუკეთესო ფეხბურთელს გავუშვებ და პლიუს არ დავივიწყებ იმ ფაქტსაც , რომ მალევე იტალიის თასის შეხვედრა გვიწევს . ჩვენ უკვე დავკარგეთ ანდრეა პირლო , მირკო ვუჩინიჩი და კლაუდიო მარკიზიო . სებასტიან ჯიოვინკო კვლავინდებურად ტრავმირებულია . ვფიქრობ , ასამოა ამჯერად ცენტრში იასპარეზებს ” .

” ტევესი ? კმაყოფილი ვარ მისით , თურქეთში კარლიტო როგორც ნამდვილი ლიდერი ისე ასპარეზობდა . ფეხბურთელის ქარიზმის და მახასიათებლების გათვალისწინებით ის არა ჩვეულებრივი შენაძენია . მოთამაშეს ძალუძს ბევრი ბურთის გატანა ,  მაგრამ თუ მან სარგებელი არ მოუტანა კლუბს კმაყოფილი მისით ნამდვილად არ ვიქნები “ – განაცხადა ანტონიო კონტემ ტრადიციულ წინასამატჩო პრესსკონფერენციაზე .

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

28 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri tokhadze
10 years ago

ამის ბაზარი რაღაც აღარ მომწონს ბოდავს მემგონი :blin: ტრაგედია არ არისო ამ უსუსტეს ჯგუფში ჩარჩენაო? კაი რა კონტე სირცხვილია მართლა უკვე ძაან მშიშარას შთაბეჭდილებას ტოვებ და ფსიქოლოგიურად რთგუნავ ფეხბურთელებს

bessius
10 years ago

ბიზინაა იმინა. გაგებით უნდა მოვეკიდოთ :lol:

bessius
10 years ago

ისე საინტერესოა ბონუჩიზე რომ არავინ არაფერს ამბობს. ( თუმცა მაგას მთლად ვერდავაბრალებ გალასთან წაგებას) ძალიან კარგი მცველია და მაგაში 2 აზრია რ არის მაგრამ გალასთან თამაშის დროს ყველაზე დაბნეული ეგ მომეჩვენა. ხან უკან დარჩა ბურთი ხან წინ გაექცა. ხო გასაგებია რა ბუნებრივი პირობებიც იყო მარა ეგრე ბარძალისთვის არიყო ?! ძალიან დიდი იმედი მაქ ამ მცველის მაგრამ ჯერ მაინც ვერ შედგა ბოლომდე. მეგონა კონფედერაციის თასი საბოლოოდ დააღვინებდა მაგრამ ჯერ მაინც აკლია იქამდე რასაც იტალიელი მცველისგან ყველა ელოდება ალბათ. და კიდევ სამწუხაროდ პირლო სერიოზული პრობლემაა უკვე გუნდისთვის. ვგულისხმობ იმას რომ მართლა მაგაზეა აგებული და მორგებული მთელი გუნდი თუნდაც ეს 3-5-2 და როგორც… Read more »

10 years ago

დღეს ისეთი ტენდენციაა ერთ დღეს ადამიანის ლანძღვა და მეორე დრეს ქება მოდაშია.. როცა კონტე წარმატებას მიაღწევს ბევრი ქებას დაიწყებს და სულ დაავიწყდებათ რო ცოტა ხნის წინ მიწასთან გაასწორეს..

კრიტიკა გასაგებია, და მისაღებია როცა სამართლიანად აკრიტიკებ ვიღაცას.. მაგრამ ასე ერთი ხელის მოსმით აამიანის ბედის გადაწყვეტა რა იცით ))) ცოტა დრო მიეცით კონტეს, ერთი ორი კაი ფეხბურთელი მიუყვანონ და ნახავთ ამ კაცს რა შეუძლია

neko_neko.
10 years ago

D E L P I E R O მისმინე ბრატ რეალურად გამოჩნდა ამის ძალა რაცაა და იმას ვამბობთ გავიგეთ სკუდეტო მარა რამდენჯერ , სხვა რა რესურსით უნდა მოიგოს გუნდმა ბენიტესი თუ თამაშობს იმაზე უკეთ რომელსაც არც ნახევარდაცვა არც დაცვა არც მეკარე უკეთესი არ ყავს ესეიგი ტრენერშია პრობლემა ხო და მერე მოვიგეთ კიდეც მარა იმ შემადგენლობით კაცი რომელიც თავის თავში დარწმუნებული არაა ის ლიგაზე ვერასდროს იზავს ვერაფერს შენ რა გგონია ნედვედი ს სახელი აშინებდა ვინმეს? მაგრამ ის ტრენერი მისგან იღებდა ზუსტად იმ შესაძლებლობას რაც შეეძლო ეხლა ნედვედი რო ჩაეყენებინა და ფეხი არ გაენძრევინებინა გაგისწორდებოდა? წარმოგიდგენია ? იგივეა პოგბაზეც და ვიდალზეც რომელთაც… Read more »

