ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯანლუიჯი ბუფონი: სამშობლოს პირველ გუნდში თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ

ვფიქრობ, ქართველი იუვენტინოებისთვის ნებისმიერი სტატია თუ წერილი, რომელიც „იუვეს“ ლეგენდებს  ეხება, უდაოდ სასიამოვნო წასაკითხია. ამდენად, თქვენს წინაშეა ჟურნალ „ათიანის“ №69-ე ნომერში გამოქვეყნებული ინტერვიუ, სადაც სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე „ნუმერო უნო“ საუბრობს…

„მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას ახსოვს ფეხბურთელები, რომლებზეც ასაკი დადებითად აისახებოდა. წლების წინ გახედვა არ დაგვჭირდება, შარშანდელი საკლუბო სეზონიც საკმარისია ზემოთქმულის დასადასტურებლად: მილანის „ინტერის“ არგენტინელი კაპიტანი ხავიერ ძანეტი 40 წლის ასაკშიც შეუდარებელი იყო, ისევე, როგორც „მანჩესტერ იუნაიტედის“ სიმბოლო უელსელი რაიან გიგზი.

ამ წერილის გმირსაც არ ეთქმის პატარა – ჯანლუიჯი ბუფონი 36 წლისაა, თუმცა ისეთ ფორმაშია, ბევრ ჯეელს გაეჯიბრება.

ბრაზილიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი მისთვის მეხუთე იყო. თუ მის ფორმას და შემართებას გავითვალისწინებთ, არაა გამორიცხული ჯიჯიმ ოთხი წლის შემდეგ, რუსეთში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშოს დაუკვდავ რეკორდს შესწვდეს – არავინ ყოფილა უდიდეი საფეხბურთო შეჯიბრების ექვსგზის მონაწილე!

ჯანლუიჯი ბუფონი გულშემატკივართა კითხვებს პოპულარული ინგლისური საფეხბურთო ჟურნალ FourFourTwo-ს ფურცლებზე პასუხობს.

იტალიელი ჟურნალისტები წერენ, რომ ბავშვობაში მეკარე კი არა, ნახევარმცველი იყავით. მართალია?

▪ ჰო, ასე იყო. მგონი, ყველა ბავშვი, იმიტომ იწყებს ფეხბურთის თამაშს, რომ გოლის გატანა უნდა. მეც ზუსტად ეს მინდოდა – მაშინ ბურთის შეგდება უფრო მსიამოვნებდა, ვიდრე კარში დგომა. მარტო ნახევარდაცვაში არ ვთამაშობდი, ხანდახან ფორვარდიც „ვიყავი“. ჩვენთან გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ მეკარეობა უკეთესი იყო – მაშინ იტალიაში კამერუნის ნაკრებმა ითამაშა, მე კი მათი მეკარით ტომას ნკონოთი მოვიხიბლე.

თავის დროზე მამათქვენი იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდა, დედა კი იტალიის ჩემპიონი იყო ბირთვის კვრაში. რამდენად მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მშობლებმა თქვენი კარიერის წარმართვაში?

▪ ჩვენთან ყველა წარმატებული სპორტსმენი იყო: მამაც, დედაც და დაც, თუმცა დედაჩემი ბირთვის მკვრელი არ ყოფილა, ის ბადროს მტყორცნელი იყო. სხვათა შორის, თავის დროზე იტალიის რეკორდსმენი გახლდათ… ცხადია, მათი შემხედვარე მეც მსურდა წარმატებული სპორტსმენი ვყოფილიყავი. ადრეულ ასაკში ისინი მეხმარებოდნენ, მაგრამ როცა გავიზარდე, უკვე თავად ვიცოდი, რა იყო ჩემთვის უკეთესი.

ვინ იყო თქვენი კერპი და საერთოდ, ვინ მიგაჩნიათ მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ?

