ბარძალი “ტრაბზონსპორთან” შეხვედრაში დაბრუნდება ?
ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალური მცველი, ანდრეა ბარძალი მოედანს შესაძლოა ევროპის ლიგის 1/16 ფინალში, “ტრაბზონსპორთან” მატჩში დაუბრუნდეს.ტრავმის გამო 32 წლის უკანახაზელმა “კიევოსთან” შეხვედრა გამოტოვა და უახლოესი ორი დღე გვიჩვენებს, იქნება თუ არა იგი მზად თურქებთან დაპირისპირებაში მონაწილეობის მისაღებად.შეგახსენებთ, რომ ბარძალის გარდა ლაზარეთში ამ მომენტისთვის ჯორჯო კიელინი, სიმონე პეპე და მირკო ვუჩინიჩი იმყოფებიან.”მფრინავ ვირებთან” მატჩში კი ბარძალი მარტინ კასერესმა ჩაანაცვლა, რომელიც ცენტრში ლეონარდო ბონუჩისა და ანჯელო ოგბონას შეუწყვილდა.
გამოკითხვაში ვინ მიცა არას რა საინტერესოა. ოსვალდოს ტრანსფერი არის წლის ტრანსფერი იუვეში გუნდში უკვე აღარაა თავდამსხმელი საჭირო ლორენტე ტევესი ოსვალდო კარგი თავდასხმაა ბევრ გრანდს არ ყავს ასეთი შეტევის ხაზი ოსვალდო არის ტოპ კლასის ფორვარდი ძალიან ძლიერია სტანდარტულების დროს და ერთი ერთზეც ევროპა ლიგაზე უნდა მიეცეს შანსი და დაამტკიცებს თავის დონეს