neko_neko.
10 years ago

მასტი დგას და თამაში თუ არ მისდის შეცვლა არ შეუძლია ტაქტიკის გადაწყობა არ შეუძლია თამაშში გარდატეხის შეტანა არ შეუძლია რა შეუძლია აბა , თასი ორჯერ უაზროდ რო წააგო მე ვიყავი? უსახური თამაშს თამაშობს ბოლო წლებია ტაქტიკას არ ცვლის ხედავს უაზრობაა მარა მაინც ზედ აზის ამას მესი რონალდო სანამ არ ეყოლება იქამდე იტყვის ლიგის მოგება არ შეგვიძლიაო,

ლაშა ცხვარაძე
Reply to  neko_neko.

მთლად ეგრე ნუ გაატანთ წყალს მაინც არაა ეს კაცი ასეთი ლანძღვის ღირსი და თუ ძველ დროს ვიხსენებთ მაინცდამაინც გავარტყი რონალდოს რეალზე ნაკლები ფეხბურთელები არ ყოლია იუვეს მაშინ (ახლანდელ რეალზე) მე მაინც მადლობელი ვარ ამ კაცის და მის წასვლას მარტო იმ შემთხვევასი მივესალმები ლიპი თუ მოვა სხვა არავინ ბენიტესის დედაც ვატირე ბენიტესს გამოცდილება მეტი აქ ისე და აცაადეთ ამ კონტესაც ცოტა. სკუდეტო კიდე ხელწამოსაკრავია არაა და ეგრე ნუ მოიხსენიებ მაინც და რატო გგონია რო იუვე ვერ მოიგებს წელს ევროპა ლიგას? ჯერ ყველაფერი წინაა დარწმუნებული ვარ მალე ისევ დააფასებთ კონტეს ეს კაცი ლანძღვის ღირსი არაა :forza:

neko_neko.
10 years ago

D E L P I E R O მისმინე ბრატცი, ეგ ყველა არის ზამენა ძირითად გუნდს იყენებს? იმიტო ჩავრჩით და ფეხები უკანკალებს მასტს , ყავს ვიდალი პოგბა ფანტაზია აქვთ შეუძლიათ თამაში და ყავს ჩაყენებული ერთ ადგილას თუ უყურე ლიგაზე თამაშს პოგბა რამდენჯერაც ბურთს მიიღებდა იმდენი უკან აკეთებდა პასს წინ არ შეეძლო წასვლა ამის დავალება იყო და იმიტო მასტს ისე არ უნდა წაგება და კანკალებს რო 1-0 ზე 67 წუთზე თამაშს ამთავრებს უკვე გასდის გოლი და მერე იტყვის თამაში არ წაგვივიდაო საკუთარ თავში არაა დარწმუნებული რას აკეთებს ჯერ იმ იუვენტუსის დედას ვტენე გალათასარაის 0-0 ზე რო დაუწყებს თამაშს მერე თუ ფრე… Read more »

neko_neko.
10 years ago

რამდენი დავწერე საიტმა არ დაწერა რატო

10 years ago

Estadio da Luz 2014

მე არ მკიდია :)

neko_neko.
10 years ago

არ მესმის მე ამის რატო არ უნდა დაგესახა მერე მიზნად მოგება , რა უნდა გუნდს კიდევ რო ამათმა მაგაზე იფიქრონ, უკეთესი დაცვა ბევრს ყავს ჩვენზე? უკეთესი ნახევარდაცვა უკეთესი მეკარე ან გინდაც თავდასხმა ბევრს ყავს? რა მაინცდამაინც მესი და რონალდო თუ არ გვყავდა ლიგის მოგებაზე არ უნდა ვიფიქროთ? სიტის არ ყავდა მარა გადაუკიდა ბაიერნს და ნახავთ რას გაქაჩავს მარა იყენებს ზუსტად პელეგრინი იმას რაც აქვს იცის ზუსტად და მანჩინივით ყველა ფეხბურთელზე არ დგას , ეს არის გუნდის სისუსტე როცა იმას ამბობს რო დასაწყისში მიზნად არ დაგვისახიაო გაიკეთე სკუდეტო უკან არავიზე ნაკლები შემადგენლობა ყავდა გუნდს ეგ სკუდეტო რო მოიგო განსაკუთრებული რა ქნა… Read more »

giorgi nefaridz
10 years ago
Reply to  neko_neko.

