ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი : “წელიწადში ორჯერ, ჩვენ მტრები ვხდებით”

მოახლოვებულ დერბი დელა მოლეზე სკაი სპორტთან ინტერვიუში ჯორჯო კიელინიმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ “იუვენტუსისა” და “ტორინოს” ფეხბურთელებს შორის არის ურთიერთპატივისცემა, მაგრამ კვირას, ერთმანეთის წინააღმდეგ ნამდვილი მეტოქეები წარსდგებიან.ნარინჯისფერებმა სულ 72 დერბი მოიგეს, შავ-თეთრებმა – 95, თუმცა აღსანიშნავია, რომ “ტორინომ” ბოლოს ბებერ ქალბატონს 1995 – იან წლებში მოუგო : “ბრძოლა იქნება, გუნდები ერთმანეთს პატივს სცემენ, მაგრამ წელიწადში ორჯერ, ჩვენ მტრები ვხდებით.სხვა დროს, ჩვენ ერთმანეთს ვხდებით, როგორც თანაქალაქელები, ტურინის ცენტრში, გამარჯვება გვსურს, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება.ჩემპიონთა ლიგა ? – ბოლო ორ ტურში მნიშვნელოვანი ექვსი ქულა ავიღეთ, მაგრამ ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა.პირველ ადგილზე გასვლა გვინდა, ეს ჩვენი მიზანია, რომლის მიღწევაც წარმოუდგენელი არ არის.1/8 ფინალში თამაში გვინდა, ამას ვიმსახურებთ, პლეიოფები ჩემპიონთა ლიგაში ფაქტობრივად ახალი ტურნირია, ეს “იუვესთვის” საჭირო გამოცდილება იქნება.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x