▪ იყო რამდენიმე სპორტსმენი, ვისთანაც მსგავსება მსურდა. მხოლოდ ფეხბურთელებს არ ვგულისხმობ: მაგალიტად ჩეხოსლოვაკიელი ჩოგბურთელი ივან ლენდლი იყო ჩემი კერპი, შვედი სტეფან ედბერგი, ავსტრალიელი პატრიკ რაფტერი… კამერუნელ ტომას ნკონოზე უკვე გითხარით, ასევე ძალიან მომწონდა მისი თანაგუნდელი, კამერუნის იმ თაობის ლიდერი როჟე მილა. მან იტალია 90-ზე მართლა ძალიან მაგრად ითამაშა!

თქვენი დებიუტი „პარმას“ ძირითად შემადგენლობაში იმ „მილანის“ წინააღმდეგ შედგა, რომელშიც ჟორჟ ვეა, რობერტო ბაჯო და დეიან სავიჩევიჩი თამაშობდნენ. რას გრძნობდით, როცა ასეთი ვარსკვლავების წინააღმდეგ გახვედით მოედანზე?

▪ დიდებული იყო, ახლაც მახსოვს ის მატჩი! იცით, იმ დღეს ვგრძნობდი, რომ  ოცნება ამისრულდა, რეალობად იქცა ყველაფერი, რისთვისაც ბავშვობიდანვე ვემზადებოდი! სხვათა შორის, მეც და მთელმა გუნდმაც დიდებულად ვითამაშეთ – მატჩი 0:0 დასრულდა. ასეთ მეტოქეებს გოლს რომ არ გაატანინებ, ესე იგი, კარგად გვითამაშია. ვუყვირე თუ არა მცველებს? შეიძლება კი, შეიძლება – არა. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არაა – მეკარის საქმე დაცვის ხელმძღვანელობაა და თუ საამისოდ ხმის აწევაა საჭირო, არავის უნდა გაუკვირდეს.

2001 წელს „იუვენტუსმა“ თქვენს სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გადაიხადა. რა გაიფიქრეთ, როცა ამის შესახებ შეიტყვეთ?

▪ ოოო, დიდებული იყო! სიმართლე გითხრათ, ამხელა თანხის გამო არავითარი პრობლემა არ მქონია, თავში ავარდნას და ამდაგვარებს ვგულისხმობ. თუ ფეხბურთელი კარგია, ფასიც შესაბამისია – ამას სატრანსფერო ბაზარი განაპირობებს. ხომ იცით, კარგი მეკარე ისევე მნიშვნელოვანია კლუბისთვის, როგორც ძლიერი თავდამსხმელი, ასე რომ… ალბათ, „იუვენტუსის“ სელექციონერებმა ნახეს ჩემი თამაში და გაიფიქრეს, რომ მათი გუნდისთვის საჭირო ვიყავი. ადგნენ და ამხელა თანხაც გადაიხადეს. ტრანსფერი 5 მილიონი რომ ყოფილიყო, ამხელა ამბავი არ ატყდებოდა, მაგრამ 45-მა მილიონმა თავისი გააკეთა…ისე, „იუვენტუსში“ 5 მილიონის სანაცვლოდავ გადავიდოდი, მაგრამ მეეჭვება „პარმას“ ხელმძღვანელობა  ბედნიერი ყოფილიყო.

▪ სადღაც წავიკითხე, რომ ათი წლის წინ მძიმე პერიოდი გადაიტანეთ – დეპრესიას ვგულისხმობ, რის შესახებ გულშემატკივრებმა რამდენიმე თქვენი მეგობრის ინტერვიუდან შეიტყვეს…

▪ მართალია, ძალიან მძიმე პერიოდი მქონდა. ვფიქრობდი, რომ მგზავრობა, ვარჯიში, მატჩები, მუდმივად რეჟიმში ყოფნა აღარ შემეძლო და დრო იყო ყველაფერზე უარი მეთქვა, მაგრამ მეორე მხრივ, ვგრძნობდი, რომ ვერ დავაღალატებდი იმ ხალხს, ვინც მენდო და ჩემში ამხელა ინვესტიცია ჩადო, უდიდესი კლუბის კარი მანდო, ქვეყნის პირველ გუნდში მიმიწვია… რთული დღეები გადავიტანე, თან, ევროპის ჩემპიონატი ახლოვდებოდა…
ამის შესახებ არასოდეს მისაუბრია საჯაროდ, რადგან ვთვლიდი, რომ ეს უაზრობა იქნებოდა. საბედნიეროდ, გარშემო იყო ხალხი, ვინც მხარში დამიდგა – იმ ადამიანებს ვგულისხმობ, რომლებთანაც მართლა ძალიან ახლოს ვიყავი. ცხადია, დახმარებისთვის ფსიქოლოგსაც მივმართე… ერთი სიტყვით, ნელ-ნელა ეს პრობლემა დავძლიე.

