ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტევესი :”ასეთ დროს შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს”

გუშინდელ ინტერვიუში კარლოს ტევესი მეტოქის ცუდი მინდვრის მდგომარეობაზე საუბრობდა, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ სწორედ მას უმადლოდა გატანილ ბურთს :“სიმართლე გითხრათ ამ ფაქტორმა შემიწყო ხელი თავის გამოსაჩენად”. არგენტინელი და ესპანელი ფორვარდის გოლებმა ტურინს 0-2 გაამარჯვებინა. სხვათაშორის 2008 წლის თებერვლის შემდეგ კარლიტოსმა პირველად გამოიჩინა თავი სტუმრად ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში.

“უნცაური იყო, რადგან მინდორი ისეთ საშინელ მდგომარეობაში იყო გადაწყვეტილება უმალვე უნდა მიმეღო. ბურთის კონტროლის მაგივრად მომენტალურად დავარტყი, რადგან სხვა შემთხვევაში კაცმა არ იცის რას იზამდა ეს მრგვალი საგანი ასეთ პირობებში”.

ამ გამარჯვებით ტურინელები მიუახლოვდნენ ჯგუფიდან გასვლას. მათ მხოლოდ ერთი ქულა ესაჭიროებათ შინ ატლეტიკოს წინააღმდეგ, თუმცა თუ მოახერხებენ და ორ ბურთიანი სხვაობით დაამარცხებენ სიმეონეს კრებულს, მაშინ ალეგრი და მისი შეგირდები ქვე ჯგუფს პირველ პოზიციაზე დაასრულებენ:

“პირველ ნახევარში საქმე არ მიდიოდა იდეალურად, თუმცა ლორენტეს გოლმა შეხვედრა უფრო მეტად ღია გახადა. ჩვენ ვართ იუვენტუსი რის გამოც არ უნდა შევწყვიტოთ პროგრესირება. უკეთაც შეგვიძლია თამაში, მაგრამ დღეს აუცილებელი იყო დადებითი შედეგისთვის მიგვეღწია. ჩვენზე რეალურად დიდი წნეხი მოდის, მაგრამ მოედანზე გასვლისას ფეხბურთს საკუთარი სიამოვნებისთვის უნდა ვთამაშობდეთ. სწორედ ეს დაგვეხმარება წარმატების მიღწევაში”.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x