ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი: ” ტევესი დიდ დახმარებას უწევს გუნდს “

მასიმილიანო ალეგრის განცხადებით მატჩის საბოლოო შედეგზე ტურინელთაგან ყველაზე დიდი ზეგავლენა ჯანლუიჯი ბუფონის ასპარეზობამ განაპირობა :” ფანტასტიური გამარჯვება იყო. გამომდინარე იქიდან, რომ დედაქალაქელებს მოპოვებული ჰქონდათ გამარჯვება ჩვენზე წნეხი გაიზარდა. ადვილი თამაში ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ბერგამოში ყველას უჭირს. პირველი 10 წუთი ცუდად გამოვიყურებოდით და მეტოქეს შეეძლო ჩვენი დასჯა. საბოლოო ჯამში ჩემმა შეგირდებმა დამაკმაყოფილებლად იასპარეზეს, ხოლო მატჩის შედეგზე უდაოდ ბუფონმა იმოქმედა”.

” ვფიქრობ ჯიჯისა და სხვა მეკარეებს შორის სხვაობა მდგომარეობს იმაში, რომ ბუფონის კარს ემუქრებიან იშვიათად, თუმცა როდესაც დგება აუცილებლობა იგი მოწოდების სიმაღლეზეა. სწორედ ამიტომ არის იგი ჩემპიონი”.

” პოგბას დასვენების საშუალება მივეცი შუა კვირაში, მაშინ როდესაც ვიდალს ფორმის აღსადგენად აუცილებლად ესაჭიროება რაც შეიძლება ბევრ შეხვედრაში ასპარეზობა. მორატა მშვენივრად ჩაერთო მატჩში სათადარიგოთა სკამიდან რაც ბუნებრივია ნიშნავს იმას, რომ სათამაშო სულისკვეთებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არა გვაქვს”.

“ჩვენი ტაქტიკური მონახაზი დამოკიდებულია მეტოქის სათამაშო სტილზე. შეგვიძლია როგორც სამი მცველით ასევე ოთხი მცველით ასპარეზობა და დგება დრო როდესაც ხუთი ფეხბურთელითაც გიწევს უკანა ხაზში თამაში. ასეთი რამ მაშინ ხდება როდესაც გუნდი გადაღლილია და ძალების დაზოგვას იწყებ. სოლიდური დაცვის ხაზი გვაქვს, რომელსაც თავდამსხმელები დიდ დახმარებას უწევენ. ნაკლებად მგონია, რომ ყოველ შეხვედრაში 100 კმ/სთ-ით ვიფრენთ მოედანზე, ამიტომ რიგ ეპიზოდებში ტემპის დაგდება მოგვიწევს”.

” არის თუ არა სხვაობა ტევესის მნიშვნელობასა და იბრას მნიშვნელობას შორის მილანის ეპოქაში? ფაქტია, რომ არგენტინელის ასპარეზობა კითხვის ნიშნებს არ ბადებს. მისი გოლები, საგოლე გადაცემები და ტემპის ხელმძღვანელობა აპლოდისმენტებს იმსახურებს. იგი ყველაფერს იღებს საკუთარი გუნდისთვის. განსხვავებული მოთამაშეები არიან მაგრამ ერთნაირი მახასიათებელი აქვთ – გამარჯვებისკენ სწრაფვა ! ტევესი უაღრესად დიდ დახმარებას უწევს გუნდს მძიმე სიტუაციებში”.

 

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giorgi nefaridz
9 years ago

1juve says:
არც ასამოაა უკლასო და არც ლორენტე, ტევესი ლიგის დონის არააო რომ ამბობ აბა უკლასობას არ ნიშნავს ეგ? შეეშვი რა ამ ლეგიონერების ტყუილა ლანძღვას მაგათზე კარგი იტალიელი ფეხბურთელები ბუნებაში არ არსებობენ

AKAKI nozadze
9 years ago

დღეს ლეალი თამაშობს მილანთან ვნახოთ აბა :love:

iuve93
9 years ago

tevesi klasis mamaa da wels ligaze tavis sityvas ityvis,tandatan ufro shedis formashi,

Di Francesco # 1
9 years ago

თუმცა ასამოასაც მაგარი მომატებული აქ და კაი ხანია არ გამილანძღია

jjj jjj
9 years ago

ალეგრი მაინც შენი დედა :mad: ჯიჯი და კარლიტოს :love:

giorgi nefaridz
9 years ago

უკლასო ლეგიონერიო ბევრი იძახდა ამ საიტზე :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

Di Francesco # 1
9 years ago

კი უკლასო ლეგიონერებს ბევრს ვუძახოდი, ლორენტედან დაწყებული ასამოათი დამთავრებული არ არიან უკლასოები?
ტევესზე უკლასო როდის ვთქვი? უბრალოდ ლიგის დონე არაა, არ მგონია რო ლიგაზე გადამწყვეტი სიტყვა თქვას თუმცა თუ თქვა და წინ წავედით გამიხარდება

ტევეს იმაზე ადრე ვქომაგობდი ვიდრე აქ საერთოდ განაგონი ქონდათ უმეტესობას ტევესის სახელი

ალეკო კოკაია

კარლიტო ძმა ხარ :forza: :forza: :forza:

valeri elisabedashvili

ტევესიიი მევასებაა რაა ჯერ მარტო ბურთს ისე კარგად იჭერსს რო რავიციიი ეგ და პოგბაა :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x