▪ რამდენად რთული გადასატანი იყო ის ამბები, რაც იტალიურ ფეხბურთში მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის წინ მოხდა – „კალჩოპოლის“ სკანდალს ვგულისხმობთ, რის გამოც თქვენ გუნდს ორი სკუდეტო ჩამოართვეს. დაგეხმარათ თუ არა ის მოვლენები მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში?

▪ დარწმუნებული ვარ, არავის ესიამოვნებოდა ის ამბები, რაც მაშინ სერია A-ში მოხდა, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ, ფეხბურთელები არაფერში ვიყავით დამნაშავე – მოედანზე გავდიოდით და საქმეს პირნათლად ვაკეთებდით. გეთანხმებით, რომ იმ ამბავმა ნაკრებზე იმოქმედა – გერმანიაში ჩასულებს, გვსურდა, რომ გაგვეკეთებინა რაღაც ისეთი, რაც იმ ნეგატიურ ამბავს გადაფარავდა. ნაკრების ყველა წევრი ვხვდებოდით, რომ მატჩიდან მატჩამდე გადამწყვეტი მომენტი გვედგა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგეთ, ვერ ვიტყვი, რომ ეს „კალჩოპოლის“ სკანდალის გამო შევძელით – უბრალოდ, ჩვენ ძალიან გვინდოდა გამარჯვება და რაც მთავარია, მზად ვიყავით ამისთვის.

▪ საინტერესოა, რომელი მომენტია თქვენს კარიერაში საუკეთესო – ალბათ ის წამი, როცა საფრანგეთთან ფინალში ზინედინ ზიდანის თავური დარტყმა ცალი ხელით მოიგერიეთ.

▪ საუკეთესო? როგორ გითხრათ… ზიდანის ის მომენტი? კი, ძალიან მნიშვნელოვანი წამი იყო, მაგრამ საუკეთესო? არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული რომ ისაა ყველაზე მაგარი მომენტი, თუმცა, უმნიშვნელოვანესი, ალბათ, ნამდვილადაა!

▪ „კალჩოპოლის“ შემდეგ „იუვენტუსი“ სერია B-ში დააქვეითეს, თქვენ კი კლუბში დარჩით. გუნდი დატოვეს პატრიკ ვიეირამ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ფაბიო კანავარომ, ლილიან ტურამმა, ჯანლუკა ძამბროტამ, ემერსონმა… რატომ გადაწყვიტეთ ტურინში დარჩენა და რამდენად მისაღები იყო თქვენთვის სერია B-ში თამაში?

▪ ადამიანი ცხოვრების მანძილზე მიღებული გადაწყვეტილებებით ფასდება. იმ დროს „იუვენტუსში“ დარჩენა, ეგებ, არ იყო ლოგიკური გადაწყვეტილება, მაგრამ მაშინ გულს ვენდე და ვფიქრობ, არ წავაგე. სხვებმა სხვა გზა აირჩიეს – ეს მათი გადასაწყვეტი იყო…
იყო თუ არა ადვილი სერია B-ში თამაში? ვერ ვიტყვი, რომ ადვილი ან სასიამოვნო იყო, ამას უფრო გამოცდილება ეთქმის, რაც ძალიან გამომადგა.

▪ თქვენი თამაშის შემხედვარე, ვერავინ იფიქრებს, რომ ვინმესი გეშინიათ, მაგრამ მაინც: არსებობს თუ არა ფეხბურთელი, ვის წინააღმდეგ ასპარეზობაც არ გსიამოვნებთ?

