ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბიანკონერები მუნდიალზე, პირველი ტური მათთვის დასრულდა

ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ წრეში ყველა იმ გუნდმა იასპარეზა, რომელშიც ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელები თამაშობენ.იტალიისა და ჩილეს ნაკრებების წარმატების შესახებ უკვე მოგახსენეთ, ვახსენეთ მარტინ კასერესის ურუგვაის მარცხიც, ახლა დარჩენილ სამ მოთამაშეზე ვისაუბროთ.პოლ პოგბამ ჰონდურასთან დაპირისპირებაში 57′ წუთი დაჰყო მოედანზე, შემდეგ იგი მუსა სისოკომ შეცვალა, ფრანგ ნახევარმცველს აქტივში მოპოვებული პენალტი ჰქონდა, რომელიც კარიმ ბენზემამ აქცია გოლად, პასივში კი 28′ წუთზე მიღებული ყვითელი ბარათი.აქვე ვთქვათ, დიდიე დეშამის შეგირდებმა ის მატჩი 3-0 მოიგეს, შემდეგ შეხვედრას კი 20 ივნისს, შვეიცარიასთან გამართავენ.ასევე მოგებით დაიწყო მუნდიალი შტეფან ლიხტშტაინერმა, რომლის გუნდიც მართალია, ჯერ აგებდა, შემდეგ კი ფრესთან იყო ახლოს, თუმცა ევროპელებმა ეკვადორი მძიმე ბრძოლაში დაამარცხეს და პირველ სამ ქულას გამოკრეს ხელი.ბიანკონერების მარჯვენა ბექმა სრული, 90′ წუთი დაჰყო მინდორზე.კასერესის მსგავსად, სტარტი წარუმატებელი აღმოჩნდა კვადვო ასამოას განასთვის, რომელმაც ამერიკის ნაკრებთან 1-2 წააგო და ძლიერ ჯგუფში საქმე კიდევ უფრო გაირთულა.ასამოამ შეხვედრა სრულად ჩაატარა, მარცხენა მცველის პოზიციაზე.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakli28
10 years ago

განა ჩარჩება უეჭველი, შვეიცარიას კაი შანსი აქ და ჩილეც მაგრა მეიმედება, ფრეს მაინც გამოკრავდნენ ხელს ესპანეთთან და გასულები არიან

Juventino17
10 years ago
Reply to  irakli28

ვიდალის თამაშს რო ვუყურებდი გული მისკდებოდა ფეხი არ დაედგა ცუდად, მირჩევნია ჩილე ჩარჩეს ვიდრე ვიდალს გაუმიზეზდეს ეს უნამუსოები ტვირთავენ მაინც მოეცადათ რა იქნებოდა

AKAKI nozadze
10 years ago
Reply to  Juventino17

დათვირთავენ რომელია ეხლა სამკვდრო-სასიცოცხლო თამაში აქვთ ესპანელებთან ბოლომდე იხმარენ რასცქვია

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x