ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” ეს იქნება კარგი რეკლამა იტალიური ფეხბურთისთვის ”

” საბედნიეროდ , წვრთნების დროს ფეხბურთელები მაქსიმალურად იხარჯებიან , ამიტომაც ფიზიკური კონდიციების გამო ყველაზე ნაკლებად ვნერვიულობ .გამომდინარე იქიდან  , რომ დაგეგმილ შეხვედრებს შორის ძალზედ მცირე დროა გამოყოფილი , აუცილებელია შემადგენლობის სრულად გამოყენება და როტაციის განხორციელება . წინააღმდეგ შემთხვევაში სეზონის მიწურულს ძალების გარეშე შევხვდებით . მაქვს შანსი გამოვცადო სხვადასხვა მოთამაშე და შევეცდები ის შემადგენლობა დავუპირისპირო მეტოქეს , რომელიც გამარჯვებას მოგვიტანს . მერწმუნეთ როტაციას იმ მიზნით არავინ აკეთებს , რომ გუნდი დაასუსტოს . ბევრი ვიფიქრე ბოლო პერიოდში გარკვეულ საკითხებზე და ცვლილებები , რომლებიც მომავალში ჩვენს შემადგენლობაში განხორციელდება უნდა იყოს პროდუქტიული არ მარტო ევროპა ლიგაზე , არამედ სერია ა-შიც . კალჩოში ეხლა შეიძლება საგანგაშო სიტუაციაში არ ვიმყოფებით , მაგრამ წინ 33 ქულაა გასათამაშებელი და ყურადღების მოდუნებამ შესაძლოა პრობლემები შეგვიქმნას ” …

” ერთი სიტყვით არ მიგვაჩნია , რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა დასრულებულია . ეხლა გვიწევს დაპირისპირება ფიორენტინასთან , შემდგომ ჯენოასთან და მერე ისევ ფლორენციელებთან ” .

” პოლი ჩინებულ ფორმაში იმყოფება და როდესაც უკანასკნელ შეხვედრას თავიდან ბოლომდე ვუყურე , ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი . არ ვეთანხმები იმ ადამიანებს ვინც მას აკრიტიკებს . ნუ დაგავიწყდებათ , რომ ფრანგი ჯერ კიდევ 20 წლისაა და შარშანდელ სეზონში უამრავი მატჩი გამართა და მხოლოდ 15 დღე დაისვენა . ტევეს გარკვეული პრობლემები აქვს და როგორც წინა მატჩის დროს შეფასდა მისი ჯანმრთებლობის მდგომარეობა , ხვალაც იგივე განმეორდება ” .

” ვფიქრობ ზე მოტივირებულ გუნდთან გვექნება დაპირისპირება . მონტელას გუნდს ძალზედ სურს შემდეგ ეტაპზე კვალიფიცირება რადგან შიდა პირველობაზე მატჩების დიდი რაოდენობის გამართვა მაინც და მაინც არ უწევთ . ამ მხრივ ჩვენს შორის არის განსხვავება . ჩვენ მიზნად სკუდეტოს მესამედ მოპოვება და უკვე ეხლა ევროპა ლიგაში გამარჯვება დავისახეთ . ვფიქრობ , მათთან დაპირისპირება იტალიური ფეხბურთისთვის კარგი რეკლამა იქნება . დიახ , შესაძლოა შეხვედრა მოსაწყენი 0-0 ით დასრულდეს , მაგრამ ამას ნაკლებად ველოდები რადგან ორივე კლუბი შემტევ ფეხბურთს თამაშობს . ვიმედოვნებ , რომ დაძაბული და ლამაზი სანახაობა გველის ” – განაცხადა ანტონიო კონტემ წინასამატჩო პრესსკონფერენციაზე .

 

ყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giorgi nefaridz
10 years ago

მონტელა ვს კონტე http://www.youtube.com/watch?v=QUQ1_CWytUc

irakli28
10 years ago

აუუ იმენა მეც მაგრად მინდა რო პრემიერ ლიგის ფანებს ხმა ჩავაწყვეტიო რაა…..თან განადგურება მინდა, მარტო მოგება არა…..

