ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : “იუვენტუსი ? – დაულაშქრავ მწვერვალად უნდა ვაქციოთ”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაციას ევროპის ლიგის 1/4 ფინალში, “ლიონის” წინააღმდეგ აპირებს : “ამაყი ვარ, რომ ევროპაში იტალიის ერთადერთი წარმომადგენელი სწორედ ჩემი გუნდია.იტალიური ფეხბურთის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეგვაქვს და მაქსიმალურად ვეცდებით, სამშობლო ვასახელოთ.ტრავმირებული ფეხბურთელები ? – შედარება რომ მოვახდინოთ, ჩვენსა და ფრანგებს შორის აქაც სერიოზული ბრძოლაა გაჩაღებული.”ფიორენტინასთან” შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ სამი ფეხბურთელი მყავდა, მეკარის გარდა, ამ მხრივ იდეალურად საქმე ნამდვილად არ გვაქვს.რაც შეეხება უშუალოდ მოწინააღმდეგეს, “ლიონი” ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია.ეს გუნდი კარგად შევისწავლეთ და დავადგინეთ, რომ ფიზიკურად ძლიერები არიან, შემტევ და ლაღ ფეხბურთს აჩვენებენ, ლიდერები ? – ლაკაზეტე და მათი ბომბარდირი, გომისი.ვიცით მათი სუსტი მხარეებიც, ხვალ ჩვენი მიზანი დამაჯერებელი თამაშის ჩვენება იქნება, გვჯერა, დამაკმაყოფილებელ შედეგს მივაღწევთ, წინ ხომ საშინაო მატჩიც გველის.”

საუბარი რამდენიმე სიტყვით იტალიის ჩემპიონატსაც შეეხო, რომლის ერთპიროვნული ლიდერი ტურინის “იუვენტუსია” : “დარწმუნებული ვარ, “ნაპოლისთან” მარცხი ჩემს შეგირდებზე დადებითად იმოქმედებს, კარგი გაკვეთილი მივიღეთ და ვეცდებით, დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ.ხვალ ფეხბურთელებისგან შესანიშნავ თამაშს ველი.”რომა” ? – ამ გუნდზე არ ვფიქრობ, კონცენტრირებულნი ვართ მხოლოდ საკუთარ თამაშზე და ჩვენი ფიქრები ახლა მხოლოდ “ლიონთან” მოახლოვებულ დაპირისპირებას მოიცავს.რემი გარდეს კომენტარები ? – მან “იუვენტუსს” მთა უწოდა, რომლის დალაშქვრაც შესაძლებელია, ჩვენ ვეცდებით, დაულაშქრავი გავხადოთ.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
d a v i d
10 years ago

:love:

neko_neko.
10 years ago

ყველაზე დიდი ჯგუფიდან გავიდეთ ეხა ლიგაზე

gela kulikovi
10 years ago

:forza: სუარეზს ტუ იყიდი კი ისე ვერა

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x