გეთანხმები ძმაო კონტემ ვერ გაქაცა ლიგა ტორე არავისზე ნაკლები სასტავი არ გვყავს, სწორი ფინანსების შემთხვევეში ევროპაში ისევ დავბრუნდებიტ, მაგრამ კონტემ რაღაც უნდა შეცვალოს თამაშის დროს გარდატეხა შეიტანოს , ეს ცვლილებებს 85 წუთზე აკეთებს :forza:

ლაშა ცხვარაძე
Reply to  neko_neko.

აუ შენ იმენა მაგარი ფილოსოფია გაქ კონტე ვერ იყენებს რესურსებს ხო ვის არ ან ვერ იყენებს გუნდში? პადოინს,ისლას,დეჩელიეს,ვუჩინიჩს,მოტას თუ ვის ვინც გამოსაყენებელია მათ იყენებს და მეტი რა ქნას თვითონაც ხო არ შევიდეს სათამაშოდ? ბენტესს რატო ნატრობ ეგ არ მესმის კაცი დაფრინავსო რო იძახი ეგ ის ბენიტესი არაა ინტერიდან რო პანჩურებით გააგდეს? თუ მე ვცდები და შენ გინდა თქვა რო ინტერის მაშინდელი კამანდა იმდენად სუსტი იყო რო არაფერი არ შეეძლო თუ არ იცი ან არ გახსოვს შემიძლია შეგახსენო ბენიტესი ინტერის ტრენერი იყო 2010-11 წლებში და მაგ დროს რო იყო ინტერი ისეთი ძლიერი ისტორიაში არ ყოფილა 3-ტიტული მოიგო მაურინიომ მაგ ინტერით და… Read more »

giorgi nefaridz
10 years ago

დავიწყოთ იმით რომ 1996 2003 სამჯერ ვიყავით ფინალში, ბენიტესი სეზონის ბოლომდე არ ყოფილა ინტერის ტრენერი, ბენიტესმა ვალენსიას და ჩელსის უეფა ხოლო არაფრით გამორჩეულ ლივერპულს ლიგა მოაგებინა, კონტე არის მშიშარა ტრენერი რისკზე ვერ მიდის, ზამენა არ უნდა გაკეთდეს 85 წუთზე თუ გუნდი აგებს უნდა შეგეძლოს ტაქტიკა სტრატეგიის გადაწყობა რაშიც კონტემ ლიგაზე ჩაისვარა :forza:

delpieronedved
10 years ago

დააკლიკეთ ესაა გოლი

Samtrediel90
10 years ago

მოკლედ მაგრად მკიდია წელს იუვე,თავში ქვა უხლიათ,გადართული ვარ მთლიანად ნაკრებზე
ფორცა აძურიიიიიიიი
:italy: :italy: :italy: :italy:

delpieronedved
10 years ago

დელ პიეროს გოლი ნახეთ ოთხი კაცი დაატაკა ერთმანეთს 39 წლის კაცმა

giorgi nefaridz
10 years ago
Reply to  delpieronedved

დადე ლინკი თუ იცი ძმა :forza:

gela kulikovi
10 years ago

ნაგრად გაგვახარე რა კონტე საგოლ იმის ტკმა გინდა რო ვინმეს მყიდველი ტკვენ არ ხარტ პირდაპირ ტკვიიბიომატ ფუ ტკვენი მატხოვარი დედაც

Di Francesco # 1
10 years ago

იუვენტუსის მწვრთვნელი რომელიც ასეთ კომენტარს აკეთებს(მარტო სათაურიდან გამომდინარე) ის იუვე მარტო ამიტო არუნდა გავიდეს ლიგის ფინალში
იტალიის ნაკრები ყავს გუნდში და ჯგუფიდან ვერ გაგყავს გუნდი, მემგონი სრული პასუხისმგებლობა კონტემ უნდა აიღოს მის თავზე და ზედმეტი აზრო მიზეზები არაა საჭირო ამის გასამართლებლად
ზაფხულში ვნახავთ რა შეუძლია ამ გუნდს, იუვს ყავს მსოფლიოს საუკეთესო მეკარე, მსოფლიოს საუკეთესო დაცვა, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარდაცვა და ამის დადასტურებას ყველა ბრაზილიაში ვნახავთ და თუ გოლის პრობლემა შეიქმნა იუვეში ეს მთლიანად კონტეს და მაროტას დამსახურებაა აუტკივარ თავს რო აიტკიებ და სკუდეტოს წაუგებლად მომგებ გუნდს რო დაშლი მეტის ღირსი ხარ

