ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინელთა სატრანსფერო სვლები ივნისის თვეში

ივნისის თვე ტურინული გრანდისთვის არცთუ ხმაურიანი იყო სატრანსფერო კუთხით, მაგრამ გარკვეული სახის შეთანხმებები ამა თუ იმ ფეხბურთელზე მაინც შედგა. გამოსარჩევი რა თქმა უნდა ჩირო იმობილეს საქმეა. ახალგაზრდა იტალიელი ფორვარდი კარიერას დორტმუნდის ბორუსიაში განაგრძობს, ხოლო ბიანკონერიმ თავის მხრივ რვა მილიონი ევრო გამოიმუშავა მისი გასხვისებით. გამომდინარე იქიდან, რომ იტალიის მოქმედი ჩემპიონი იმობილეს ხელშეკრულების მხოლოდ 50%-ს ფლობდა, თანხის მეორე ნახევარი ტორინოს ერგო. იმობილეს გარდა კიდევ შვიდი შეთანხმება შესდგა ამ თვეში: ედოარდო გოლდანიგა და ერიკ ლანინი თანამფლობელობაში ჰყავთ იუვეს და პალერმოს. ჩეზენასთან დასრულდა წარმატებით მოლაპარაკებები გაბრიელ მონჩინიზე და სტეფანო პელიცარიზე. ამ უკანასკნელის კონტრაქტი ტურინელთა ხელშია. და ბოლოს … მიღწეულია შეთანხმება პარმასთან ფილიპო ბონიპერტის და ალბერტო გალინეტას თაობაზე. ბონიპერტი პარმას რიგებში განაგრძობს ასპარეზობას, მაშინ როდესაც გალინეტის კონტრაქტი შავ თეთრების ხელშია გადასული.

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x