▪ ბრაზილიელი რონალდო საუკეთესო მოთამაშეა, ვის წინაშეც მოედანზე ვმდგარვარ – ის შეუდარებელი, ბრწყინვალე, მართლა ფენომენი იყო! იტალიელებიდან? თქვენ როგორ ფიქრობთ? რობერტო ბაჯო! მან ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს ფეხბურთზე.

▪ საინტერესოა ანტონიო კონტე-ფეხბურთელი უკეთესი იყო თუ კონტე-მწვრთნელი? ცოტა უცნაური ხომ არ იყო იმ ადამიანის გაწვრთნილ გუნდში თამაში, ვინც რამდენიმე წლის წინ თანაგუნდელი იყო?

▪ უცნაური? არა, რატომ? საერთოდ არ მქონია მსგავსი განცდა. როცა ანტონიო „იუვენტუსში“ თამაშობდა, შეუდარებელი იყო: კარგი ფეხბურთელი, ნაღდი პროფესიონალი, მისაბაძი ბიჭი…
მწვრთნელად დაბრუნებულიც უმაღლეს დონეზე იდგა – მისი შემხედვარე იცოდი, რომ პროფესიონალთან, თავისი საქმის ზედმიწევნით კარგად მცოდნე კაცთან მუშაობდი.

▪ ვინ უფრო მკაცეი მწვრთნელი იყო: ანტონიო კონტე თუ ფაბიო კაპელო?

▪ ერთმნიშვნელოვნად კონტე! ის ახალგაზრდა კაცია, ყოველდღიურად ფეხბურთით ცხოვრობს და ალბათ, ამიტომაცაა კაპელოსთან შედარებით ფიცხი. საერთოდ, მომხრე ვარ, რომ მწვრთნელმა ყველაფერი თქვას, რაც საჭიროა. ეს არც კაპელოს ეშლებოდა და არც კონტეს. საქმე ასე უკეთესად კეთდება.

▪ „იუვენტუსის“ და ნაკრების შემადგენლობაში ხშირად გიწევთ პენალტების სერიაში მონაწილეობა. რას გრძნობთ ამ დროს?

▪ ვღელავ. ასეთ დროს შანსები 50/50-ზეა და ფეხბურთელების გარდა, მეკარეზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. ვცდილობ მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყო. ვფიქრობ, რომ ამას ვახერხებ. საერთოდ, პენალტების სერია თამაშის ის კომპონენტია, რომელიც ყველაზე მეტად არ მიყვარს.

▪ ამბობენ, რომ ევრო 2012-ის ფინალის შემდეგ მარიო ბალოტელიმ ესპანელებთან წაგება თქვენ, იუვენტუსელებს დაგაბრალათ, თქვენ კი ამის საპასუხოდ, ეცით და გასახდელის იატაკზე დააგდეთ…

▪ არა, ეს სისულელეა, ასეთი რამ არ მომხდარა და თანაც, მეეჭვება მარიო ის ფეხბურთელი იყოს, ვინც ამის თქმას გაბედავდა.

▪ იშვიათად, რომ ფეხბურთელი თქვენნაირი შემართებით მღეროდეს ქვეყნის ჰიმნს. რას გრძნობთ ამ წუთებში?

▪ სამშობლოს პირველ გუნდში თამაშით ძალიან ბედნიერი ვარ, ვფიქრობ, რომ იქ, იმ წუთებში ყოფნით მაგრად გამიმართლა. ესაა და ეს.

▪ მთელი კარიერის განმავლობაში მოკლე შორტებით რატომ თამაშობთ?

▪ როგორ გითხრათ… თავს ასე უკეთესად ვგრძნობ. თან შორტებში ბავშვობიდან ვთამაშობ, ასე რომ…

▪ ფეხბურთელი რომ არ ყოფილიყავით, ვინ იქნებოდით?

▪ ამაზე არ მიფიქრია. ყოველთვის თამაში მსურდა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ოცნება ავისრულე. თუ რამეზე ვფიქრობ, მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ რაც შეიძლება კარგად ვიასპარეზო.