10 years ago

სკუდეტოს ბედი გადაწყვეტილია 99%
ამიტომ მიხედე ევროპის ლიგას კონტე და არ გინდა ზედმეტი როტაციები ამ ტურნირზე (ზედმეტში ვგულისხმობ ამ შემთხვევაში თავდასხმის არევას,თორე ნახევარდაცვაში არ აირევა არაფერი ისეთი, პირლო,მარკიზიო,პოგბა,ვიდალი არჩევანი არის)…
ევროპის ლიგა არის ეხლა მთავარი, იმიტომ რომ სკუდეტო ჩვენია… როტაცია სერია ა-ს ეყოფა მაინც წელს…

ფიორე ნამდვილად ზე მოტივაციით იქნება, მაგრამ წესით ვერ უნდა გადალახოს ჩვენი ბარიერი… წელს ვერავინ გვაჯობებს, თუ სწორად მოემზადებიან კონკრეტული მატჩებისთვის

zaza kvashilava
10 years ago

ისე ბიჭებო ჩვენი მირკო სადა ნეტავნი ჰაა, კაი ხანია არ მსმენია მასზე და იმედია სიურპრიზს არ გვიმზადებს რამეს კონტეე :)))))

Giorgi kasrashvili
10 years ago

მავარია პადოინი არ დააყენოს და პელუზო!!!

ასამოა უნდა იყოოო
აქეთ კიდე ან კასერესი ან ლიხშტა…

მაგრამ კონტეს პრესკონფერენციაზე ისლა ყავდაო და იასნა ისლა ჰყავს ძირითადში!!!

წინ კი ოსვალდო-ჯოვინკო იქნება ტევესს ცოტა ტრამვის ნიშნები აქვს…
ცენტრში კი პირლო უეჭველი იქნება!!!

Giorgi kasrashvili
10 years ago

კონტეეე მისმინე მშიშარა კაცოოო!!! 1.სკუდეტო მოგებული გვაქვს აბა რა? 11ქულას რომა კი არა ბავარია ვე ამოგვიქაჩავს!!! 2.აქედან გამომდინარე ევროპა ლიგა ჩემპიონთა ლიგის ტოლია ჩვენთვის და მნიშვნელოვანი!!! 3.როტაციებს სეია აში მიმართე და არა ევროპა ლიგაზე 4.როტაციის მიმართვა კი არ ნიშნავს პადოინი-პელუზო ათამაშო!!! ——————–ბუფონი —ბარძალი———–ბონუჩი———-ოგბონა ისლა——–ვიდალი—პირლო—მარკიზიო—–ასამოა —————ოსვალდო—ჯოვინკო 1.ბუფონი – იმიტომ რომ სტორარის დრო ეხლა არაა 2.ბარძალი – რადგან გუარდადო-გომესს ეგ უფრო მიხედავს ვიდრე კასერესი 3.ბონუჩი – რადგან დასვენებულია 4.ოგბონა – რადგან მაგარ ფორმაშია, იმენა ფიორესთან ჩაატარა რა 5.ისლა – ოღონდ პადოინი არა და ეგ იყოს ჯანდაბას. ისე მე ლიხშტა ან კასერესი მინდა 6.ვიდალ – უკომენტაროდ მეფეეეეეეე 7.პირლო – დასვენებულია და მიდი ანდრეა… Read more »

arseni
10 years ago

ნართალია, ამ ეტაპზე – ევროპა ლიგა ჩემპიონთა ლიგის ტოლია ჩვენთვის

zaza kvashilava
10 years ago

კარგი სასტავია ისლას და სებას გარდა, ლიხშტა უეჭველი უნდა იყოს და ტევესიც, ხომ უნდა გაიტანოს ამ კაცმა გოლი, და ევროპის ლიგიდან დაიწყებს გატანას და მომავალ წელს უფრო გაუადვილდებაა ;) :forza:

Tornike Iosava
10 years ago

ყველაფერში გეთანხმები 100 % გარდა ლორენტესი ოსვალდო ბევრად პროდუქტიული იქნება და ბევრად მოძრავია ვიდრე მეფე ლომი ბაზარი არ არის მაგარია, მაგრამ ოსვალდო ბევრად მირჩევნია უფრო სცრაფია და ფინტიკლუშკობს და ეს ტიპიური ცენტრ-ფორვარდია

zaza kvashilava
10 years ago

ამ თამაშს 3-1 ვიგებთ.
ხოლო განმეორებით 2-1 ვაგებთ
მაგარი თამაში გველის და იმ წაგებისთვის უნდა მოიგოთ მხოლოდ! 4-2 ვგულისხმობ
:forza: :juvee:

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x