ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბარძალის დაბრუნება გაურკვეველი პერიოდით გადაიდო

დაცვაში არსებული ხარვეზების გათვალისწინებით ყველას აინტერესებს ანდრეა ბარძალის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფეხბურთელის, რომელიც ყველაზე სტაბილურ თამაშს აჩვენებდა გასული რამდენიმე სეზონის განმავლობაში. სამწუხაროდ იგი დღეისათვის არცთუ კარგ პერიოდს განიცდის. იტალიელი ცენტრალური მცველი ჯერ კიდევ სექტემბერში უნდა დაბრუნებულიყო მოედანზე, მაგრამ ტრავმის რეციდივის გამო ეს ნოემბრემდე გადაიდო. შემდგომ ტურინულმა სამედიცინო შტაბმა კიდევ ერთხელ ჩაუტარა ანდრეას დიაგნოსტიკა და მისდა სამწუხაროდ მას ქირურგიული ჩარევის შემდგომ გარკვეული სახის პრობლემები აღმოაჩნდა. დიახ, იგი დაბრუნდა და მოედანზე მთლიან ჯგუფთან ერთადაც ივარჯიშა, მაგრამ როგორც ჩანს ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო. დაბრუნების ვადამ კიდევ 30 დღით გადაიწია, მაგრამ უკვე დღეს ვერავინ ვერ იტყვის მიახლოებითაც კი თუ როდის დაგვიბრუნდება ბარძალი. არის გარკვეული მოსაზრება, რომ მოთამაშე იანვარში შესძლებს მწვრთნელის განკრგულებაში ყოფნას. ნებისმიერ შემთხვევაში უმჯობესია ფეხბურთელმა სრულად მოიშუშოს დაზიანება, რომ არ მოხდეს რეციდივი რისი თავიდან აცილება სურს ტურინული კლუბის ხელმძღვანელობას. იმედი ვიქონიოთ, ბარძალი მალე დაგვიბრუნდება, რადგან მისი დანაკლისი ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემია.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ცოტნე სამსონაშვილი

ეეჰ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო იყო ანდრეა მაგრამ ახლა ასაკიც შეემატა მითუმეტეს ამხელა ტრამვა :( არამგონია კიდე გაქაჩოს

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x