ტევესი : “სკუდეტო ? – 75 პროცენტით ჩვენია”
ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი ფორვარდი, კარლოს ტევესი თვლის, რომ “მილანთან” მოპოვებულმა გამარჯვებამ ბიანკონერების საჩემპიონო შანსები კიდევ უფრო გაზარდა.შეგახსენებთ, რომ მეათე ნომერმა როსონერის კარში ულამაზესი გოლის გატანაც შეძლო : “აუღებელი დარტყმა გამომივიდა, აბიატის დადანაშაულება, ვფიქრობ უადგილოა.ჩემს კარიერაში ეს იყო ერთ-ერთი ულამაზესი გოლი და მას, რა თქმა უნდა, ჩემს ვაჟს ვუძღვნი.მსაჯები ? – არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუდმივად მზად არიან არბიტრების შეცდომებზე ისაუბრონ, ფაქტი ისაა, რომ ჩვენ მოედანზე ვიგებთ.ჩემი აზრით, 75 პროცენტით სკუდეტოს ავიღებთ.რომაელებმა ქულები დაკარგეს, ჩვენ კი სან-სიროზე გავიმარჯვეთ, ძალიან ბევრს ნიშნავს.კონტე ? – ანტონიოსთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს, სანამ რამეს გადავწყვეტდი, სწორედ კონტეს ვესაუბრე და მან პირადად მომიწვია “იუვენტუსის” შემადგენლობაში.ვიბრძვი და ვიხარჯები იმისთვის, რომ გუნდს სარგებელი მოვუტანო.ზოგჯერ მაქებს, მითითებებს მაძლევს და ჩემი ხასიათი მოსწონს, ლომსაც კი მადარებს.ვაღიარებ, “მილანთან” მატჩის მიმდინარეობისას მკითხა, ხომ არ დაიღალეო, უარყოფითი პასუხი გავეცი და ჩემი აქტივობა გოლით დავუმტკიცე.ვფიქრობ, ამბიციები მეც და ბებერი ქალბატონის დამრიგებელსაც საერთო გვაქვს.”
ხომ არ დაიღალეო კიარა, უთხრა: რა იყო, ჩაგეძინაო? კონტე ხო მკვახე და უხეშია
მაგარი ხარ კარლიტო

მგელი ხარ მგელი !!!!

75 არა აპაჩე 100 % ჩემპიონები ვართ, წელს ბომბარდირი უნდა გახდე
