ვიდალმა შესაძლოა საპასუხო ნახევარფინალური დაპირისპირება გამოტოვოს
მუხლის არეში არსებული დისკომფორტის გამო , არტურო ვიდალი გამოტოვებს ” სასუოლოსთან ” მოახლოებულ დაპირისპირებას და არ არის გამორიცხული ვერც ” ბენფიკასთან ” განმეორებით მატჩში მიიღოს მონაწილეობა . დამატებითმა გამოკვლევებმა აჩვენა , რომ ვიდალის ტრავმა ჯერ კიდევ არ არის მოშუშებული და მას მინიმუმ სამ დღიანი დასვენება ესაჭიროება . დადიოდა ხმები , რომ ჩილეს ეროვნული ნაკრები ასევე ნერვიულობდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ტურინში სამედიცინო ჯგუფიც კი გააგზავნა . ტურინელ ექიმებთან ერთად ისინი შეეცდებიან მალე დააყენონ ფეხზე ნახევარმცველი და ყოველგვარი საშიშროების გარეშე აღუდგინონ ფორმა .
წყარო : Tuttosport
იმედია იქნება მწყობრში თორემ ბენფიკას შეტევესბ ვერ გავუმკლავდებით იმენა
კაი რა იტალიელებს რო ჩილელებზე მაგარი ექიმები ყავთ რად უნდა მაგას ლაი-ლაი, ეტყობა შამანების სასტავი გაგზავნეს ტურინში
