ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი :”არ უნდა დავკარგოთ კონცენტრაცია”

გარკვეული მატჩების ბედს სტატისტიკა, რომ განსაზღვრავდეს ალბათ ტურინულ დერბს ჩატარება არ უწერია, რადგან 2002 წლიდან მოყოლებული “ხარები” ვერაფრით ახერხებენ არა თუ დამარცხებას არამედ ზებრებისთვის გოლის გატანასაც კი. მაგრამ ეს ყველაფერი ციფრებია და დღეს ალეგრის გუნდს მძიმე ბრძოლა ელის რაც თავად მწვრთნელსაც კარგად მოეხსენება…

“ჩემთვის სტატისტიკას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. როდესაც გუნდები მოედანზე გამოვლენ ყველაფერი ნულდება და შანსი ორივე გუნდს თანაბარი ეძლევა. ტორომ მშვენივრად იასპარეზა ევროპა ლიგის გათამაშებაში და საერთოდაც მათ ბრწყინვალე გუნდი ჰყავთ. სწრაფად ამოდიან დაცვიდან და შეუძლიათ მომაკვდინებელი კონტრ იერიშის განხორციელება. ვენტურას სახით თანაქალაქელებს კარგი სპეციალისტი გააჩნიათ. ელ კადურის გამოვარჩევ ბურთან კონტაქტით და იდეალური საწყისი სპრინტით, ხოლო კუალიარელაზე საუბარიც ზედმეტია. მას ნებისმიერ წამს შეუძლია ხიფათის შექმნა. შედეგად მოგვიწევს მაქსიმალურად კონცენტრირებულნი ვიყოთ და არ დავკარგოთ თამაშის სადავეები, რადგან მეტოქე ეცდება შეგვიზღუდოს თავისუფალი ზონები. ტორინო იომებს ჩვენს წინააღმდეგ”.

“ტაქტიკურ სქემაზე იმდენი ითქვა და დაიწერა, უკვე მომაბეზრებელიც კი არის ამაზე საუბარი. თუმცა, ნაყოფიერი დრო რომ გვიდგას ამის უარყოფა რთულია. ბუნებრივია მოდულის შეცვლა ყურადღებით ყოფნასაც ნიშნავს რაც თითოეულ შეხვედრაში კარგად ისახება. იცით, ჩემს განკარგულებაში მყოფი ფეხბურთელები ყოველგვარი პრობლემის გარეშე მაძლევენ საშუალებას ისე შევცვალო ტაქტიკური სქემა, როგორც მომესურვება. ეს ნებისმიერი მწვრთნელის ოცნებაა. მაგრამ ის რაც აქამდე გაკეთდა, ჯერჯერობით არაფერია და აუცილებელია კურსის ამავე გზით გაგრძელება. 1/8 ფინალში გასვლა არ არის გადაწყვეტილი, ხოლო როდესაც კალჩოში შენს უკან სულ რაღაც სამ ქულიან რადიუსში არის ასეთი რომა, მერწმუნეთ ადვილია გამარჯვებული გუნდიდან, უცბად გადაიქცე ვირების გუნდად თუ დაკარგავ კონცენტრაციას”.

პადოინი დისკვალიფიცირებულია, ხოლო ასამოა ტრავმირებული. შედეგად მარცხენა ფლანგს ევრა ჩაიბარებს:

“საბედნიეროდ ევრა დაგვიბრუნდა, რომელიც ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. სხვაგვარად წარმოუდგენელია, ნებისმიერ მწვრთნელს მოესურვება საკუთარ რიგებში ისეთი მოთამაშის ხილვა, რომელიც 10 წლის განმავლობაში წერდა შთამბეჭდავ ისტორიას. დღეს კი იგი მზად არის დაუმტკიცოს იუვეს, რომ არის საჭირო ელემენტი. ასამოას კი სამწუხაროდ ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება და გუნდს სამ თვეში თუ დაუბრუნდება. ასეა თუ ისე მარცხენა ფლანგზე გვყანან ევრა და პადოინი, რომელმაც მშვენივრად შეითავსა ახალი ამპლუა. არ დავივიწყოთ ასევე ახალგაზრდა მატიელო, რომელიც ბრწყინვალედ ჩაერთო ლაციოსთან შეხვედრაში. მარჯვენა ფლანგზე კასერესი გვიბრუნდება, რომელიც როტაციის უფლებას მოგვცემს”.

წყარო: იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakli28
9 years ago

მემგონი კვალი შეაგდებს დღეს :chuvak: :chuvak: :chuvak:

juventino 1897
9 years ago

sxva saitebze ro weren juvem kramerichi iyidao aq rato ar debt informacias|???

arseni
9 years ago
Reply to  juventino 1897

vin iყიდააა ?

juventino 1897
9 years ago
Reply to  arseni

kramerichi 23 wlisaa ra sakmaod kai igroki chans …… 10 milioni gadaixadeso… ase ewera da ramdenad marttalia eg ar vici …

arseni
9 years ago

დღეს მთავარია ჩეხვა არ აიწიოს

arseni
9 years ago

ტორინო საშიშია მეტოქეა + დერბია …. თან საუკეთესო იტალიელი თავდამსხმელი ტორინოში თამაშობს (სულელი პრანდელი და კონტე ვერ ამჩნევდნენ თორემ)….

arseni
9 years ago

მართალია … გუნდის ფსიქოლოგიური მდგრადობის შენარჩუნება აუცილებელია .. ზამთარში თუ პატარა დაბალანსება განხორციელდება კარგია ..

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x