ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის მატჩისშემდგომი კომენტარი

ალეგრისთვის არაფერი იყო იმაზე მეტად სასიხარულოდ ვიდრე დებიუტი იტალიის ყველა დროის საუკეთესო კლუბის რიგებში და უდაოდ ბრწყინვალე ასპარეზობით ვერონაში ადგოლობრივი კიევოს წინააღმდეგ. თუმცა, ახალგაზრდა სპეციალისტი თვლის, რომ გუნდმა აუცილებლად უნდა განაგრძოს კონკრეტულ ასპექტებში პროგრესირება: ” სიმართლე გითხრათ ტაიმის მიწურულს ავნერვიულდი, რადგან არა ერთი იდეალური შანსი გავუშვით ხელიდან და რომ არა ჯიჯის ფანტასტიური სეივი წარმოდგენა არ მაქვს რა პრობლემების წინაშე დავდგებოდით. დიახ, საკმაო მომენტების რაოდენობა გავუშვით ხელიდან, მაგრამ რაც არ უნდა იყოს კარგი მატჩი ჩავატარეთ. იმედი მაქვს სანაკრებო პაუზის შემდგომ ჩემს განკარგულებაში უკვე ფეხბურთელების სრული რაოდენობა იქნება. დღევანდელ დღეს გამარჯვების მოპოვებას აუცილებელი დატვირთვა გააჩნდა და ჩვენ მზად ვართ ყოველ უიკ ენდზე ვიბრძოლოთ მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულისთვის. ვერონაში მიზანი მიღწეულია, მიუხედავად იმისა, რომ არა ერთი წამყვანი მოთამაში მოვისაკლისეთ”.


” 3-5-2 ? ეს არის ტაქტიკური მოდული, რომელიც გარკვეულ გარანტიას იძლევა. მაგრამ იუვეს თავი არც ოთხ მცველიან სქემაში შეურცხვენია. მეორეს მხრივ კიევოს ხასიათიდან გამომდინარე აუცილებელი იყო მაქსიმალური კონცენტრაციით მომზადება რაც დამეთანხმებით რამდენიმე ფეხბურთელის გარეშე საკმაოდ რთულია. ამიტომ გადაწყვეტილება 3-5-2 ის სასარგებლოთ გავაკეთე. კარგად ვიასპარეზეთ მაგრამ მწამს შეგვწევს ძალა უფრო უკეთესად ვაკონტროლოთ ბურთი. როდესაც ვიდალი და პოგბა შემტევ მანევრირებებში იღებენ მონაწილეობას, შეხვედრას დამატებითი სილამაზე ემატება. მარკიზიო მომეწონა, მაგრამ მან თამაშიდან თამაშამდე უნდა მოუმატოს მოედნის ხედვასთან დაკავშირებით “.

 

წყარო: “იუვენტუის” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

80 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
d a v i d
10 years ago

ლეალის რატო არავი ახსენებთ? :loool: პირველი მატჩი ქონდა სერია ა-ში და გოლი არ გაუშვია :love: მგონი კარგი ბიჭი გვეზრდება :kenwvla:

arseni
10 years ago

მარა 19 მილიონის გადამხდელი ნაღდად არ იყო იუვე

arseni
10 years ago

ვაა ჩერჩი ამდრიდის ატკეტიკოში გადასულააა …. არადა არც ჩვენს გვაწყენდა

Samtrediel90
10 years ago

მჭედლიძის გულისთვის რაზე იწვალებთ თავს :lool:

Di Francesco # 1
10 years ago

4-3-3ში გამოგვადგება გაბიადინი

Vega
10 years ago

მე მიყვარს გაბისნაირი ფეხბურთელები კრაის ფეხბურთელები.

Vega
10 years ago

1juve

გაბის მე სულ ვბალეშიკობ და მისი ხათრით ვუყურებ ხოლმე სამპდორიას. და იუვეს ძაან დახატავდა ახლა. დროა დააბრუნონ. დესტრო კარგი ცენტრფორვარდია მაგრამ გაბი უფრო მოაზროვნეა მოედანზე. დესტრო და გაბი იუვეში ძირითადში და ვსო რა.

| Newsphere by AF themes.
80
0
Would love your thoughts, please comment.x