ლუიზაოსთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებულია
ტურინის “იუვენტუსმა” ბრაზილიელ მცველ ლუიზაოსთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, ახლა ჯერი “ბენფიკასთან” გასამართ მოლაპარაკებებზეა.ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, 33 წლის ვეტერანი ბიანკონერებთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი ანაზღაურება წელიწადში სამი მილიონი ევრო იქნება.შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი უკანახაზელი კოსტას მანოლასის ალტერნატივაა, იმ შემთხვევაში, თუ ჯუზეპე მაროტა ბერძენს ვერ გაიფორმებს, მთლიანად გადაერთვება ლუიზაოს ტრანსფერზე.რაც შეეხება ფასს, პორტუგალიელები 4 მილიონ ევროს ითხოვენ, თუმცა იტალიელებს ამ თანხის შემცირების იმედი აქვთ.
კარგი მცველია გამოცდილი
Goal.com ze vnaxe tumca statias ver vxsni mobilurit var da sheidzleba sxva rame weria
გამორიცხულია ბუფონი ხელფასზე ლაპარაკს არ დაიწყევდა
ისე ბუფონზე მეტი ტევესს და ლორენტეს რო ექნება სირცხვილია
ლუიზავო არ გადმოდის 4მილიონი ეცოტავა მეტი უნდა
ხო ცოტააო მეტი უნდათო.. და მანოლასზე სად წერია ვერ ვნახე
მე მახსოვს ბუფონმა თქვა კონტრაქტის გახანგრძლივების დროს, ხელფასზე არ ვილაპარაკებო რამდენსაც ჩამიწერენ იმდენს მივიღებო, ბუფონი როდის იყო ფულზე ლაპარაკობდა?
იუარა რას ქვია? მეტი აქ და ნაკლებს აძლევენ?