ვიდალს კვლავ აწუხებს ტკივილი მუხლის არეში
არტურო ვიდალის გარშემო ცუდი ინფორმაცია არ წყდება. გარდა იმისა, რომ ფეხბურთელი ცუდ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება, მას არცთუ სახარბიელო ურთიერთობა აქვს კლუბის ხელმძღვანელობასთან. თუმცა, კლუბი ცდილობს სიტუაციის დარეგულირებას და სურს ვიდალის შენარჩუნება, რომელიც დისკომფორტს განიცდის პირველ რიგში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. სამხრეთ ამერიკელმა ისევ იგრძნო ტკივილები მუხლის არენში. პერუს წინააღმდეგ დაპირისპირებისას, რომელიც მისი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 3-0 დასრულდა, არტურომ დაზიანება მიიღო, თუმცა შეხვედრა სრულად 90 წუთი ჩაატარა. ჯერჯერობით რაიმეზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ ფაქტია, რომ ვიდალი ოპერაციის შემდეგ არ გრძნობს თავს ბოლომდე გამოჯანმრთელებულად. მას არა ერთხელ უთქვამს, რომ მუხლის არეში ისევ გრძნობს დისკომფორტს. ვიდალი გადის ფიზიოთერაპიის კურს და პერიოდულად კონსულტაციებს ექიმებთან. ტურინში იმედი აქვთ, რომ მომდევნო შეხვედრას იგი გამოტოვებს, თუმცა ჩილეს ეროვნული გუნდი არ თვლის სიტუაციას საგანგაშოდ და არწმუნებს ტურინს, რომ პრობლემა არ არსებობს.
წყარო: TuttoSport
კაროჩე რარაც საერთოდ არ მომწონს ამის დამოკიდებულება და ზამთარში გაუშვან იქით თუ ასე გააგრძელა… ამ ზაფხულს რარაც შეიცვალა როგორც ცანს და ძველებური ჟილკით არ თამაშობს
arseni
რა შუაშია, პირლო საბედნიეროდ ჯანმრთელადაა და ჯანზეა იმისთვის რო ითამაშოს, ვიდალმა კიდე უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა მსოფლიო ჩემპიონატამდე, მერე ითამაშა მუნდიალი და იმის შემდეგ არცერთი შეკრება არ გამოუტოვებია )) პირლოს და ვიდალის შემთხვევები განსხვავდება ერთმანეთისგან, ვიდალის მოედანზე ყოფნა საშიშია, ტრავმა აქვს
piრლო რა არ იყო დაშავებული და არ მკურნალობდა ..? სიმძიმის ხარისხი განსხვავდება / მაგრამ ხშირად ტრამვიანობდა და ბილოსაც ტრამვირებული იყო
უკვე მერამდენე შემთხვევაა თამაშის დროს რაღაც ტრავმას იღებს და მაინც განაგრძობს თამაშს იუვენტუსშიც რამდენჯერ იყო ეგეთი შემთხვევა თავის თავს აყენებს ზიანს.რა დროს გმირობებია და სუპერმენობა.ამ ჟურნალისტებმა ხო ცალკე ტვინი წაიღეს ერთ პატარა მიზეზს ეძებენ რო ჭორები ავრცელონ.განსაკუთრებით ზაფხულია აუტანელი ჭორების წვიმაააა გაზეთებში.
ზაფხულში უნდა გაეყიდათ,მაგრად შეცდნენ ჩემი აზრით
ყოველ ნაკრების შეკრებაზე ტიპი ტრავმას იღებს, ერთხელ მაინც არ შეიძლება სამპაოლიმ დაასვენოს ეს კაცი და მისცეს იმის საშუალება რო არ დატვირთოს ეს მუხლი, იუვენტუსიდან რომც წავიდეს ტრავმა გააწამებს და ფეხბურთს ვერ ითამაშებს, რა მნიშვნელობა აქვს ვისი საკუთრება იქნება, თუ ლაზარეთს თავს ვერ დააღწევს მთელი სეზონი
იტალია არ ასვენებს პირლოს და ჩილე რატომ დაასვენებს ვიდალს