ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნეტომ კარიერის “იუვენტუსში” გაგრძელება გადაწყვიტა

ფლორენციის “ფიორენტინას” მეკარე, ნორბერტო მურარა ნეტო კარიერას ტურინის “იუვენტუსში” გააგრძელებს.25 წლის ბრაზილიელმა იებს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა და სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება, შეუერთდება იმ კლუბს, რომელიც საუკეთესო პირობებს შესთავაზებს.ნეტოს მიმართ სერიოზულ ინტერესს ინგლისის “ლივერპული” იჩენდა, თუმცა როგორც სჩანს, თავად ფეხბურთელმა აპენინებზე დარჩენა და ბიანკონერებში თამაში ამჯობინა.ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, მასიმილიანო ალეგრის გუნდს ნეტო ზაფხულში შეუერთდება და კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.ბებერ ქალბატონსა და “ფიორენტინას” შორის არსებული დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, ფეხბურთელის ტურინში ტრანსფერი იების ფანებისთვის მიუღებელი უნდა იყოს, თუმცა, იების ხელმძღვანელები ამ შემთხვევაში ვერაფერს წყვეტენ.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jek17
9 years ago

თუ თავისუფალი აგენტია გადმოვიდეს,რა მოგივიდათ,ლეალს თუ ვერ აჯობა გაყიდიან და ფულია

Nodari gogaladze
9 years ago

ბუფონი ისეთ დონეზე თამაშობს 2-3 წელი კიდევ ითამაშებს ძირითადში და ლეალის და პერინის 2 წელი სკამზე დასმა არასწორია, კაია მოვიდეს ნეტო ბუფონი როცა დაისვენებს ჩაანაცვლებს ხოლმე…მაგრამ სტორაროც კარგ ხოდზეა და მენანება გაუშვებენ მაგას მაშინ უეჭველი :roll:

Tornike Iosava
9 years ago
Reply to  Gio Darja

მაშინ რა უნდა იუვეში თუ სკამი უნდა ხეხოს?? აზრი მითხარიი… არ ჯობია სხვა გუნდში წავიდეს?? და მე პირადად პერინი მაგრად მომწონს და ბუფონის შემცვლელადაც მოვიაზრებ ძალიან მაგარი მეკარეა და სიამოვნებით გადმოვიყვანდი იუვეში და ნელ-ნელა ჯიჯისაც ჩავანაცვლებდი მაგით და დაწმუნებული ვარ საოცარი მეკარე გახდება

Tornike Iosava
9 years ago

ნეტო ხო დონეა ეხლა პერინიზე და ლეალიზე მაგარია ვაი ამათ პატრონს უბედურს

Tornike Iosava
9 years ago

ქინძი უფროსობა რო გეყოლება რა უნდა ელაპარაკო ამათ

mishka berianidze
9 years ago

ამის მოყვანას არ ჯობია რომ პერინი ან ლეალი დააბრუნონ და მეორე მეკარედ დასვან სხვა თუ არაფერი გამოცდილებას მაინც დააგროვებენ და ჯიჯისგან ძალიან ბევრს ისწავლიან.

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x