ვიდალი : ” ზოგჯერ უიღბლობას საზღვარი არა აქვს ”
ტურინმა რევანში აიღო და ბერძნები დაამარცხა, თუმცა მატჩის მიწურულს არტურო ვიდალის მიერ ხელიდან გაშვებული იდეალური შესაძლებლობა ანგარიშის გასაზრდელად ყველას ცუდად დაამახსვორდა. მთავარი მიზეზი კი გახლავთ ის, რომ თუ ოლიმპიაკოსი და ბებერი ქალბატონი ერთნაირი ქულებით დაასრულებენ ჯგუფურ ეტაპს, ურთიერთ შეხვედრებში დაფიქსირებული უკეთესი შედეგით სწორედ ბერძნები იასპარეზებენ მომდევნო ეტაპზე. ვიდალს კი შეეძლო ეს არა სასიამოვნო ეპიზოდი გატანილი პენალტით აეცილებინა თავიდან:” ზოგჯერ ხდება, რომ პენალტსაც ვერ იტან. თუმცა, მოხარული ვარ რომ შევძელით გამარჯვების მოპოვება. აღებული ქულები დიდად დაგვეხმარება ჯგუფიდან გასვლაში. შიდა პირველობაზე კი საქმეები იდეალურად ვითარდება. ვიმყოფებით პირველ პოზიციაზე და არ ვაპირებთ ტემპის დაგდებას, რადგან ზედიზედ მეოთხე სკუდეტოს მოპოვებას ვგეგმავთ “.
წყარო: Tuttosport
პირვერ რიგში ორივე თამაშია მოსაგები…მეორე ისაა მტავარი რო ატლეტიკო მინიმუმ 2-0 უნდა დავამარცხოთ,და ასეთ შემტხვევაში პირველზე გავალთ
ბურთები ითვლება ჯერ სანამ დასრულდება გათამაშება. და მერეც თუ ერთნაირი ქულები გვექნება წავა ურთიერთ შეხვდრები.
უეფას საიტზე იუვეა მეორეზე და მერე ოლიმპიაკოსია, ბურთები +1 გვაქ და იმათ -1. ვეღარ გავეგე რახდება რა
ისე თავიდანვე პირლოს რატო არ არტყმევინებდა კონტე? მილანში აცილებდა თუ საერთოდ არ ურტყამდა? ნაკრებში მემგონი პირლოა ხო პენალტისტი?
ჩვენთან ურტყავდა, მაგრამ რამდენიმეჯერ რომ ააცილა ვიდალი დააყენეს მაგ პოზიციაზე )
პირლომ უნდა დაარტყა პენლები
ეტყობა ამას არ უნახია ლორენტეს რო თავში მოხვდა ბურთი და ისე რო გავიტანეთ თუარა უიღბლობაზე არ ილაპარაკებდა
პენალტის გატანას დარტყმამზე ზეიმობდი – ჯობდა ჯერ დაგერტყა და საზეიმო თუ იქნებოდა მერე გეზეიმა …. ემოციების კონტროლს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ფეხბურთში ისე ზოგადად ცხოვრებაში