▪ ბოლო წლებში იტალიური კლუბები ჩემპიონთა ლიგაში კარგად ვეღარ თამაშობენ, სერია A-ს დონეც, ესპანეთის ლა ლიგასთან და ინგლისის პრემიერლიგასთან შედარებით, აშკარად დაბალია. როგორ ფიქრობთ, რის ბრალია ეს?

▪ პრობლემა მხოლოდ ფეხბურთში არაა: დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა და ეს ყველაფერი, ცხადია, თამაშზეც აისახება. სერია A-ში ნაღდად არ იდება იმხელა თანხა, რაც თუნდაც 10 წლის წინ. შედეგიც შესაბამისია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მდგომარეობა მალე გამოსწორდება – ნელ-ნელა გუნდები ფეხზე დგებიან და ვითარებაც უკეთესობისკენ იცვლება.

▪ მინდვრის მოთამაშეებისგან განსხვავებით, მეკარეების კარიერა დიდხანს გრძელდება. თქვენ, 36 წლის ხართ, ეს კი პატარა ასაკი არაა. როდის აპირებთ ფეხბურთთან გამომშვიდობებას?

▪ მეკარეების შემთხვევაში ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ თამაშობდი 30 წლამდე. ჩემს შემთხვევაში ძალიან მეხმარება ჩემი ფიზიკური ფორმა და სტაბილურობა, რითიც აქამდე გამოვირჩეოდი. შესაძლოა, ახლა ვერ ვიყო ისეთივე სწრაფი, როგორიც ვთქვათ, 10 წლის წინ, მაგრამ დღეს ზუსტად ვიცი პოზიციის შერჩევა, გამოსვლაზე თამაში, რაც მხოლოდ გამოცდილებამ მოიტანა. კარიერის დასრულებას ნამდვილად არ ვჩქარობ. ამას ყოველთვის მოვასწრებ.

▪ ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებად თქვენ და იკერ კასილიასს გასახელებდნენ. საინტერესოა, თანამედროვეებიდან ვინ მოგწონთ?

▪ ვფიქრობ, ინგლისელი ჯო ჰარტი კაგი მეკარეა – ახლაგაზრდაა და მიმაჩნია, რომ ყველაფერი წინ აქვს. თუ ასე გააგრძელებს, ის მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდება. იგივე შემიძლია ვთქვა ბელგიელ ტიბო კურტუაზეც.

▪ იტალიიდან წასვლა არასდროს გიფიქრიათ?

▪ გერმანია 2006-ის შემდეგ რამდენიმე კლუბმა შემომთავაზა თანამშრომლობა, მათ შორის საუკეთესო კონტრაქტი „მილანის“ იყო, თუმცა „იუვენტუსში“ ყველაფრით კმაყოფილი ვიყავი და დავრჩი.

▪ თქვენ იტალიის ნაკრების რეკორდსმენი ხართ ჩატარებული მატჩების მიხედვით. ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატი მეხუთე იყო თქვენთვის. აპირებთ თლჯჯლუ არა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს?

▪ მომავალზე ფიქრი არ მიყვარს, თუმცა თუ გამიმართლებს და მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ გამოვალ, დიდებული იქნება!

ჯანლუიჯი ბუფონი

დაიბადა 1978 წლის 28 იანვარს კარარაში

კლუბები:  „პარმა“(პარმა, იტალია; 1995-2001), „იუვენტუსი“(ტურინი, იტალია; 2001 წლიდან)

ინდივიდუალური ტიტულები: იტალიის სერია A-ს საუკეთესო მეკარე – 1999, 2001 , 2002, 2003, 2004, 2005, 2006, 2008, 2012; ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეკარე – 2002-03; ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – 1999; ევროპის საუკეთესო მეკარე – 2003; მსოფლიოს საუკეთესო მეკარე (ფისსფ) – 2003, 2004, 2006, 2007; მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე(ლევ იაშინის სახელობის ჯილდო) – 2006

გუნდური ტიტულები: იტალიის სერია A-ს ჩემპიონი – 2002, 2003, 2012, 2013,2014; იტალიის სერია B-ს ჩემპიონი – 2007; იტალიის თასი – 1999, იტალიის სუპერთასი – 1999, 2002, 2003, 2012, 2013; უეფას თასი – 1999; მსოფლიოს ჩემპიონი – 2006; ევროპის ვიცე-ჩემპიონი – 2012; ფიფას კონფედერაციათა თასის მესამეადგილოსანი – 2013; ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული – 1996; ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი – 1995;