Samtrediel90
10 years ago

იტალია მოიგებს წელს უეჭველი
:italy: :italy: :italy:

და იუვეს დაცვის საუკეთესოობაზე რა გითხრა :chuvak:
ბარძალია ამ დროისთვის ერთადერთი წწესიერი მცველი

Samtrediel90
10 years ago

arseni
მილანი რას იზამს? :lool:
არ იცი რას იზამს? განა იუვეა
არავინ არ გადაუღუნოს მილანს
:italy: :italy: :italy:

delpieronedved
10 years ago

ორშაბათსაა კენჭისყრა

arseni
10 years ago

მილანი რო გავიდა პლეიოფში რა ?
რას გააკეთებს იქ ?
ღმერთმა არ ქნას და რეალს არ შეხვდეს თორემ მერე ნახეთ რა დღეში ჩავარდებიან /

arseni
10 years ago

კი მართალია კონტე .. მაგრამ შეიძლება ევროლიგაზე აღვიდგონოთ პრესტიჟი როგორც ეს ჩელსიმ გააკეთა შარშან (წელს ისე ძალ;იან ბევრი კონკურენტია იქ უკვე)… ეს ძალიან მნიშვნელოვანია იუვესთვის რადგან 1996 წლის შემდეგევროპული თასი არ აუღია გუნდს …
P.ს. ისე კენჭისყრა როდის არის …???

delpieronedved
10 years ago

მაგალითად იუვენტუსმა ხო იყიდა ტევესი მაგისმა მაიკებმა ეგ ფული ამოიღო უკვე და იუვენტუსს რომ ცოტა ისეთი ვარსკვლავი იყიდა ვინც ვარსკვლავია მართლა და არა ცირკის რიჟიკა მერე ხო საერთო მაგალითად ბარსელონამ რომ ნეიმარი იყიდა მარტო ბრაზილიაში გაყიდული მაიკებით ამოიღებდა მაგ ფულს

10 years ago

მე თუ მკითხავთ კოპენჰაგენი-იუვე 1-1, და იუვე-გალა 2-2.. არცერთი შედეგი არაა კონტეს ბრალი, კოპენჰაგენში 5-6 ასპროცენტიანი მომენტი გავაფუჭეთ რაც კონტეს ბრალი ნაღდად არაა.. გალასთან კონტემ ამოქაჩა კვალიას შეყვანით მაგრამ ბოლო წამებზე გავუშვით.. ამასთან რეალთან ორივე თამაშში კარგად ვითამაშეთ. ეს ბოლო თამაში კი ფეხბურთი არ იყო, ეს იყო ფეხბურთსა და ჰოკეის შორის რაღაც, რისი სახელიც ჯერ ვერ მომიფიქრებია ამით იმის თქმა მინდა რომ მთელი პასუხისმგებლობა ერთ კაცზე არ მოდის, არამედ ყველაზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს, მწვრთნელებზე, მენეჯერებზე, ფეხბურთელებზე.. გულშემატკივრებზეც კი, უნდა ვაღიაროთ რომ ბევრ იუვეს გულშემატკივარს არ ჯეროდა თავისი გუნდის და განწირულ კომენტარებს აკეთებდა.. – ეხლაც კარგად მახსოვს ის გამოკითხვა, თუ არ… Read more »

delpieronedved
10 years ago

კონტეს გუნდიდან გაშვებაზე ლაპარაკიც კი არა ფიქრიც ზედმედია მაგრამ კონტეს ბრალიცაა ასე ცუდად რო ითამაშა იუვემ პირველი ორი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, ბაიერნთან თუ დავთმეთ წინა წელს მაგაში კონტეს რა ბრალია მაგრამ გალათასარაი კოპენჰაგენს იუვე უნდა უგებდეს წესით,სწორედ თქვა კონტემ უახლოეს მომდევნო წლებში იტალიური გუნდი ნახევარ ფინალამდეც ვერ მივა ფინალზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია და მოგებაზე საერთოდ, მაგრამ ერთ რამეში ვამტყუნებ იმხელა უფლება უნდა ქონდეს კონტეს რომ მოთხოვოს ანიელის ორი ფეხბურთელი მაინც ისეთი დონის როგორიც იუვენტუსს შეეფერება. ინტერს შეხედეთ მაგისმა მფლობელმა რომელ ფეხბურთელებსაც მოითხოვს მაცარი იმას ვუყიდიო რა ინტერი იტალიური გუნდი არაა თუ რა ხდება?! ყველაფერი ანიელის და მაროტას ბრალია მე თუ… Read more »

| Newsphere by AF themes.
28
0
Would love your thoughts, please comment.x