ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლო: ” “იუვეში” ყველაფერია რაც მჭირდება “

“ტორინოსთან” დაპისიპირებამდე მცირე ხნით ადრე ჟურნალისტებთან ანდრეა პირლო საუბრობს. მოახლოებული მატჩის გარდა, იტალიელი ნახევარმცველი საკუთარ მომავალსაც ეხება…

“ტორინო” კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელიც კარგ ფეხბურთს თამაშობს და ჩერჩისა და იმობილესთან ერთად ბევრი გოლი გააქვს. წინა სეზონებისგან განსხვავებით, ჩვენმა თანაქალაქელებმა უკვე გაინაღდეს “სერია ა”-ში დარჩენა და შიშის გარეშე იასპარეზებენ. “იუვესთან” გამარჯვება მათთვის წარმატებული სეზონის გაგრძელება იქნება, ჩვენ კი მოგებით კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ “სკუდეტოსკენ”. უპირატესობა უკვე გვაქვს, ასე რომ ჩემპიონის ვინაობა ჩვენ ხელშია, მაგრამ ბრძოლა მაინც ბოლო ტურებამდე გაგრძელდება. ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს.

რაც შეეხება ჩემს მომავალს, უბრალოდ მინდა, ისევ მნიშვნელოვანი ვიყო გუნდისთვის, იმედი მაქვს ეს დიდხანს იქნება ასე. გუნდის ხელმძღვანელობას უკვე ვესაუბრე და დეტალების განსახილველად მალე მივუჯდებით მაგიდას, თუმცა წინ იმდენი მატჩი გველოდება, ამჟამად მათზე კონცენტრირება ჯობია. “იუვეში” ყველა პირობაა იმისთვის, რომ აქ თამაში გავაგრძელო, გუნდი პროგრესირებს და დიდი მიზნების მიღწევა შეუძლია. ანდრეა ანიელი პირველი დღიდანვე მზად იყო ჩემი სიტყვები მოესმინა, ამიტომაც მადლობას ვუხდი მას. ”

მადრიდის “რეალი”? მადრიდელებთან არ მისაუბრია, კარლო ანჩელოტისთან კონტაქტი მუდმივად მაქვს, მაგრამ არა ფეხბურთსა და ტრანსფერების თემაზე. სილვიო ბერლუსკონიც შემეხმიანა, მაგრამ უკან “მილანში” დაბრუნებას არ ვაპირებ. რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ 35 წლის ვიქნები და ალბათ ჯობია ადგილი ახალგაზრდებს დავუთმო. რა თქმა უნდა, თუ ჩემი თამაში ნაკრებს დასჭირდება, უარს არ ვიტყვი. როცა მივხვდები, რომ რაღაც-რაღაცეები აღარ გამომდის, პირველი ვიქნები, ვინც წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს. ”

რაც შეეხება კაპელოსა და კონტეს დაპირისპირებას, კაპელოს “იუვენტუსი” ძალიან წარმატებული იყო. შეიძლება, ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს არ თამაშობდნენ, მაგრამ მეტოქესთან შეუბრალებლები იყვნენ, ისევე, როგორც კაპელოს ყველა გუნდი: იციან რა უნდათ და ყოველთვის იღებენ მას. კონტეს “იუვე”? კონტეს “იუვენტუსი” განსხვავებულია, ჩვენი გუნდის საფუძველი მაღალი ორგანიზებულობა და გუნდურობაა, თანაც ეს “იუვე” შედეგებს ლამაზი ფეხბურთით აღწევს. მინდორზე გასვლა და თამაში ჩვენთვის სიამოვნებაა. ”

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jjj jjj
10 years ago

:forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x