იტალიის ნაკრებში: 143 მატჩი (1997 წლიდან)

FourFourTwo, 2014 წლის ივლისი

თარგმნა ლაშა გოდუაძემ

სტატია მოიძია “იუვე-ლირმა”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

15 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mishka berianidze
9 years ago

ზამთრის სატრასფერო ფანჯრის დროს საჭიროა მინიმუმ ისეტი მოთამაშის მოყვანა რომელიც ლიგაზე წაგვადგება ასეთის პოვნა ძნელია რადგან ყველა მოწინავე კლუბები ევრო ასპარეზზე არიან მაგრამ არსებობენ ისეთი მოთამაშეებიც რომლებზეც შეიძლება ჩალიჩი
ჩემი აზრით ურიგო არ იქნება თუ ჯოვინკოს დარმიანიში გავუცვლით + 2-3 ლიმონსაც წაუმატებთ რადგან ეს მცველი ორივე ფლანგზე კარგად თამაშობს
ასევე შეგვიძლია ლიხშტაინერი პსჟს პასტორეში გავუცვალოთ რათქმაუნდა თანხის დამატებით კარგი იქნება თუ ძაძას და ბერარდისაც დავიბრუნებთ + ძალიან მინდა რომ მიტროვიჩი და მილიკი მოიყვანონ ყოველშემთხვევაში ამათგან ერთერთი
ერთი სიტყვით ტრავმების გამო გუნდმა შემადგენლობის გაძლიერებაზე უნდა იზრუნოს თორემ ლიგაზეც და სერია ა-ში ძალიან გაგვიჭირდება.

arseni
9 years ago

ჯოვინკო ტორინოს aრ სჭირდება

irakli28
9 years ago

ნუმერო უნოოო :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

Giorgi kasrashvili
9 years ago

gabiaddini
zaza
berrardi
boakye

masi
sorensen
Rugani

fausto rossi
Matiello
Maronne

Leali

Magrebi gvyavs ra!!!

kai gundi dayendeboda :)

—————-Leali

Sorensen——Rugani——-Masi

Pogba—-F.Rossi—-Maronne—Matiello

—-Gabiaddini—Zaza—Berarrdi

Giorgi kasrashvili
9 years ago

sasuelos am gundit meti sheudzlia 10 eulshi uechveli unda moxvdnen!!!
wina xazi idealuria da dacvac kargia…

sensone-zaza-berrardi

peluzo-acherbi-canavaro

kargia martlac!!!

chvenebi kide ramdeni yofilan torinoshi :)

quagliarela
amauri
martinezi
molinaro

:)

Giorgi kasrashvili
9 years ago

madloba nachke
martlac kargi da saintereso interviu/statiaa!

R24
R24
9 years ago

დუბალაა თუ ვინც არი რა მაგარი გოლი შეაგდო

nika chigladze
9 years ago

რომში რომ ავახევთ სახეს მერე იტლიკინოს ტოტიმ :forza: :forza:

arseni
9 years ago

პენალტიც ძალიან სპორნი იყო

arseni
9 years ago

ისე ეს სერბები რა უცნაური ხალხია – რა ფეხბურთელები ჰყავთ ევროგრანდებში და არცერთს არ იწვევენ ნაკრებში … იმიტომაცა აქვთ კარგი შედეგები

nika chigladze
9 years ago

თამაშგარედან გაიტანა მეორე ბურთი რომამ და ჩაუთვალეს მე ამათი დედა ვატირე

arseni
9 years ago

ეხლა რას იტყვის ტოტი – ვისკენ იყო მსაჯი ..?

karlo
9 years ago

Sasuoloooo:-D

R24
R24
9 years ago

სასუოლო კაცობს იქ :D

delpieronedved
9 years ago

სიმონე ძაძა სიმონე ძაძა სიმონე ძაძაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

| Newsphere by AF themes.
15
0
Would love your thoughts, please comment.x